იუმორი მე არ ვარ ევა, თუმცა, ვარ ქალი, შენს თვალში, ალბათ, ესეც ნაკლია: გაჩენის დღიდან... 15 მარტი 2013, 10:42:49 ![]() მე არ ვარ ევა, თუმცა, ვარ ქალი,
შენს თვალში, ალბათ, ესეც ნაკლია:
გაჩენის დღიდან მაქვს შენი ვალი
შენ ხომ ჩემს გამო ნეკნი გაკლია! აქ-ღიმილის ღიმილაკი, რა თქმა უნდა. ორიგინალი სურათი 1293 38-ს მოსწონს 1-ს არა შენს თვალში, ალბათ, ესეც ნაკლია: გაჩენის დღიდან მაქვს შენი ვალი შენ ხომ ჩემს გამო ნეკნი გაკლია! აქ-ღიმილის ღიმილაკი, რა თქმა უნდა.
1293
|
140.00
k
225.00
k
|
მე _ სიფრიფანა პოეტი ქალი,
შენ _ გოლიათი ჩემგან ძლეული...
შენ თუ თვლი, რომ შენ დამადგი თვალი,
ცდები: თვითონ ხარ ჩემი რჩეული.
ფერად სათვალით მე არ გიყურებ,
არც შენ გაქვს, ალბათ, ჯადოქრის ჯოხი,
მოდი და მხრებით გადამიხურე
დიდი იმედის პატარა ქოხი!
მე ვარ ტკივილი _ მცირე და დიდი,
მე ვარ შენ ირგვლივ _ ახლოც და შორიც,
მე დაგრთე ნება, რომ იყო ხიდი
ჩემს ზამთარსა და გაზაფხულს შორის.
შენ თავს მევლები სუსტსა და ძლიერს,
შენ _ მძლეთამძლე და მაინც ძლეული...
შენ რომ გგონია, შენ ამირჩიე _
თვითონ ბრძანდები ჩემი რჩეული.
ეს ცალკე ლექსი უნდა იყოს მე როგორც ვიცი ის ორი სტროფიც მე ასე მახსოვს შენ არ ხარ ევა მაგრამ ხარ ქალი თუმცა ეს ჩემტვის დიდი ნაკლია გაჩენის დღიდან გაქვს ცემი ვალი მე ხომ შენს გამო ნეკნი მაკლია ხუმრობა იქით მეც შემიყვარდა მოცილებული ჩემს სხეულს ძვალი ყველა ნეკნს დავთმობ იმ ნეკნის გარდა რომელსაც ღმერთმა უწოდა ქალი. აქ აზრიც დასრულებულია გაგრძელება აღარ უნდა ქონდეს ლოგიკურად, სხვადასხვა ლექსებია ეს და პირველი რომ დავწერე