ზაალფელდში მცხოვრებმა 76 წლის გერმანელმა ფოლკერ კრაფტმა გადაწყვიტა წლების მანძილზე შეგროვილი სააღდგომო კვერცხებით ერთგვარი გამოფენის მოწყობა. პენსიონერმა საკუთარ ეზოში მდგარი ვაშლის ხე 10 ათასი ორიგინალურად მოხატული კვერცხით მორთო. კრაფტის განცხადებით კოლექციის შეგროვების იდეა 1965 წელს მოუვიდა და მას შემდეგ დღემდე აგრძელებდა დაწყებულ საქმეს. ამჟამად გადაწყვიტა კოლექციონერობას თავი დაანებოს და ამ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას წარუდგინოს წლების განმავლობაში დაგროვილი სააღდგომო კვერცხები.