x
image
გიო თუთიაშვილი
რატომ შემოვიდა მოდაში ფეხებზე თმის მოცილება
image
დღეს ალბათ არ არსებობს ქალი, რომელიც თავს უფლებას მისცემს, ქუჩაში გაუპარსავი ფეხით გავიდეს, ეს არაჰიგიენურად ითვლება, თუმცა ათეული წლების წინ, როცა მოდაში გაპარსვა შემოვიდა, ჰიგიენაზე არ უფიქრიათ,
მაინც რატომ და როდის შემოვიდა მოდაში ფეხების გაპარსვა?
მეორე მსოფლიო ომის დროს მკვეთრად შემცირდა ნეილონის ჩულქების წარმოება, რადგან მთელი ნეილონის მარაგი პარაშუტების დამზადებას ხმარდებოდა, სპეციალური პუნქტებიც კი გაიხსნა, სადაც პატრიოტი ამერიკელი ქალები ნახმარ ნეილონის ჩულქებს აბარებდნენ მეორადი დამუშავებისთვის.


image


საქმე მაშია, რომ იმ პერიოდის ქალები ქუჩაში ჩულქის გარეშე გასვლას მიუღებლად მიიჩნევდნენ, სირცხვილადაც კი, არადა სულ უფრო და უფრო დეფიციტი ხდებოდა ჩულქები.
სწორედ ამ დროს მოდაში შემოვიდა ე.წ. თხევადი ჩულქები, სალონები სთავაზობდნენ ფეხების მოხატვას ისე, რომ ვერ გაარჩევდი ფეხი თუ შიშველი იყო, ეს პროცედურა კი მოხატვის წინ უბრალოდ, ფეხების გაპარსვას მოითხოვდა.



image



მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა და ფეხების მოხატვა ჩულქის ეფექტით მოდიდან გადავიდა, რადგან ბაზარზე ისევ გამოჩნდა ჩულქები, აი, ფეხის გაპარსვა კი მოდად დარჩა.


image


image

0
1085
6-ს მოსწონს
ავტორი:გიო თუთიაშვილი
გიო თუთიაშვილი
1085
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0