აღარ მინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება!
ქვეყანაში, სადაც , , არავისტები, , არავის ვჭირდებით, სადაც ყველა საჯარო მოხელე ერთპარტიული ნიშნით არის დაღდასმული, ამასთან ჩლუნგად დაჯერებული, რომ საკუთარი საქმისა და მმართველი გუნდის სამსახური ერთი ცნებაა, სადაც ოპოზიციონრობა რაღაც ხალხის მტრობის მსგავსი ეტიკეტია...
მართლა აღარ მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება , სადაც ...
2012, 26 სექტემბერი, 20:50
შენ ჩემგან შორს ხარ,
და მენატრები.
ანგელოზი ხარ
ცას მივაგენი,
გული ფეთქავს,
მე შენს ხმას ველი,
ცხოვრების კიბეს
ნელა ავყვები,
მე ცის კარებს შემოვაღებ,
და ანგელოზებში
გულის ფეთქვით ჩემსას მივაღწევ,
ლექსებს მივუძღვნი შენ სილამაზეს,
შენ სიწმინდეს ხელით ვატარებ.
2012, 25 სექტემბერი, 14:57
ლექსი რომელსაც "ფიქრები" ჰქვია ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა დღეს გადმოგვცა, როდესაც ჟურნალისტები სასულიერო პირებს გლდანის #8 საპყრობილეში შევყევით. "ფიქრები" ამდენ სიძულვილს ვეღარ ითმენს, გული ჩაგრული, მხოლოდ რაც ვიცი, დღეს ჩემშია, რწმენა ქართული. მე ამით ვცოცხლობ, ამით ვსუნთქავ, ამით ვარსებობ, შენ დამიფარე, ვიცი ქვეყნად ღმერთო არსებობ. რამდენი რამე მიფიქრია, იქნებ...
2012, 23 სექტემბერი, 18:03
მოველ,
ალერსი რომ კვლავ მეგემა,
შენი ღიმილით დავხვდა ზაფხული,
ძველი ოცნება შემომეგება
შენს ღრმა თვალებში შემონახული.
ალბათ იგონებ, თუ წლების იქით,
როგორ გამზარდეთ შენ და თბილისმა
და ცრემლნარევი ოცნებით გიკვირს
დავაჟკაცება შენი შვილისა.
დედა, რა მალე გავიდა წლები,
შენ თმაზე თოვლი გადაგეყარა.
მახსოვს, ხელებით ამიტაცებდა,
რომ დამენახა შენით ქვეყანა.
მაჩვ...
2012, 19 სექტემბერი, 12:44
მადლობა, დედი,
რომ ასე მშვიდი,
რომ ასე თბილი დღეებით მზარდე,
მე ახლა უკვე შენს მკერდს ავცილდი
და ასე, ვფიქრობ, ავაღწევ ცამდე,
ჩემი ცხოვრება ავაწყე ნათლად,
მაგრამ რაც უნდა ვიარო აღმა,
მე ერთი რწმენა ვატარო უნდა:
დედილო, როგორც წინათ და ახლაც,
ჩემზე მაღალი იქნები მუდამ.
2012, 19 სექტემბერი, 12:17
ეს მონატრება ვერ იქნა და
დღემდე ვერ ვძლებ,
ყველგან თან დამაქვს შენი ხსოვნა
წმინდა ვით ლოცვა.
დაუწერელი ლექსი მტკივა
ო, ისე ძლიერ,
როგორც გტკიოდა, ალბათ, მაშინ,
მაჩენდი როცა.
ათი წელია ათ სტრიქონს რომ
ვრანდავ და ვკვეთავ,
კვლავ არ გამოდის, ვერ ვერევი
გრძნობათა მორევს...
პატარა ლექსსაც რომ ვეღარ ვწერ დედაზე,
დედავ, იქნებ ყველაზე დიდი ლექსი ეს არი სწორ...
2012, 19 სექტემბერი, 11:53
დავმარხე დედა და მომეჩვენა,
რომ მასთან ერთად გულიც დავმარხე.
დღე იყო ჩუმი, მაგრამ უჩვევი,
ვეღარ ვხედავდი ნაცნობ სახეებს.
თითქოს დაბნელდა, თითქოს დაეშვა
რაღაც საოცრად უხეში საფარი,
მე მოვდიოდი სასაფლაოდან
ყველაზე უფრო მიუსაფარი.
და არ მესმოდა ხალხის ნუგეშიც,
ვიყავ მჭმუნვარე და უნუგეშო,
დავმარხე დედა და თითქოს სულიც
თან ჩავატანე იმ თბილ უბეში.
ფეხზე ვიდექი,...
2012, 19 სექტემბერი, 11:53
|
|