დამთავრდა ნიღბების თეატრი და დაეშვა ფარდა,
ეს წარმოდგენაც, თითქოს დანარჩენს ჰგავდა,
თვალთმაქცი გოგონა, გრძელ დერეფანში გარბოდა,
ჩამოგლეჯილი ნიღაბი, უკან დაბრუნებას ლამობდა.
მტვერი ავარდა, ჭკუა დაიმსხვრა, გონება სახით დაეცა,
ნიღაბი მოეხსნა, გული აეშვა, ნამდვილი სახე გაეცა,
ნიღაბი ეძებდა, თუ ნიღაბს ეძებდა ვეღარ გაეგო,
გონება გაორდა, გული შუაზე გაეპო,
...
დაიბადა-4კგ. (წონას არც ახლა ვუჩივი )), სიმაღლე-52სმ.(მის მერე არც გავზრდილვარ, როგორც ჩანს )), დაბადების დრო-1990 წლის 3 ოქტომბერი (აქვე აღვნიშნავ, რომ ვარ 10 თვიანი, 3 სექტემბერს მელოდნენ, მაგრამ ნურას უკაცრავად )), 14:30სთ-ზე.ოთხშაბათი, განსაკუთრებული ნიშნები-დიდი ცისფერი თვალები და თეთრი პირისახე, (თქვენ კი არა არც მე არ მჯერა, აბა რამ გამიმუქა ეს თვალებ...
თქვენი თაობა ნახევრად ჩაკვდა,
ტრადიციებიც უკვალოდ გაქრა.
ვისმენ ყოველდღე უაზრო ლაქლაქს,
მითხარით ერთი მხოლოდ მე რა ვქნა?!
არ მაქვს პირსინგი, ან მხარზე ტატუ,
არც მაკიაჟით ვიფარავ სახეს.
დახეულ ჯინსებს არ ვიცვამ, არ მსურს!
აი, ღატაკი შემარქმევთ წამსვე,
მოკლე კაბებზე ველურებს გავხართ,
კომპიუტერი ეშმას სდარაჯობს,
ტელეფონებმა გარყვნა ბავშვები,
როდესაც ხალხი რობოტე...
|
|