x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135741
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510123
კრეატივი
დიმპიტაური, დამპიტაური___ტაური, ტაური, ტაური.....
12
დიმპიტაური, დამპიტაური___ტაური, ტაური, ტაური.....
28
3-ს მოსწონს
ავტორი:ირინა ნადაშვილი
ირინა ნადაშვილი
28
  
2012, 7 დეკემბერი, 22:34
თავიდან მკითხეთ აბა ___ მჯერა თუ არა ადამიანის გაფრენის...:)))))))))))))
2012, 7 დეკემბერი, 22:31
კი :))
2012, 7 დეკემბერი, 22:29
მეც ძალიან მიყვარს... წინა სტატია რომ მისი სიტყვებით დავასრულე ერთერთი მომხმარებელი ვერ მიხვდა...:)))))))))) ნახეთ ხოოო???
2012, 7 დეკემბერი, 22:28
რეზო გაბრიაძე, "უცხო ჩიტი"
2012, 7 დეკემბერი, 22:27
ერთაოზს კი ოსური ნაბადი მოემარჯებიდა და კუთხეში მომწყვდეულ მშვენიერ ხოხობს უტევდა.
- რას აპირებთ ერთაოზ? - დაინტერესდა ქრისტეფორე.
- ეს ქალია, არ იცის, რა ბედნიერება ელის, ძალით უნდა წავიყვანოთ...
- არ მინდა დედალზე ჯდომა! - შულოდ იგლეჯდა მარგალიტა თმას.
სწორედ ამ დროს, თითქმის ერთდროულად, ამყოლაძეების ეზოში კივილით და ყვირილით ორი რაზმი შემოიჭრა - ციხის და ნეო-ნერვო კლინიკისა.
- არიქა, ტრიფონ, თავს ვუშველოთ! - იკივლა მარგალიტამ, ერთაოზს გაუსხლტა ხელიდან და ტრიფონთან მიირბინა.
-ეზოში ყვირილი გაისმა.
- არ დაიძრათ! უყვირა ფსიქიატრის ხალხს ხუტა ოდიშარიამ, - ეს ხალხი ჩემია! - მიუთითა მათრახით ერთაოზსა და ქრისტეფორეზე, რომლებსაც ხმაურმა თავები ფანჯარაში გაყოფინა.
- ვერ მოგართვი გოზინაყი! - იწივლა კუჭუხიძემ.
- რას დაეთრევი ამ სახლში? - შეუტია ციხის უფროსმა.
- ხა,ხა,ხა!- ფრანგულად გადაიკისკისა ნოშრევანმა.
- მარუსია!მარუსია!
- ჩიყვიანო აზიატო! - იწივლა ნოშრევანმა და სანიტრებს უბრძანა: - გამოიყვანეთ ავადმყოფები!
- არ დაუთმოთ ტუსაღები! - გასცა ბრძანება ციხის უფროსმაც.
- ეცით! - გაჰყვიროდა ნოშრევანი, თან აქეთ-იქით ქურციკივით დახტოდა.
ორი რაზმი ერთმანეთს ეკვეთა
ატყდა ვაი-უშველებელი, შერბენა-გამორბენა, ბაგაბუგი.
უბანმა გაიღვიძა, გაიღვიძა ქალაქმაც, აკიაფდა ჭრაქები. ყველამ "ნემეცის ქუჩას" მიაშურა. იფეთქა საუკუნეობით დაგროვებულმა სტიქიურმა ძალამ. არავინ კითხულობდა, ვინ -ვის, რატომ და რისთვის ურტყამდა. დედის, მამის, პატარის, დიდის, ქალის, კაცის გარჩევა მოიშალა.
მოცელეს ღობეები, გათელეს ბაღები, ბოსტნები, ბორცვ-გორები, თევზი ნაპირს მოშორდა და სილაში ჩაიმარხა, ჩიტმა ცა გამოიცვალა. გახურდა ჩხუბი, აღდგა იმერეთი! გაიღო კარი ლხინისა!..
ვიღაცამ ქუჩის კუთხეში ბაგრატ მეფის ჟამს ჩასმული ქვა ამოიღო და უმიზნოდ ცაში ისროლა. მეორემ, ასევე უმიზნოდ, ქოსა ძაღლს დასტაცა ხელი და ლეღვის ხეზე ააგდო. ქუჩაში ბურთა ლეღვების წვიმა წამოვიდა.
სილოვან ბლიკვაძე ღორის ნაწლავებით ახრჩობდა ენუქი ფურცხვანიძეს, მაზლის ცოლების დანახვაზე დარუშა შავგულიძემ ბავშვიანი აკვანი კორკიმელზე ჩამოკიდა და ჩხუბში ჩაება. მაღლაკიდან ფხაკაძეები დაეშვნენ და ბეჭებიანი თოხები ისე დატრიალეს, კოხინჯრობას რომ იციან. "გულ
2012, 7 დეკემბერი, 22:27
კი ბატონო დადეთ ,...მაგრამ მე პირველი პასუხი სხვა უბდა დამეწერა აშკარად.
2012, 7 დეკემბერი, 22:27
ძალიან მიყვარს გაბრიაძე
2012, 7 დეკემბერი, 22:25
შექებით გამხნევებული,:)) თქვენის ნებართვით, კიდევ დავდებ ერთ პასაჟს, ოკ?
2012, 7 დეკემბერი, 22:23
ბრავო....
2012, 7 დეკემბერი, 22:15
გენიალურია, ქალბატონო ირინა -"- უნდა დამიბრუნოთ ეს ხალხი, მაგენი კანონს გაურბიან.
- როგორ? ძლივს მოვესწარით საქართველოში ასეთებს, თქვენ კი გინდათ ციხეში დაალპოთ ისინი! იბერუს კავკაზიკუს ჰაეროტიტიკუს ტემპერამენტოს! ასეთები ჯერ ევროპაშიც არ შეიმჩნევიან, და მაშინ, როდესაც ჩვენს მამულს ამ საქმეში პირველობა ელის, და როდესაც საქართველო ასპარეზზე გადის, მოდიხართ თქვენ და ...
- რომ გაფრინდნენ? - იკითხა ხუტამ.

ექიმმა თვალებში ჩახედა ხუტას.
- როგორ თუ გაფრინდნენ?
- მაგენს არ იცნობთ თქვენ...
ნოშრევანმა ალერსიანად გაუღიმა და დათაფლული ხმით, ვითომ სხვათაშორის ჰკითხა:
- ცხელა, არა?
ხუტამ ხმლის ტარით შუბლიდან ოფლი აიღო.
- კი გვარიანად...
- წამობრძანდით აქეთ.
სანიტრებმა ზუსტად დაიჭირეს თავისი ექიმის ხმაში ნაცნობი ნოტები და ერთმა ჩუმად დაიწყო ქამრიდან თოკის გამოძრობა.
- მაშ თქვენ გჯერათ, რომ გაფრინდებიან? - მზაკვრულად გაუღიმა ნოშრევანმა ციხის უფროსს. ":))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10
მშვენიერება
ჩვენება: 20
ავტორი: კანონგარეშე
ივანიშვილი