ღამით მნათობი ლამპიონები,
ნისლში ჩაძირულ ზაქათლის ქუჩას,
გულჩათხრობილი მარტო ვზივარ და,
ჩემს სევდას ნაპირი აღარსად უჩანს.
ცამაც თვალები ცრემლით შეივსო,
ტირის და მოჩქებს ჟუჟუნა წვიმაც,
ამ სილამაზეს ვეღარ გაუძლო,
ზურგი აჩვენა ნიავმაც ცივმაც.
ვიცი სიკვდილო!, ადრე თუ გვიან,
ჩემთან მოხვალ და შემოხსნი ჭიშკარს,
დამმარხავ ისე სიცილ-კისკისით, ...
ლურჯი ზღვა და ცისფერი მთები,
მასზედ მნათობი მყინვარი ზევით,
და ეს ცხოვრება ალუბლის ფერი,
ცისკრის მნათობი კვლავ ცეცხლის ფერი.
მინდა გიყურო სამყარო ჩემო,
როცა ვარდები კვირტებად სკდება,
წიფლის ფოთლები ალისფრად ცვივა,
და შენს გულში ვიტირო მარტო.
მინდა, რომ ზეცად გავინავარდო,
და ანგელოზთა გუნდები ვნახო,
ცისარტყელისა ფერებით ვხატო,
ნაკად...
არ ვიცი რატომ ხდება, რომ როცა,
ცხოვრების წლები უშნოდ გარბიან,
მინდა, რომ რაღაც შევცვალო, მაგრამ,
უძლეველ ძალას ვერა ვჯობნივარ.
კვლავაც მივალ და კვლავაც მოვდივარ,
ვფიქრობ და მინდა ვაკეთო, მაგრამ,
ის უცხო ძალა ისე აკეთებს,
როგორც მას უნდა და არა ღატაკს.
ისევ აფეთქდნენ ატმის ხეები,
სურნელი მათრობს ალუბლის ხისგან,
რქაწითელს შევსვამ...
ისევ ვთვრები, ისევ ვქრები,
რეალობა მიმაქვს საგზლად,
გტოვებთ, ვტოვებ ამ სამყაროს,
ვიკარგები უშფოთველად..
კვლავაც სტუმრად მიმიწვია,
სამოთხისა კარის მცველმა,
მაგრამ შიგნით ვერ შემიშვებს,
უნდა ჰკითხოს შემოქმედსა.
ზედ კარიბჭის სადგომელთან,
სუფრას გაშლის წალკოტებთან,
აშლის ზეცად ვით ფანტელი,
ღვინოს შევსვამ ანგელოზთან.
მაგრამ მოკვდავს ვერ მაჯობ...
კვლავაც ღამემ უმასპინძლა,
განთიადის დესპანს,
კვლავაც ფოთლებს ნაზი სიო,
გადააცმევს პერანგს.
ჩიტუნები ყიჟინებენ,
შაშვი ნაზად გალობს,
აფეთქებულ ვარდის კოკრებს,
ბულბული სტვენს ღამეს აკრთობს.
განთიადის დესპანს ახლავს,
მზის სხივების დიდი ჯარი,
კვლავ გაიხდის თავის აბჯარს,
გალავანთან ღამის მცველი.
კვლავაც ღამე ცხრა მთას იქით,
გადახვეწავს თავის მ...
ხანდახან გარეთ გასვლა არ მინდა,
ცხოვრების შიში მაქვს,
არ ვიცი რატომ,
დამღალა ამდენმა ცოდვების ტანგომ.
მინდა ოთახში, რომ ვიჯდე მარტო,
ფანჯრებს, ფარდები ფარავდეს ფართოდ,
ჩემო უფალო ღმერთო და ვარდო,
არ მინდა ეშმაკმა იცეკვოს ტანგო.
კვლავაც დარდების ემიგრანტი ვარ,
შიშის ურჩხულის პატიმარი ვარ,
მაგრამ ურჩხულს განვგმირავ მარტო,
არ მი...
იცით?, მინდა ფრთებ შესხმულმა,
ცად კამარა შევკრა მყისვე,
მზის ჩასვლისას მელამუროს,
მონაქროლი სიო ისე,
წამიერად დამავიწყოს,
ჩემი მე და ჩემი სახე.
ხორც შეუსხმელ სულად ვიქცე,
ვერვინ ვერსად დამინახოს,
იეთიმ გურჯის ნაკვალევზე,
ღმერთმა გავლა შემიფასოს.
მიუწვდომელ მწვერვალს მივწვდე,
არწივთ ბუდეში ვეფერო,
ბარში ხოხბის მცველად დავდგე,
რომ ა...
ღმერთო რა კარგი ყოფილა,
შეგრძნობა ველური მთისაო,
იგრე აივლის ჩაივლის,
ვერას გაიგებ მტრისაო.
ვერას იქმნ ვერას გაიგებ,
ვინები ჩაგივლის გვერდსაო,
გვერდზედ კოცონი გინთია,
ის გიმზერს შენ კი ვერაო.
მე მონადირეს ვაღმერთებ,
მასზედ დაკრულსა ტაშსაო,
ზედ იალაღზედ ცის ძირზედ,
ცეცხლს დანთებულსა თბილსაო.
მიფიცხებულსა მის ხელებს,
სიმღერას ნამთვ...
წვიმა ციდან მოჩქეფს წვიმს,
თუმცა ქარი არსად ქრის,
ცის კიდედან ძველებურად ისევ სცრის,
ხის ფოთლების შარი-შურის ხმა ისმის.
ცის კიდედან, რომ მოსწყდება,
წვიმის წვეთი მარტოდ რჩება,
მარტოდ ყოფნა, რომ სწყინდება,
ხის ფოთოლსაც, სწორედ მაშინ ჩაეკვრება.
ხის ფოთლების შარი-შურის ხმა ისმის,
შარი-შური, შარი-შური კვლავ ისმის,
წვიმის წვეთის დაქანცული ხმა ისმის, ...
ჩემს გულში ცრემლთა ღვარცოფი მოჩქეფს,
დნება რკინა და რვალიც ულევი,
ოხ, როგორ მინდა ეს ნაკადული გულზე მომჩქეფდეს,
მას ნაპირ-ნაპირ, უდარდელი ბიჭი მოსდევდეს.
მე ზღვა არცროდის არ მინახია,
განვლილი დღენი ისე განვლიე,
მაგრამ ვაღმერთებ მის მღელვარებას,
გამომეცხადა ალავერდით, დარდებით სავსე თასი დავლიე!
მინდა ზღვაში გემით შევცურო,
აღარა სჩანდეს ირგვლივ ნაპ...
ეხლა მესმის გენიოსის,
მოელვარე მისი მთვარის,
მე ვფიქრობ, რომ საამოა,
ღამის წინ, რომ საღამოა.
უსაზღვროა ელვარება, ზღვის და მთვარის,
სილამაზე წყნარი ღამის,
უსაზღვროა სილამაზე, მთის და ბარის,
ვნერვიულობ დრო, რომ სწრაფად გარბის.
ზღვის ტალღებზე ირეკლება მთვარის სპექტრი,
სილამაზით ვტკბები, ვთვრები,
ცოდვის შვილნო!, რაღა გინდათ ამის მეტი,
...
რა ლამაზია, რა ნაზი,
ღამით სიჩუმე ბარდნის,
მარტო ვზივარ და ზეცით,
ფიქრთა წვეთები მაწვიმს.
ღამის სიჩუმეს კვლავაც,
ლაღი ხევის ხმა აკრთობს,
ცხელი ფიქრების ალი,
კვლავ შეციებულს მათბობს.
ზეცით ღრუბლები მძვინვარებს,
მუზა თავისთან მიბარებს,
ვარსკვლავთ გუნდებს და მთვარეს,
ღრუბელი უკეტავს კარებს.
რა ლამაზია, რა ნაზი,
ღამით სიჩუმე ბარდნ...
ისევ თეთრად მათენდება,
ცის ლაჟვარდი მესალმება,
კალამი ხელს მეტანება,
მარტო ყოფნა მევასება.
მინდა ზეცით ავიჭრა და,
ცის კაბადონს დავეზასო,
მზეს კი ახლად გაღვიძებულს,
მის სხივებად დავემატო.
წითელ ვარდის კოკრებს მინდა,
დილის ნამად დავენამო,
აფეთქებულ ატმის კვირტებს,
ფუტკარივით დავეწაფო.
ლამაზ ქალებს, ქალბატონებს,
სიყვარული ვაგრძნობინო, ...
ზეციდან ქვემოთ გორების ხელა,
ზღვის ტალღები მოედინება,
გადამთელავს და დამახრჩობს ალბათ,
და მერე ფსკერისკენ წამიღებს ნაზად.
ნაპირზე მჯდომმა მე დავინახე,
ზღვას გული დარდით ამოვსებია,
ბრაზმორეული ხელსაჰკრავს ტალღებს,
ტალღები ნაპირს ენარცხებიან.
მე ვერ ვივიწყებ უზბეკი გოგოს,
უცნაურ ღიმილს და დახატულ თვალებს,
ვერ ვიტან ქალებს, ვერ ვიტან თვალებს, ...
მე ვერ ვივიწყებ ზღვის ჰორიზონტზე,
ნაზად ელვარე ტალღების ფარას,
ანაზდად მოსულს მის მლაშე სურნელს,
და დელფინების მშვენიერ ლაშქარს.
უძილო ღამეს ძნელად გალეულს,
ახალ ბულვარში ანთებულ ლამპარს,
ქარი კვლავ ურცხვობს, უხეშად გეკვრის,
და მოგიყვება სევდიან ზღაპარს.
ზღვას, როგორც ცოცხალს, სულიერს ისე,
ისე ვუყვები ჩემს გულში ნამალს,
ვიცი, რომ ენით ვერ ავღწერ ისე, ...
ღამე, ღამე ესე ნაზი,
მონაცრისფროდ მოელვარე,
ჭექავს, ქუხს და ირგვლივ აკრთობს,
ყვავილს მწყრალად მოთვალთვალეს!
წვიმის წვეთებს ვით აკვანი,
ნელ-ნელ სცრის და ირგვლივ აფრქვევს,
ღრჭიალ, ჭრიალ ხსნის და კეტავს,
საფლავის კარს, ქარი ნაზად მოზუზუნებს!
ჭექავს, ქუხს და აბრიალებს,
ბროლის მძივად წვიმის წვეთებს,
კრთის და გული მეჩხრად უცემს,
მარტოს, ...
რაოდენ მეტი დღეებიც გადის,
უფრო მატულობს დარდი და სევდა,
გული ჭაღარა სიყვარულს გალობს,
სხეულს კი სიბერე უკვალოდ ხევდა.
ფიქრთა მორევში გაწვიმდა ცივად,
ტანზედ მეყრება წვეთები მძივად,
იასამანი, ხეთა ყვავილნარს,
ამბორს უგზავნის უზომოდ ხშირად.
გარდავიცვლებით და წლების მერე,
გავქრებით, როგორც ნამქერი თოვლის,
სანთლად ჩადნება სიცოცხლე ყრმობი...
|
|