x
image
ნათია ჩხობაძე
Mediator image
ჰერცოგინია მარგარიტა მაულტაში - "ყველაზე უსახური ქალი"- რეალობა თუ მითი

გავრცელებული ინფორმაციით, XIV საუკუნეში მცხოვრები ტიროლის გრაფინია და ბავარიის ჰერცოგინია მარგარიტა მაულტაში(დრუნჩიანი), ითვლება ყველაზე უსახურ ქალად ისტორიაში. თითქოს, ამ ყველაფრის მტკიცებულება მარგარიტას პორტრეტია, რომელიც მის ზედმეტ სახელს ამართლებს.imageზოგიერთი კვლევის თანახმად, ზედმეტსახელი მაულტაში, მოდის ჰერცოგინიას ტიროლის სასახლის სახელწოდებიდან. ხოლო რაც შეეხება პორტრეტს, იგი დახატულია კვენტინ მასეისოს მიერ, XVI საუკუნეში და წარმოადგენს მარგარიტას კარიკატურას.
მაგრამ მაინც, ისმის კითხვა: იყო, თუ არა მარგარიტა უსახური და ნამდვილად ღირსეულად ატარებს ამ "ტიტულს"? ამის გასაგებად შეგვიძლია ვნახოთ, ჰერცოგინიას პერიოდის ნახატები.image

მოცემულ სურათზე, თქვენ ხედავთ გრაფინია მაულტაშს, რომელსაც კარგი აღნაგობა და არც თუ ისე ულამაზო სახე აქვს. შეიძლება მასზე არ ეწოდებინათ კალმით ნახატი, მაგრამ უსახურ ქალბატონად არ უნდა ითვლებოდეს. მაშინ, საიდან ჩნდება მითი მისი უსახურობის შესახებ? საქმე იმაშია, რომ მარგარიტამ გაბედა გაეკეთებინა ის, რაც მაშინ არავის შეეძლო. მან სასახლიდან გააგდო თავისი პირველი ქმარი იოხანა გენრი, რომელზეც დააქორწინეს 11 წლის ასაკში. მან ნადირობიდან მობრუნებული ქმარი სასახლეში არ შეუშვა. ის კი ტიროლის მოსახლეობამაც არ მიიღო. ამის შემდეგ მარგარიტა მეორედ თხოვდება.
გზააბნეული გენრი დაუახლოვდა პატრიარქს და შედეგად, მარგარიტა მოკვეთეს ეკლესიიდან. ამის შემდეგ, ჰერცოგინიას შესახებ გავრცელდა ძალიან ცუდი ხმები.image
მარცხნივ :პირველი ქმარი, , მარჯვნივ -მეორე.










0
545
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
Mediator image
545
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0