ლეგენდად დარჩეს
გალაკტიონი ტიციანთან ყოფილა უბრად, ტიციანს თავის პოეტებში ჰქონია სუფრა, და იჯდა თურმე ჩვენი დენდი საერთო ჯამთან - უხორცო იყო, ცოტას სვამდა და ცოტას ჭამდა, გალაკტიონი შემოსულა დუქანში იმ დროს, მარტო დამჯდარა, მარტოსული, და უთქვამს მარტოს: არ მიუხმია ის ტიციანს, არა და არა, და ასე უბრად, უხერხულად კარგა ხანს მსხდარ...
|
|