ეს მონატრება ვერ იქნა და
დღემდე ვერ ვძლებ,
ყველგან თან დამაქვს შენი ხსოვნა
წმინდა ვით ლოცვა.
დაუწერელი ლექსი მტკივა
ო, ისე ძლიერ,
როგორც გტკიოდა, ალბათ, მაშინ,
მაჩენდი როცა.
ათი წელია ათ სტრიქონს რომ
ვრანდავ და ვკვეთავ,
კვლავ არ გამოდის, ვერ ვერევი
გრძნობათა მორევს...
პატარა ლექსსაც რომ ვეღარ ვწერ დედაზე,
დედავ, იქნებ ყველაზე დიდი ლექსი ეს არი სწორ...
2012, 19 სექტემბერი, 11:53
ძალიან ცოტაა თქვა მაპატიე,
ძალიან ბევრია უპასუხო გპატიობ,
უიმედოდ ჯღერს მე უნდა მექნა,
უსამართლოა ცრუ დაპირება,
გულში ტკივილია,
ხშირად იხსენებ,
თვალებში ცრემლია,
გზა თითქოს ბევრია,
გამოსავალი კი ერთია,
მიყვები გზას, ფიქრებით კი სხვაგან ხარ,
ცხოვრება ერთი,
უფალი ერთია,
იმედი ერთია,
გადაწყვეტილებაც ერთია,
ძალიან ცოტაა თქვა მ...
|
|