x
მეტი
  • 27.11.2024
  • სტატია:138484
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512150
გარემოს ეროვნული სააგენტო - მდინარე ნენსკრას დონემ გუშინდელთან შედარებით, 30 სანტიმეტრით დაიწია

image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები და ჰიდროლოგები ამ დრომდე სტიქიის ზონაში რჩებიან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.
სპეციალისტების განმარტებით მიუხედავად იმისა, რომ მთელი ღამის განმავლობაში ნენსკრას ხეობაში ადგილი ჰქონდა უხვი ნალექის მოსვლას, სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარის სხვადასხვა წერტილზე გაზომვები განახორციელეს და მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ გუშინდელთან შედარებით, მდინარის დონემ 30 სანტიმეტრით დაიწია. სააგენტოს სპეციალიტები სტიქიის ზონაში ადგილზე აგრძელებენ მონიტორინგს. ამასთან სინოპტიკოსების ინფორმაციით, მესტია-ჭუბერის ტერიტორიაზე 7 ივლისს მოსალოდნელია საშუალო ინტენსივობის ნალექი, ხოლო შემდგომი ორი დღის განმავლობაში, ნალექების ინტენსივობა მნიშვნელოვნად შესუსტდება.

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:მაცნეე
მაცნეე
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0