x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512072
ანგუსის ხორცი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

ანგუსები არიან მსხვილი რქოსანი ჯიშის პირუტყვები, რომელიც გამოყვანილია XVIII საუკუნის ბოლოს აბერდინისა და ანგუსის საგრაფოებში (შოტლანდია) ადგილობრივი შავიდოლა საქონლის სრულყოფის გზით. აქვს კარგად გამოხატული სახორცე ფორმა — მოკლეფეხებიანი მომრგვალო ტანი. ფერად შავია. კუროს ცოცხალი მასაა 700-750 კგ (უდიდესისა 950), ფურისა — 500 კგ (უდიდესისა 600). ადრეულაა კარგად სუქდება, აქვს საუცხოო ხორცი, ნაკლავის გამოსავალია 60%. იწველის 2000 კგ-მდე რძეს. გავრცელებულია ინგლისში, აშშ-ში, კანადაში, ახალ ზელანდიასა და არგენტინაში. ყოფილ სსრკ-ში პირველად 1932 წელს შეიყვანეს. იყენებენ ყალმახურ საქონელთან, აგრეთვე სარძეო და სარძეო-სახორცე ჯიშებთან სამრეწველო შეჯვარებისთვის.


image


ანგუსის ხორცი - საქონელს აშშ-ში სხვადასხვა კრიტერიუმით განიხილავენ - პირველია ასაკი: ჩვეულებისამებრ, უნდა იყოს სულ მცირე 3 თვის. შემდეგი კრიტერიუმია ჯიში: ყველაზე უფრო ხარისხიანი ჯიშის საქონლად მიჩნეულია ანგუსი. იგი იკვებება განსაკუთრებული ხარისხის ბალახით, იზრდება განსაკუთრებულ გარემო-პირობებში და მის ხორცსაც განსაკუთრებული გემო აქვს. ანგუსის ხორცს ძირითადად სტეიკის მოსამზადებლად იყენებენ. ანგუსის სამშობლო შოტლანდიია, თუმცა უფრო მეტს მიირთმევენ ავსტრალიასა და აშშ-ში ვიდრე სამშობლოში. ანგუსის ხორცში ცხიმის რაოდენობა 35 % -ით მეტია, ვიდრე სხვა პირუტყვში. 2000 წლის შემდეგ, ანგუსის ხორცის გამოყენება დაიწყეს მსოფლიოს 27 ქვეყანაში.


image



ანგუსის ხორცის განსაკუთრებულობა


ანგუსის ხორცის ყველაზე გემრიელი ნაწილი ზურგია, რისგანაც ამზადებენ აშშ-ში უგემრიელეს სტეიკს. გარდა ამისა, ანგუსის ხორცი რბილია და საკვების მომზადებაც უფრო მარტივდება... ხორცი მალე იხარშება და მალევე იწვება. ანგუსის ხორცი აშშ-ში ერთ-ერთი ძვირადღირებული საკვები ხორცეულია. ავსტრალიაში ანგუსის ხორცი საკმაოდ ძვირია, თუმცა ამ უგემრიელეს ხორცში ფულის გადახდა არავის უჭირს.


image











სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. როგორ გადარჩებიან გამოქვაბულში დარჩენილი ბავშვები? - უცნაური შემთხვევა ტაილანდში, რომელმაც მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო!

2. მალული სამოთხე ბოსნიაში

3. ჰგავს თუ არა სანდრას მისი რძალი? - ვინ არის მადინა მელა?

4. კუნძული ჩრდილოეთ ევროპაში, სადაც მამაკაცებს შესვლა ეკრძალებათ!

5. "უც­ნა­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბი და ექი­მე­ბის მხი­ა­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა" - აი რას ნიშნავს იყო ექიმი

6. მის საოცარ თვისებებზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს - სპირულინა

7. 10 სახეობის გველი, რომელთა მოშინაურება სავსებით შესაძლებელია

8. საკვები პროდუქტები, რომელიც ივლისში უნდა მივირთვათ!

0
2580
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
2580
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0