მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება, იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი, და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი. ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს, ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს, მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს, ყვავილებით მოქ...
რვა ოქტომბერი დღე იყო ლამაზი, რომ დაიბადა ვაჟკაცი, მისი პირველი თვალის გახელა, მისი ღიმილი, მისი თამაში, პირველი სიტყვა, დედის სიმღერა, ანგელოზივით ძილი, მისი ტირილი, მისი ტკივილი, მისი პირველი კბილი... მისი სურნელი და თმა ხუჭუჭი, თვალები თაფლისფერი, მისი სიტყვები: ''დედა კოკანა'', ''დედა ნანაო'', მშვიდი, მისი თითები ბოტოტა, ორი პატარა თათი, მისი ლოყები...
თეთრად გადაპენტილ ატმისფერ ტოტებს, ზამთრის მოლოდინში ცრემლით გავიხსენებ, სულს სიყვარულით კენტად დაობლებულს, გულში სამუდამოდ შენთვის ჩავისვენებ... ზაფხულს უშენობით, ლანდად დავიყენებ, მწვანედ აყვავებულ ფოთლებს გავიხსენებ, შენი სიყვარულით ყველას დავივიწყებ, შენ კი არასოდეს მე არ დაგივიწყებ... დრო რომ ჩაიქროლებს, წუთებს მოვიგონებ, შენთან გატარებულ წამებს გავიხსენებ, შემ...
ელეგანტურად, ხელმწიფურად ერთის ხნით ყვავის, ირგვლივ სინათლეს, სიხალისეს, სიხარულს ნერგავს, შეხე მკაცრს, ძვირფას შეხამებას წითლის და შავის, ცოდვა არ არის, სარეველა ყაყაჩოს ერქვას?!
კაცს კი, ბატონო! კაცს შეცდომით ხსენებულს კაცად! კაცს შენისთანას ჯიშით, ჯურით ყიამყრალს შენგვარს! ჩამოთესლებულს ამ ჩვენს სახლში ანწლად და ღვარძლად, წისქვილი ვისიც ბოროტების მარცვლ...
რამდენი ნატრობს ჩემნაირ ცხოვრებას, ჩემს ასაკს, ჩემს შესაძლებლობებს, ჩემს ოჯახსა და ნათესავებს?! მე კი, როცა ყველაფერი მაქვს, თავს არ ვიწუხებ, მივყვები დინებას, ასე არ მინდა... სისხლი უნდა უჩქეფდეს ადამიანს, უნდა უდუღდეს და გადმოდუღდეს! ენერგია უნდა იფრქვეოდეს მისი თვალებიდან, საუბრიდან, სიარულის მანერიდან. ყველაფერი ისე არ ხდება როგორც გვინდა, მაგრამ თუ მოვინდომებთ - მო...
შენ არ გეგონა თურმე ოდესმე დაგაჩოქებდა ქალი, შენ არ იფიქრე, რომ არსებობდა, გრძნობა ძლიერი, მყარი, .... როცა იგრძენი შენი სისუსტე, გაერიდე და წადი..... დიდხანს ვერ გაძელ, ისევ დაბრუნდი, კაცი სუსტი და მხდალი.... გრძნობამ დაგჩაგრა, გულმა გიმტყუნა, ვეღარ აგიბა მხარი, რად არ იფიქრე, რომ არსებობდა, შენზე ძლიერი ქალი...
|
|