მსოფლიო სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს, რაიანების მკვლელობის უკან რეალურად ვინ დგას და რომელი ქვეყნის ინტერესები იკვეთება? 2018, 10 ივლისი, 14:24 ამერიკელი მოქალაქეები, რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლაურა სმიტი მოკლეს. მათი გვამები აღმოაჩინეს 7 ივლისს დუშეთის რაიონში. როგორც "კვირის პალიტრა"-დან გადასცეს აზერბაიჯანულ გამოცემას Oxu.Az-ს სავარაუდო მკვლელად - 19 წლის ქართველი მწყემსი დასახელდა, იგი დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავემ პირველად მოკლა ბავშვის მამა, დედა ჩანჩქერიდან გადააგდო და შემდეგ მოკლა ბავშვი. უნდა აღინიშნოს, რომ რაიან სმიტი იყო საქართველოში რეაბილიტაციის პროექტის, ReWoven-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, რომლის ძირითადი მიზანია საქართველოში აზერბაიჯანული ნაქსოვი ხალიჩების ტრადიციების აღდგენა და პოპულარიზაცია. 6 ივლისს ხადას ხეობაში გაუჩინარდა რაიან და ლაურა სმიტი და მათი ოთხი წლის ვაჟი. დაუყოვნებლივ დაიწყო მათი ძებნა. მეუღლეთა გვამები 7 ივლისს აღმოაჩინეს. ხოლო მოგვიანებით, ბავშვის სხეული იპოვეს. გავრცელდა ინფორმაცია, ბავშვი თოფით იყო მოკლული. დანაშაულის ადგილზე მუშაობენ კრიმინალისტები, მიმდინარეობს გამოძიება- წერს აზერბაიჯანული გამოცემა Oxu.Az-ი. ეს ტრაგედია თავისთავად ძალიან მძიმეა და ვიზიარებ დაღუპული ოჯახის მწუხარებას, მაგრამ ვფიქრობ, ამის უკან უარესი ტრაგედია იმალება..ვფიქრობ, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახურები სასწრაფოდ უნდა ჩაერთონ და გამოიძიონ მკვლელობის რეალური მიზეზები ..(და დიდი ალბათობით გამოიკვეთება დამკვეთები და შემსრულებლები)..საქართველო სავსეა ორმაგი და სამმაგი და კიდევ ვინ იცის ''რამდენმაგი''სხვა სახელმწიფოების ინტერესების გამტარებლებით.. სასწრაფოდ დადგინდეს: 1) რის საფუძველზე მიენიჭა მარნეულში დასახლებულ ამრიკელებს საქართველოს მოქალაქეობა. (რომ არიგებენ გასაგებია, მაგრამ ოფიციალური საფუძველი დაწერონ). 2) ოფიციალურად, ეს ოჯახი აზერბაიჯანის ინტერესებს იცავდა საქართველოში და ამას არც მალავს ოფიციალური აზერბაიჯანი. 3) რა კავშირი ჰქონდა ამ ოჯახს აზერბაიჯანის ე.წ.'' ბორჩალოს ინსტიტუტთან'', რომელიც ''იკვლევს'' ''დაკარგული ბორჩალოს'' დედააზერბაიჯანთან დაბრუნების საკითხებს''. 4) რა კავშირი ჰქონდა ამ ოჯახს პეტერბურგელი ბიზნესმენების (აზერების) კავშირთან, რომლებიც მრავალმილიონიანი ფონდით აფინანსებენ საქართველოში მცხოვრებ აზერებს. 5) რა კავშირი ჰქონდა ამ ოჯახს მეზობელი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან (სომხეთი და რუსეთი)- თამილა გურაშვილი 371 1-ს არ მოსწონს
|