"5.6 მოქმედი წესების 4.14 პუქნტი კრძალავს საავტორო უფლებების დარღევვას, რაც გულისხმობს სხვა პირის მიერ შექმნილი ან მოპოვებული მასალის თუ ინფორმაციის საიტზე გამოქვეყნებას, ავტორის შესაბამისი ნებართვის გარეშე. თუმცა ზოგიერთი ავტორი უფლებას იძლევა, მის მიერ შექმნილი სტატია თუ მოპოვებული ინფორმაცია, შესაბამისი წყაროს მითითებით ან მის გარეშე გავრცელდეს მესამე პირების მიერ, რამაც შესაძლოა განაპირობოს სხვადასხვა მომხმარებლების მიერ Intermedia.ge-ზე იდენტური მასალების ანუ დუბლიკატების განთავსება. მესამე პირების საავტორო უფლებების დარღვევის გარეშე, მასალის Intermedia.ge-ზე განთავსების შემთხვევაში, საიტის ფარგლებში მის ავტორად ითვლება ის მომხმარებელი რომელმაც პირველად გამოაქვეყნა აღნიშნული მასალა და აკრძალულია იგივე მასალის სხვა მომხმარებლის მიერ ხელმეორედ განთავსება. *დუბლიკატად არ ჩაითვლება უკვე არსებულ მასალაზე მნიშვნელოვნად უკეთესი ხარისხის ანალოგის გამოქვეყნება. *დუბლიკატად არ ჩაითვლება ერთის მხრივ მთლიანი სიუჟეტი და მეორეს მხრივ მიმოხილვა ან მნიშვნელოვანი ეპიზოდები, მაგალითად როგორიცაა: - ერთის მხრივ, კონკურსში მომღერლის გამოსვლა შესავალით და ჟიურის შეფასებებით, მეორეს მხრივ მხოლოდ მომღერლის გამოსვლა არ არიან დუბლიკატები, რადგან შესაძლოა მომხმარებელთა ნაწილს აინტერესებდეს მთლიანი სიუჟეტი, ხოლო ნაწილს მხოლოდ სიმღერა. - ერთის მხრივ, საფეხბურთო მატჩის მიმოხილვა და მეორეს მხრივ რომელიმე გოლის ეპიზოდი. *დუბლიკატად ჩაითვლება, მაგალითად 5 წუთიანი სიუჟეტის ნაცვლად იგივე სიუჟეტის უმნიშვნელოდ (10 წამი, 30 წამი, 1 წუთი) შემცირებული ან გავრცობილი ვარიანტები, თუკი ეს უკანასკნელნი არ ცვლიან სიუჟეტის არსს."
*დუბლიკატად არ ჩაითვლება უკვე არსებულ მასალაზე მნიშვნელოვნად უკეთესი ხარისხის ანალოგის გამოქვეყნება.
*დუბლიკატად არ ჩაითვლება ერთის მხრივ მთლიანი სიუჟეტი და მეორეს მხრივ მიმოხილვა ან მნიშვნელოვანი ეპიზოდები, მაგალითად როგორიცაა:
- ერთის მხრივ, კონკურსში მომღერლის გამოსვლა შესავალით და ჟიურის შეფასებებით, მეორეს მხრივ მხოლოდ მომღერლის გამოსვლა არ არიან დუბლიკატები, რადგან შესაძლოა მომხმარებელთა ნაწილს აინტერესებდეს მთლიანი სიუჟეტი, ხოლო ნაწილს მხოლოდ სიმღერა.
- ერთის მხრივ, საფეხბურთო მატჩის მიმოხილვა და მეორეს მხრივ რომელიმე გოლის ეპიზოდი.
*დუბლიკატად ჩაითვლება, მაგალითად 5 წუთიანი სიუჟეტის ნაცვლად იგივე სიუჟეტის უმნიშვნელოდ (10 წამი, 30 წამი, 1 წუთი) შემცირებული ან გავრცობილი ვარიანტები, თუკი ეს უკანასკნელნი არ ცვლიან სიუჟეტის არსს."