მე კი მაგის პასუხად ეს გამახსენდა ბატონო ლიც! _ _ _ _ _ _ _ ქვა , ქვაა, მაგრამ ბედისწერა განაგებს ქვასაც, ზოგი ჩუქურთმით დაიფარება და ზოგი ხავსით, ზოგი იქნება ობელისკი, ზოგიც ბილინგვა ზოგი სამსხვერპლო ქვა იქნება ან ბაზილიკა ზოგი ტირილით და ანდერძით დაიკაწრება... ქვით, ქვით აშენეს დილეგებიც და ღვთის ტაძრებიც . . . . . უმრავლესობა მხოლოდ ქვაა, ქვაა __უბრალო ესეც ბედია , ბედი უფალო?!
ქალბატონო ირინა, ერთი ლეგენდა გამახსენდა: როდესაც მშენებლებს მაჩუ-პიჩკუს აგებისას მთაზე სიმწრით ატანილი ქვები ქვები დაუგორდებოდათ , ამას ადგილობრივები არც მშენებლებს აბრალებდნენ და არც ქვებს. განსაკუთრებით გულმოწყანელი კი მაინც ქვებისადმი იყვნენ-იმ დაგორებულ ქვებს "დაღლილ ქვებს" უწოდებდნენ და ეცოდებოდათ კიდეც.
_ _ _ _ _ _ _
ქვა , ქვაა, მაგრამ ბედისწერა განაგებს ქვასაც,
ზოგი ჩუქურთმით დაიფარება და ზოგი ხავსით,
ზოგი იქნება ობელისკი, ზოგიც ბილინგვა
ზოგი სამსხვერპლო ქვა იქნება ან ბაზილიკა
ზოგი ტირილით და ანდერძით დაიკაწრება...
ქვით, ქვით აშენეს დილეგებიც და ღვთის ტაძრებიც
. . . . .
უმრავლესობა მხოლოდ ქვაა, ქვაა __უბრალო
ესეც ბედია , ბედი უფალო?!