ქალი არსება არ არის,"ქალი-ღვთაება და სახიობა, ხვალის სული და დღეის იმედი. გაუსხვისარი რწმენის პირობა და ის, რასაც სულ ვიზეპირებდი. რასაც ველოდი მოსვლის შემდეგაც, რასაც ვნატრობდი ნატვრისმიერით. ქალი-მიზეზი, ქალი-შედეგი, ქალი-სამოთხე ამქვეყნიური. ქალი-უშორეს ღმერთის სახელი, ახლოს მოსული ხვითო-გამჩენი. ქალს მოაშორეთ სევდა-ნაღველი და დაუტოვეთ სხვა დანარჩენი! სხვა დანარჩენი, რაიც არ ვიცი, ან რაიც ვიცი და მაინც ვმალავ. ღალატის ნიჭი, ტყუილზე ფიცი, ღიმილის სითბო, ალერსის ძალა... და სხვა მრავალი,რომლის მნახველი და მოწამე ვარ დღიდან გაჩენის. ქალს მოაშორეთ სევდა-ნაღველი და დაუტოვეთ სხვა დანარჩენი."
ხვალის სული და დღეის იმედი.
გაუსხვისარი რწმენის პირობა
და ის, რასაც სულ ვიზეპირებდი.
რასაც ველოდი მოსვლის შემდეგაც,
რასაც ვნატრობდი ნატვრისმიერით.
ქალი-მიზეზი,
ქალი-შედეგი,
ქალი-სამოთხე ამქვეყნიური.
ქალი-უშორეს ღმერთის სახელი,
ახლოს მოსული ხვითო-გამჩენი.
ქალს მოაშორეთ სევდა-ნაღველი
და დაუტოვეთ სხვა დანარჩენი!
სხვა დანარჩენი, რაიც არ ვიცი,
ან რაიც ვიცი და მაინც ვმალავ.
ღალატის ნიჭი, ტყუილზე ფიცი,
ღიმილის სითბო, ალერსის ძალა...
და სხვა მრავალი,რომლის მნახველი
და მოწამე ვარ დღიდან გაჩენის.
ქალს მოაშორეთ სევდა-ნაღველი
და დაუტოვეთ სხვა დანარჩენი."
:))