დავტოვებ მიწას, ცის კიდურზე ვიპოვი ბინას
წვიმის წყალს დავლევ, ღრუბელს შევჭამ,
მაგრამ რა ვუყო, მე შენს გამო სამყარო მინდა.
გაჩუქებ ქვეყნის მთაველებს, ბაღებს
ყველა ფრინველის ენას ვისწავლი,
ყველა ზღვის მკლავით გავცურავ ნაპირს
და მაინც მოვალ... კარს შემოვაღებ,
არა აქვს აზრი ასაკს და წონას,
არც შავს, არც ქერას კაცი არ ინდობს,
მაგრამ თვალების მაგიჟებს ფერი, ...
დავიღალე ძალზედ ძლიერ,
სული სხეულს არ ეცლება,
ჩუმად მინდა წასვლა , , იქეთ"
სიცოცხლე კი არ მეშვება.
ერთხელ მოსულს ლამაზ ქვეყნად,
ძალზედ მძიმე ტვირთი შემხვდა,
მიმატოვა სიყვარულმა,
თუმც კი გული ძლიერ ძგერდა.
მოჰკლეს გრძნობა ნაფერები,
ჩემი გულიც მიაყოლეს,
სული რატო არ მეცლება?
მე ფიქრებმაც მიმატოვეს.
გედი მღერის სიკვდილამდე,
ვარდი - სრულად იფურჩქნება,
მე კი...
ასე მგონია, სადაცაა იტირებს ზეცა,
ცრემლიდასეტყვავს მის იისფერ, ჟუჟუნა თვალებს,
იმ ნანასავით ვკბილი არის ჩურჩული ხეთა,
და გაზაფხული იის წვევით კვლავ გაიხარებს.
ასე მგონია, სადაცაა გასკდება გული,
ამ მიწასავით მათრობელა, მარად მბორგავი,
და ზეცის მიღმა სამყაროსკენ მიწევს სული,
სული სხეულში ვერდამტევი და ბობოქარი.
ასე მგონია, სადაცაა იტირებს ზეცა,
მიწას დესპანად გამოგზავ...
|
|