სწავლა, ცოდნა, მეცნიერება -ღონეა იმისთანა, რომელსაც დღეს წინ ვეღარაფერი ვეღარ უდგება: ვერც მუშტი, ვერც ხმალი, ვერც ჯართა სიმაღლე.
ილია ჭავჭავაძე
განათლების თანამედროვე გამოწვევები საქართველოს საჯარო სკოლებში
სტატიის ავტორები: მარიამ ბექაური
გაგი ჩოხელი
XXI საუკუნეში, ალბათ, ყველა თანხმდება, რომ განათლება წარმატების, თვითრეალიზების, საზოგადოებაში თავის დამკვიდრების მნიშვნელოვანი ფაქტორია. განათლება ის პირობაა, რომლის არსებობა პირდაპირ კავშირშია შენი, ჩემი, სხვისი უფლებებისა და მოვალეობების გააზრებისათვის; ადამიანების მისწრაფებების ხელშესაწყობად, უკეთესი ცხოვრებისა და მომავლის შესაქმნელად, როგორც კონკრეტული პიროვნებებისათვის, ასევე საზოგადოების, ქვეყნისა და კაცობრიობისათვის.
განათლებულ ადამიანებს შესწევთ ძალა ( სხვა უნარებთან ერთად) შეცვალონ მსოფლიო, გააუმჯობესონ (გააუარესონ) ადამიანთა ცხოვრება, ახადონ ფარდა მანამდე გაუგონარ ფაქტებს, გამოიგონონ ტელეფონი, ველოსიპედი - შექმნან ხელოვნური ინტელექტი, მაღალტექნოლოგიური, მომავლის ეპოქა... და ამავდროულად, უბრალოდ იყვნენ ადამიანები, რომელთათვისაც ყველა კარი ღიაა წარმატებისათვის. ესაა ძალა, რომელიც გაურკვევლობით, საიდუმლოებებით, შიშით ჩაკეტილ სკივრს ხსნის; სინათლე, რომელიც უცოდინრობით დაბნელებულ ოთახს ანათებს და გზა, რომელსაც მივყავართ ჭეშმარიტებამდე.
ზემოაღნიშნულის მიღების შესაძლებლობის საფუძველი სკოლაა. ადგილი, სადაც იწყება სვლა ცოდნის კიბეზე.
2017 წლის მონაცემებით, საქართველოში 2085 სახელმწიფო და 223 კერძო სკოლაა. 500 000-მდე მოსწავლე, რომელმაც სწორედ სკოლისაგან უნდა მიიღოს ის ძირითადი უნარები, რომლებიც დაეხმარება სამომავლოდ უმაღლესი განათლების მიღებაში.
რა მდგომარეობაა დღეს საქართველოს სკოლებში?
ეს, დღეისათვის, ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს წარმოადგენს, ვინაიდან სკოლა -ეს ის დაწესებულებაა, სადაც ხდება მოზარდის ინტელექტუალური (პიროვნული) ზრდა, განვითარება, ჩამოყალიბება... შესაბამისად, საინტერესოა, რამდენად უზრუნველყოფს თანამედროვე სკოლები მოსწავლეებისათვის ხარისხიანი განათლების მიცემას.
რა არის ამის მთავარი მიზეზი? რაშია პრობლემა? რას უნდა ვებრძოლოთ?
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სერტიფიცირებული, მაღალკვალიფიციური და სპეციალისტი პედაგოგების სიმცირე.
საჯარო სკოლებში, ინფრასტრუქტურის გაუმართავობა/არარსებობა.
სწავლების დაბალი ხარისხი.
რაც შეეხება მასწავლებლების საკითხს, ქვეყანაში ძალიან მცირეა ისეთი პედაგოგი, რომელსაც აქვს, უპირველესყოვლისა, მაღალი კვალიფიკაცია და მოტივაცია იმისა, რომ იყოს ორიენტირებული თითოეული მოსწავლის პიროვნულ თუ ინტელექტუალურ განვითარებაზე. აღნიშნულის მიზეზი არაერთია - მასწავლებელთა დაბალი ხელფასები, რაც დემოტივაციის მიზეზი ხდება და ხშირად ისინი შემოიფარგლებიან მოვალეობების მინიმალური შესრულებით, რის შედეგადაც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები საჭიროებენ რეპეტიტორებთან მომზადებას და ხშირ შემთხვევაში იმავე პედაგოგებთან უწევთ დამატებითი, ფასიანი მეცადინეობა, რომელთანაც ისინი სასკოლო პროგრამას გადიან. მოსწავლეებს უჭირთ პედაგოგებთან კომუნიკაცია, ხშირად ზედმეტად ფომალურია გარემო და ის ვერ იღებს პასუხებს კითხვებზე მასწავლებლების იმპერატიული სწავლების მეთოდებიდან გმომდინარე. ამასთანავე პედაგოგები არ არიან განათლების თანამედროვე სტანდარტებს მორგებულნი და ვერ უვითარებენ ბავშვებს იმ საკვანძო უნარებს, რომლებიც უნდა გააჩნდეს მოზარდს სკოლის დამთავრების შემდეგ.
“ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს არც თუ ისე პოზიტიურად აფასებს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნონა ქეცბაია და პროფესიონალი კადრების პრობლემაზე საუბრისას ამბობს, რომ ქართული სასკოლო განათლება არაადეკვატურად რეაგირებს თანამედროვეობის გამოწვევებზე. მისი თქმით, საჭიროა სასწავლო პროცესის სხვაგვარი ორგანიზება და სხვაგვარი მიდგომა მოსწავლეთა აღზრდის მიმართ.
„ყველა ბავშვს, მცირე გამონაკლისის გარდა, აქვს უნარი წარმატებით აითვისოს საშუალო სკოლის პროგრამის კურსი. მოსწავლეებს შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვაგვარი განსხვავებულობანი, მიდრეკილებები და სასწავლო პროცესში სწორედ ეს არის გასათვალისწინებელი. მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის უნდა იყოს კომუნიკაციის განსაკუთრებული ფორმა, რომლის დროსაც ხდება მოსწავლეთა ტიპოლოგიური, ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიური განსაკუთრებულობების გათვალისწინება. ვფიქრობ, ქართული სკოლის პრობლემა მისი უმოქმედობაა“, - განაცხადა ნონა ქეცბაიამ.
მწვავე პრობლემაა საჯარო სკოლებში საჭირო ინფრასტრუქტურის არარსებობა. თითეულ სკოლას უნდა გააჩნდეს ბიბლიოთეკა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყოველი მოსწავლისათვის, ლაბორატორიები, სადაც შეძლებენ პრაქტიკული უნარები განივითარონ, შესაბამისად სკოლები შემოიფარგლებიან მინიმალური თეორიული ცოდნის გაცემით, რაც არ უზრუნველყოფს მოსწავლეების მომზადებას უმაღლესი განათლების მისაღებად, შესაბამისად, რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, საჯარო სკოლებში განათლების ხარისხი არადამაკმაყოფილებელია.
რა არის გამოსავალი?
საინტერესო იქნება განვიხილოთ თუ რაში იხარჯება პრიორიტეტების მიხედვით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, განათლება, მეცნიერება და პროფესიული მომზადება სახელმწიფო ბიუჯეტის მხოლოდ მეოთხე პრიორიტეტს წარმოადგენს და მასზე მთლიანი შემოსულობების დაახლოებით 13% იხარჯება, რაც საქართველოში განათლების დონის გათვალისწინებით არასაკმარისია. პირველ რიგში, აუცილებელია მნიშვნელოვანი თანხები გამოიყოს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, რომ ბავშვებმა შეძლონ ნორმალურ გარემოში გაატარონ დღის ნახევარი. ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს პედაგოგები. აუცილებელია მათი გადამზადება, სერტიფიცირება და თანამედროვე მოხოვნების შესაბამისი კვალიფიკაცია. რეალურად, დღეს სკოლებში არიან იგივე პედაგოგები, იგივე კომპეტენციითა და უნარებით, რომლებიც წინა თაობებს ასწავლიდნენ, რაც დაუშვებელია, რადგან დრო მიდის, იცვლება საჭიროებები, მოთხოვნები, ვითარდება ტექნიკა-ტექნოლოგიები, საჭიროა ახლებური, თანამედროვე მიდგომები, რაც მათ არ გააჩნია და არ აქვთ განვითარების პერსპექტივა. დიახ, მნიშვნელოვანია მცოდნე სპეციალისტის მიერ ჩატარებული გაკვეთილი, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგს ჰქონდეს ამ ცოდნის გადაცემის ეფექტური სტრატეგია/უნარები. ამისათვის კარგი იქნებოდა, რომ კანონმდებლობით გათვალისწიებული იყოს მასწავლებელთა ასაკობრივი შეზღუდვა და ე.წ. პენსიაზე გასულ პედაგოგს დაენიშნოს ყოველთვიური “მასწავლებლის პენსია“. თუმცა ვაწყდებით მეორე პრობლემას - თანამედროვე საქართველოში, პროფესია პედაგოგით ძალიან ცოტა ინტერესდება, რისი მიზეზიც ამ პროფესიის ადამიანებისათვის ანაზღაურების დაბალი დონეა, შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან, საჭიეროა ამ პრობლემის მოგვარება...
როგორც ავღნიშნეთ, სკოლა არის ადგილი, რომელიც უზრუნველყოფს მოზარდის ინტეგრაციას საზოგადოებაში და ამზადებს მას სამომავლოდ უმაღლესი განათლების მისაღებად. ამის გათვალისწინებით, საჭიროა სასკოლო აქტივობების გამრავალფეროვნება, რაც გულისხმობს:
- სკოლებში თემატური კლუბების აქტიური ფუნქციონირება.
- პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარების ჩამოყალიბება.
- პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია, სახელმწიფოს მხრიდან, მთელი რიგი ღონისძიებების გატარება საქართველოს საჯარო სკოლებში განათლების ხარისხის თანამედეროვე სტანდარტებზე მოსარგებად.
კვლავ ვიტყვი, რომ გამოსავალი კვლავ სახელმწიფოს დონეზეა, როდესაც სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფმა სკოლებმა მოზარდებს უნდა შეუქმნან სამომავლო განათლების ბაზა და ჩამოაყალიბონ მოქალაქეება, ამას მუდმივი ყურადღება და ხარისხის კონტროლი ჭირდება. საჯარო სკოლებს მიხედვა ჭირდება (უხეშად რომ ვთქვათ), კერძო სექტორშ გადასვლა კი არ მგონია მართებულად ისევდაისევ ქვეყანაში ნცხოვრები ადამიანების ცხოვრების დონის სერიოზული დიფერენციაციის გათვალისწინებით.
მეც მასწავლიდა ერთ- ერთ საგანს საკმაოდ მცოდნე და ენერგიული მასწავლებელი, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ამ ადამიანს ფეხების დაავადება ჰქონდა უხდებოდა 5 კმტრზე მეტი მანძილს გავლა სკოლამდე მისასვლელად, სახლში კიდე ავადმუოფ ქმარს ტოვებდა უპატრონოდ, მხოლოდ იმიტომ რომ თვის ბოლოს სასაცილო გროშები აეღო ლუკმა-პურის საშოვნელად.