x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138420
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ხადას ხეობაში სამძებრო სამუშაოები დასრულებულია,4 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს
image
ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით, ხადას ხეობაში სამძებრო სამუშაოები დასრულებულია, 4 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს.


112-ზე საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ცოლ-ქმრის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ შეტყობინება 6 ივლისს შევიდა.

სამართალდამცველებმა და მაშველეებმა ჯერ სმიტების ავტომობილი და ნივთები იპოვეს, მოგვიანებით ლარა სმიტის ცხედარი მანქანიდან დაახლოებით 3 კილომეტრში, ხევში, ჩანჩქერის ძირში აღმოჩინეს. მომდევნო დღეს, 7 ივლისს ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს მამაკაცის, რაინ სმიტის ცხედარი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავიდანვე განაცხადა, რომ გამოძიების ფარგლებში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დაინიშნა და პირველადი დათვალიერებით, არც ერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა, თუმცა ადგილობრივების განცხადებით, დაკავებულია 19 წლის მწყემსი, რომელმაც ამერიკელი ტურისტები უკანასკნელმა ნახა.


მათი მტკიცებით, მკვლელობის შემდეგ 19 წლის ბიჭმა ცხედრები გადამალა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია და ის დანაშაულს აღიარებს.

"იძულებული გახდა ვითომ.. იმ ტურისტმა დაარტყა და ავდექი და თოფი ვესროლეო..ცოლი გადავურჩინე, კლდიდან უნდა გადმოვარდნილიყო, სურათებს იღებდნენო და..მე მივეშველე იმ ქალსაო და იმაზე იმ კაცმა დამარტყაო..ვითომ იძულებული გავხდიო, რომ ესე მოვქცეულიყავიო..ბავშვმა რაღა დაგიშავაო და ბავშვი ტიროდა, მა რას ვიზავდი, იმასაც ვესროლეო" -აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები.


ამერიკელ სმიტებს ორმაგი მოქალაქება ჰქონდათ, ცხოვრობდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტში და ხალიჩების ბიზნესით იყვნენ დაკავებულები.


2
57
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
57
  
2018, 9 ივლისი, 13:17
4 წლის ბავშვს რომ მოკლავს ადამიანი, მზის შუქი არ უნდა ანახო!
2018, 9 ივლისი, 11:46
ვაიმეეეეეეე
0 1 2