ქართული მითოლოგიის ერთ-ერთი ნათელი სახე არის ხოგაის მინდი, ვაჟა-ფშაველას მინდიას პროტოტიპი "გველის მჭამელი". იდუმალებით მოცულ თქმულებათა გმირი, ნახევრად ღმერთი, რომლის დაბადებასა და "გვიან სიკვდილში" ერევიან ბუნების ძალნი, ცა და მზე: "ხოგაის მინდი კვდებოდა, მზე წითლდებოდა, ცხრებოდა, ცა ჭექდა, მიწა გრგვინავდა, სული გვიანა ჰხდებოდა. ჩამოდიოდა ვარსკვლავი, მთვარე უკუღმა დგებოდა, ...
|
|