ყველას უნდა ესმოდეს, რომ ყველაფერი შეიძლება გაქრეს, კატა, ქალი, სამსახური, წინა საბურავი, საწოლი, კედელი, ოთახი. ყველაფერი, რაც ასე აუცილებელია, სიყვარულის ჩათვლით, დგას ნაყარ მიწაზე და ნებისმიერ მიზეზს სულერთია, რამდენად განუზოგადებელს ვთქვათ, ახალგაზრდა კაცის სიკვდილს სადღაც, ჰონკონგში, ან ქარიშხალს ომაჰამაში, შეუძლია დააჩქაროს თქვენი დაღუპვა: რ...
თოვს! ისევე როგორც ჩემს სულში ამ წლების განმავლობაში. დათოვლილი გრძნობები, ოცნებები, იმედები და ფიქრები, გაყინული აწმყო და მომავალი,
გათეთრებული თმები, გათოშილი ხელები ასე რიგად, რომ ცდილობ გათბობას ერთი ამოსუნთქვით, თითქოს ეუბნები შენ თავს - აი ერთხელაც ამოვისუნთქავ და ყველაფერი მორჩება, გათბება და ლღობას დაიწყებს სამყარო, თოვაც მორჩება!
შენ ჯიუტად მიაბიჯებ დათოვლილ სამყაროში,...
მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ...
რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო მეტად მიყვარს
შენი პატარა ტანი...
შენი შავი თმის ბუჩქი,
ეგ თეთრი შუბლის სერი,
თვალები გიშრისფერი,
ლოყები ვარდისფერი,
შენი თითები მიყვარს,
ორი პატარა თათი,
ო, იცი, როგორ მიყვარს
ოდნავ შეხებაც მათი,
ო, იცი, როგორ მიყვარს
გამოუთქმელი ენით?-
შენი გრძნობების სიღრმე,
სულის სიმ...
|
|