მადლობა, დედი,
რომ ასე მშვიდი,
რომ ასე თბილი დღეებით მზარდე,
მე ახლა უკვე შენს მკერდს ავცილდი
და ასე, ვფიქრობ, ავაღწევ ცამდე,
ჩემი ცხოვრება ავაწყე ნათლად,
მაგრამ რაც უნდა ვიარო აღმა,
მე ერთი რწმენა ვატარო უნდა:
დედილო, როგორც წინათ და ახლაც,
ჩემზე მაღალი იქნები მუდამ.
2012, 19 სექტემბერი, 12:17
ეს მონატრება ვერ იქნა და
დღემდე ვერ ვძლებ,
ყველგან თან დამაქვს შენი ხსოვნა
წმინდა ვით ლოცვა.
დაუწერელი ლექსი მტკივა
ო, ისე ძლიერ,
როგორც გტკიოდა, ალბათ, მაშინ,
მაჩენდი როცა.
ათი წელია ათ სტრიქონს რომ
ვრანდავ და ვკვეთავ,
კვლავ არ გამოდის, ვერ ვერევი
გრძნობათა მორევს...
პატარა ლექსსაც რომ ვეღარ ვწერ დედაზე,
დედავ, იქნებ ყველაზე დიდი ლექსი ეს არი სწორ...
2012, 19 სექტემბერი, 11:53
დავმარხე დედა და მომეჩვენა,
რომ მასთან ერთად გულიც დავმარხე.
დღე იყო ჩუმი, მაგრამ უჩვევი,
ვეღარ ვხედავდი ნაცნობ სახეებს.
თითქოს დაბნელდა, თითქოს დაეშვა
რაღაც საოცრად უხეში საფარი,
მე მოვდიოდი სასაფლაოდან
ყველაზე უფრო მიუსაფარი.
და არ მესმოდა ხალხის ნუგეშიც,
ვიყავ მჭმუნვარე და უნუგეშო,
დავმარხე დედა და თითქოს სულიც
თან ჩავატანე იმ თბილ უბეში.
ფეხზე ვიდექი,...
2012, 19 სექტემბერი, 11:53
საკუთარ თავთან გამიმართავს დღეს ორთაბრძოლა, უფლება არ მაქვს დამარცხებულის ტიტული მერგოს, უნდა დავძლიო, მაცდური ფიქრი, დიადი გრძნობა, "არ შეიძლება!" გულით ვმართო, მორჩა და მეყოს! ვგრძნობ, როგორ უცებ შეიცვალა გრძნობები ჩემში, მწვავე სიცივემ, როგორ უცებ დაიდო ბინა, "ბოროტი" ფიქრიც შემოიჭრა უეცრად სულში, მყისვე გავაგდე... ამაცრემლა და შემამცივნა. მძულს...რადგან ჩემში სიძულვილ...
2012, 2 სექტემბერი, 20:40
|
|