საერთაშორისო მალხაზ კობაურის ადვოკატი: „ბრალდებულის ვერსია ნამდვილად განსხვავდება შსს-ს ვერსიისგან“ 2018, 10 ივლისი, 15:17 ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება გრძელდება. 19 წლის ეჭვმიტანილს ბრალს დღეს წაუყენებენ. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. მცხეთა-მთიანეთის სამმართველოში ამჟამად იმ პირების დაკითხვა მიმდინარეობს, რომლებიც მალხაზ კობაურს უშუალოდ იცნობდნენ. ბრალდებულის ადვოკატმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეჭვმიტანილის ვერსია რადიკალურად განსხვავდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიისაგან. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს იკავებს საჯაროდ კომენტარის გაკეთებისგან. „შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და შევათანხმე მასთან პოზიცია. იგი გარკვეულ მნიშვნელოვან ცოდნას ფლობს ამ საქმესთან დაკავშირებით, თუმცაღა, ამ ეტაპზე, საჯარო განცხადებისგან თავს იკავებს. შესაბამისად, მისი ინტერესებისგან გამომდინარე, თავს შევიკავებ, რომ განვაცხადო კონკრეტული გარემოებრივი ფაქტორების თაობაზე. თუმცაღა, ეჭვმიტანილი ბრალს არ აღიარებს. მისი ვერსია ნამდვილად განსხვავდება ბრალდების მხარის ვერსიისაგან“, განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა, ალუდა ბუჩუკურმა. 202 8-ს მოსწონს
|