x
image
ირინა ნადაშვილი
კრეატივი
მოვა ქალბატონო ___აბა სად წავა!
5
მოვა ქალბატონო ___აბა სად წავა!
14
10-ს მოსწონს
ავტორი:ირინა ნადაშვილი
ირინა ნადაშვილი
14
  
2012, 14 დეკემბერი, 17:55
სამწუხაროა.. :((((((((
2012, 14 დეკემბერი, 17:54
სამწუხაროდ, ახალგაზრდა გარდაიცვალა. ნიჭიერი ქალბატონი იყო
2012, 14 დეკემბერი, 17:53
:D:D:))))))))))))))) ძალიან კარგი რამ დადეთ__მადლობა უღრმესი...ძალიან მომეწონა.
2012, 14 დეკემბერი, 17:50
ვაითუ, სულ არ მოდის? რამდენ ხანს ვიდგე აქ?
წამოწვიმა კიდეც. სულ გავილუმპები. მაინც დავიცდი. აი, მობძანდება და პირში მივახლი ყველაფერს, რასაც მასზე ვფიქრობ. იქნებ სჯობს, რომ სულაც არაფერი ვუთხრა, ზურგი შევაქციო და წავიდე? ასე აჯობებს, უფრო ეფექტური იქნება. მიხვდება, რომ საშინელება ჩაიდინა. არა, მაინც რაღას ვუცდი. რვის ოცი წუთია! წავალ. აღარც ვნახავ აღარასდროს. ძალიან დიდი წარმოდგენა ჰქონია
საკუთარ თავზე. იქნებ იმასაც ფიქრობს, რომ ღირსია ასე საათობით ვიდგე ქუჩაში და ველოდო? სულ ჩემი ბრალია ყველაფერი. ახია ჩემზე! მე რადგან მიყვარს, თავი ულამაზესი ჰგონია. სარკეში ჩაიხედოს მაგ უტვინომ! წავედი.
ტელეფონსაც აღარ მივეკარები. რეკოს რამდენიც უნდა. მეყოფა მაგ არარაობაზე,
არაკაცზე ფიქრი!... გამოჩნდა, როგორც იქნა! აბა, ახლა ვუჩვენებ სეირს!...
ხო-ხო-ხო, როგორ გააყოლეს გოგოებმა თვალი! არა -- ობიექტურად თუ შეხედავ. ძალიან სიმპათიურია. ამას თვითონაც გრძნობს. ერთი ის ქუდი ვერ მოვახდევინე, თორემ ისე... ვეტყვი, აღარ დაიხუროს, არ უხდება.
2012, 14 დეკემბერი, 17:49
ქალბატონო ირინა, ამ ფოტომ მარინე მამულაშვილის მართლა ძალიან კარგი ფსიქოლოგიური ეტიუდი გამახსენა. დავდებ, ოკ?

მ ო ლ ო დ ი ნ ი

ავტობუსიდან რუსთაველის ძეგლი რომ გამოჩნდა, ფანჯარას მივაჭყლიტე ცხვირი და იქაურობა გულდასმით დავზვერე---ვერ დავინახე, ალბათ ჯერ არ მოსულა. ავტობუსიდან ჩამოვედი, იქვე გაჩერებასთან ნაყინი ვიყიდე და აეროპორტის სალაროებთან რომ საათია, იქით გავემართე. ამასობაში შვიდიც შესრულდა. მე, როგორც ყოველთვის, ზუსტად მოვედი. საათთან გამოსაჩენ ადგილზე დავდექი, ბარემ შორიდან დამინახოს, იქნებ ბოლოს და ბოლოს შერცხვეს, მოსვლა რომ ისევ დავასწარი. ვერ გამიგია, მე რად უნდა ვასწრებდე მოსვლას? უკვე რვის ხუთი წუთია. ჰოდა იმას ვამბობდი... რას ვამბობდი?... საათი თუ გაუჩერდა. კი მაგრამ, ხომ უნდა შენიშნოს, რომ საათი გაჩერებულა. არა, შეამჩნევდა, ერთი-ორჯერ მაინც თუ დახედა. და თუ არ დახედა?--- ესე იგი, ჩემთან შეხვედრა არც უფიქრია. ყველაფერი გასაგებია. ჰმ! ნამდვილად იმან დაურეკა. და ახლა ალბათ ერთად დასეირნობენ. თუ ეგრეა, ერთ წუთსაც არ გავჩერდები. მეტი არაფერი მინდა, ოღონდ ეგენი დავინახო სადმე ერთად. მერე მიყუროს!... რაღას მიბარებდა, მოსვლას თუ არ აპირებდა? მაშ, სად გდია ამდენ ხანს?! რვის ათი წუთია. თვალები ისევ მოვჭუტე, სახე სულ დამემანჭა და ვცადე, რაც შეიძლება შორს გამეხედა. მაინც ვერაფერი დავინახე. ესეც მე! რომ ჩამჩიჩინებენ, სათვალე ატარეო, ტყუილს კი არ მეუბნებიან. ჯერ ერთი, სახე სულ დამინაოჭდება. მეორეც --- შორიდანვე ხომ დავინახავდი, მოდის თუ არა. იქნებ სულ ახლოსაა, მე კი ვერ ვხედავ და სულ ტყუილად ვნერვიულობ?...
იმდენი იმას რა ვუთხარი! არა, რაღაცაშია საქმე. ნამდვილად ავად გახდებოდა.
წევს ახლა ალბათ და ორმოცი აქვს სიცხე. საწყალი! იქნებ ღორის გრიპიც კი დაემართა. ახლა მაინც გრიპია მთელ ქალაქში მოდებული. ისე, ტელეფონით რომ ველაპარაკე, რაღაც არ ეტყობოდა ხმაზე, ავად რომ იყო. რა უბედურებაა, უკვე რვის თხუთმეტი წუთია. მეც ვდგავარ, რაღა, სულელივით და ვუცდი! აქამდეც უნდა წავსულიყავი, ჭკუა რომ მქონოდა.
მაგრამ არა, პრინციპის საქმეა ---- ხომ უნდა გავიგო, მოვა თუ არა. როცა დავინახავ, მაშინვე წავალ. ხმასაც არ გავცემ. დიახ! უბრალოდ, მაინტერესებს, რამდენს დააგვიანებს. მაგრამ ვაითუ, სულ
0 1 5
ქალი_____ ზამთარი...