მისტიკური, ბევრისთვის გაუგებარი, მაგრამ ისეთი მიმზიდველი. იქ ადამიანები სულ სხვა კანონებით ცხოვრობენ. აფრიკული ტრადიციები, კულტურა და ადამიანების ქცევა, შეიძლება ზოგს უხეშად და პირველყოფილურადაც მოეჩვენოს. მაგრამ, ეს სწორედ ის არის, რაც ამ კონტინენტს დასამახსოვრებელს და კოლორიტულს ხდის. ბევრი რამ, რაც აფრიკელებისთვის ჩვეულებრივი რამ არის, ჩვენთვის საშინელება, ლოგიკას მოკლებული და შოკის მომგვრელიც შეიძლება იყოს.
აქ ყველაზე უცნაური ტრადიციების შესახებ მოგიყვებით, რომლებიც აფრიკის კონტინენტზე მოგზაურების გაოცებას და გაოგნებასაც კი იწვევს. 1. ველური ცხოველების ხორცი
ძნელი წარმოსადგენია აფრიკის კონტინენტი უცნაური საკვების და კერძების გარეშე, რადგან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ველური ცხოველების ხორცით იკვებება. ეს შეიძლება ლემურის, მაიმუნის ან ჯუნგლების რომელიმე ბინადრის ხორცი იყოს.
ყოველწლიურად, იქ მილიონობით ტონა ველური ცხოველის ხორცს იყენებენ და ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ დელიკატესია, უბრალოდ, ადამიანებს სხვა არჩევანი არა აქვთ.
თუ გავითვალისწინებთ, რომ უკანასკნელი კვლევების თანახმად, შიმპანზეს და ადამიანის დნმ 95 % ემთხვევა (ადრე 98% იყო), მაშინ შეიძლება ამ ხორცის საკვებად გამოყენება, კანიბალიზმადაც ჩავთვალოთ. გარდა ამისა, როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ადამიანები ასეთი ხორცის გამოყენებისას, შეიძლება შიდსით ან ემბოლას ვირუსით დაავადდნენ.
ყველა, ვინც აფრიკაში აპირებს მოგზაურობას, სპეციალური ვაქცინაცია უნდა ჩაიტაროს, რომ სერიოზული დაავადებებისგან დაიცვას თავი.
2. ფამადიჰანა (მალაგ. ძვლების გადაბრუნება)
ერთ-ერთ ტომს, მადაგასკარზე, მატად უცნაური ტრადიცია აქვს. დაახლოებით, 5-7 წელში ერთხელ, მთელი ოჯახი იკრიბება იმისთვის, რომ გარდაცვლილი ნათესავის გვამის ექსგუმაცია მოახდინოს. რაც შემდეგ ხდება, საერთოდ წარმოუდგენელია, ჯანმრთელი ფსიკიკის ადამიანისთვის: ისინი მიწიდან ამოღებულ მიცვალებულის ნეშტს კოცნიან და მასთან ერთად მხიარულობენ.
მადაგასკარელები დარწმუნებულები არიან, რომ ასეთი ქმედებით, მისდამი საკუთარი სიყვარულის და პატივისცემის დემონსტრირებას ახდენენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ ნათესავებიდან რომელიმეს გარდაცვლილი ადამიანი დაესიზმრება, მაშინ 7 წელი ლოდინი საჭირო არ არის, «ფამადიჰანა» მაშინვე ინიშნება.
ცერემონია ცოცხალი მუსიკის თანხლებით და მდიდრული სუფრით იმართება და რაც ყველაზე მთავარია, «წვეულების» ყველა მონაწილე იღიმება და მხიარულ განწყობაზეა.
და კიდევ, გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ, ამ რიტუალზე დასწრება ნებისმიერს შეუძლია. 3. ბრძოლა სიყვარულისთვის
აფრიკაში უამრავი სასტიკი (ალბათ, ჩვენი გადასახედიდან) ტრადიცია არსებობს, მაგრამ მათ შორის ერთი, შესაძლებელია მსხვერპლითაც დამთავრდეს. როდესაც ორი მამაკაცი ერთ ქალს ვერ იყოფს, სიყვარულის უფლების მოსაპოვებლად, «გრანდიოზული შეტაკება» ინიშნება.
წესები საკმაოდ მარტივია — ორივე მამაკაცი ერთმანეთს სცემს (ეს არ არის ჭიდაობა ან ორთაბრძოლის სხვა სახეობა). მათ არა აქვთ არანაირი დაცვის საშუალება და დაპირისპირება იმდენად სასტიკია, რომ მიწაზე დიდი რაოდენობით სისხლი იღვრება. გამარჯვებული ის არის, ვინც ფეხზე დარჩება (გადარჩება) ან ტკივილს ნაკლებად გამოხატავს. ამასთან, ქალს არაფერს ეკითხებიან. ის ხომ ცოლად გამარჯვებულს უნდა გაჰყვეს და არა იმას, ვინც მოსწონს ან უყვარს. 4. ბავშვზე დაფურთხება
მეტად უცნაური ტრადიცია აქვს კენიაში და ტანზანიაში მცხოვრებ მასაის ტომს. ისინი ყოველთვის აფურთხებენ ახალშობილ შვილებს. ამბობენ, რომ ეს ბავშვებს ბოროტი სულებისგან ათავისუფლებს.
გარდა ამისა, ეს ადამიანები ერთმანეთს ვიდრე ხელს ჩამოართმევენ, ზედ იფურთხებენ და მახოლოდ ამის შემდეგ უწვდიან მას ჩამოსართმევად.
შეიძლება ითქვას, რომ ამ ტომში, ნერწყვის ფეტიში – ჩვეულებრივი მოვლენაა. სავარაუდოდ, მათ ღრმად სჯერათ ნერწყვის ჯადოსნური ძალის. 5. აუცილებელი ინტიმური კონტაქტი საცოლის დეიდასთან
ნკოლეს ტომს უგანდაში კიდევ უფრო უცნაური ტრადიცია აქვს, რომელიც თანამედროვე ადამიანს ნამდვილად შოკში აგდებს: ვიდრე ოფიციალურად დაქორწინდება, სიძემ ინტიმური ურთიერთობა მომავალი ცოლის დეიდასთან უნდა დაამყაროს.
ჩნდება კითხვა: თუ რაში მდგომარეობს ამ წეს-ჩვეულების აზრი?
პასუხი ძალიან მარტივია — დეიდამ მომავალი სიძე უნდა შეაფასოს, რადგან მამაკაცის ნაყოფიერება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ამ ტომში.6. მიცვალებულის წყლით მომზადებული კერძი
მალავის რესპუბლიკაში, ჩევას ტომს ერთი შოკისმომგვრელი ტრადიცია აქვს. ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ, მეტისმეტად მგრძნობიარე ადამიანი შეიძლება ცუდადაც კი გახდეს…
ამ ტრადიციის თანახმად, როდესაც ტომში ვინმე კვდება, მისი გვამი წმინდა ადგილზე გადააქვთ. მას ხორხის მიდამოებში ყელს უჭრიან და საყლაპავ მილში სუფთა წყალს ასხამენ. იმავდროულად, სხვა ადამიანები გვამს მუცელზე ისე აწვებიან, რომ მუცლის ღრუში არსებული საკვების ნარჩენები გვამის უკანა მხრიდან გამოვიდეს. პროცესი მანამდე გრძელდება, ვიდრე წყალი არ დაიწმინდება. ამის შემდეგ, გვამში გავლილი წყალი მზარეულთან მიაქვთ და ის მთელი სოფლისთვის კერძს ამზადებს.
აზრი? — ტომის დაცვა ბოროტი სულებისგან.7. ჭარბი წონა – სიმდიდრის ნიშანია
მავრიტანიელების მრწამსის მიხედვით — რაც უფრო მსუქანია ქალი, მით უფრო მდიდარია მისი ქმარი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მამაკაცი ღარიბია, მაგრამ მსუქანი ცოლი ჰყავს, ის მაინც პატივსაცემ მოქალაქედ ითვლება.
ამ მიზეზით, მშობლები გასათხოვარ გოგონებს სპეციალურ ბანაკებში გზავნიან, საიდანაც ისინი ფერ-ხორციანები და კარგად ჩასუქებულები ბრუნდებიან.8. საცოლის მოტაცება
სუდანელ მამაკაცებს მეტად უცნაური ტრადიცია აქვთ: როდესაც ქალი შეუყვარდებათ, იმის ნაცვლად, რომ ცოლობა სთხოვონ, – მას იტაცებენ. ამის შემდეგ, მამაკაცის ოჯახის უფროსი წევრები, ქორწინებაზე უფლების სათხოვნელად, ქალის ოჯახში მიდიან.
თუ მამა თანახმაა, ის მომავალ სიძეს სცემს და ასე იბადება ახალი ოჯახი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გოგოს მამა თანახმა არ არის, ქორწილი მაინც იმართება, მაგრამ უკვე ქალის ოჯახის თანხმობის გარეშე.
9. ფირფიტა ტუჩში
აფრიკის მთელი კონტინენტის მასშტაბით, სხვადასხვა ტომებში, გოგონები ტუჩს იჭრიან და მასში საკმაოდ დიდი ზომის ფირფიტებს იდგამენ.
საქმე იმაშია, რომ აფრიკელების აზრით, რაც უფრო დიდი საგანი აქვს გოგონას ტუჩში ჩადგმული, მით უფრო მომხიბლავია ის. გოგონას ასაკის მატებასთან ერთად, იზრდება ფირფიტის ზომაც — რომლის საბოლოო დიამეტრი 20 სმ-ს შეადგენს.
ასეთი რამ ჩვენ სიგიჟედ გვეჩვენება, თუმცა ამ ტრადიციასაც ლოგიკური ახსნა აქვს.
ტუჩის გახვერტის ტრადიცია, აფრიკის კონტინენტზე, საუკუნეების მანძილზე არსებობს. ასეთი მეთოდით გოგონების მშობლები მათ მონად გაყიდვისგან იცავდნენ. ისინი განზრახ უმახინჯებდნენ შვილს ტუჩს, რომ მისადმი ინტერესი ყველას დაეკარგა. ხოლო დღეს, ეს ტრადიცია საუკეთესო საშუალებაა ტურისტების მისაზიდად. მოგზაურები ხომ უამრავ ფულს ხარჯავენ, რომ საკუთარი თვალით იხილონ ასეთი სასწაული ქალის გარეგნობაში.
ამასთან, როგორც ჩანს, კონტინენტზე ქალის სილამაზის არსებული სტანდარტები შეიცვალა, – რაც ადრე სიმახინჯედ ითვლებოდა, დღეს სილამაზის ეტალონად იქცა.10. ნახირი, როგორც სიმდიდრის მაჩენებელი
ყველამ იცის, რომ ძროხა ინდოეთში წმინდა ცხოველია. თუმცა, კენიაში მცხოვრებმა პოკოტის ტომმა, ამ ცხოველებისადმი დამოკიდებულება ახალ დონეზე გადაიყვანა. პოკოტელები საკუთარ სიმდიდრეს ძროხების რაოდენობით საზღვრავენ.
ძროხა ამ ქვეყანაში ვალუტის ერთ-ერთი სრულფასოვანი სახეობაა და ყველაფერი, ფულის ერთეულთან ერთად, ძროხის რაოდენობით ფასდება. მაგ., სახლი ან მიწის ნაკვეთი, შეიძლება, 10 ან 20 ძროხა ღირდეს. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, მამაკაცს როგორი სახლი ან შემოსავალი აქვს, მთავარია, რომ ბევრი ძროხა ჰყავდეს. თუ ის დიდი ნახირის მფლობელია, შეუძლია ცოლად ერთი ქალის ნაცვლად, ერთდროულად, რამდენიმე შეირთოს.
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
Miss Tiffany's Universe - სილამაზის კონკურსი ტაილანდში (+ვიდეო)
ცხოვრების ბნელი მხარე
კორეაში მოგზაორობის შემდეგ, ჩინელებს სამშობლოში აღარ უშვებენ!
საოცარი ფაქტები ინდოეთის შესახებ
ნაკლებად ცნობილი ფაქტები ჩინეთის შესახებ