ფეხბურთი ინგლისელი პატარძალი ფეხბურთის გამო სტუმრების გარეშე დარჩა 2018, 7 ივლისი, 13:56 „დღესასწაული ფეხბურთის გარეშე"-ასე სურდა ბრიტანელ პატარძალს. მან სტუმრები გააფრთხილა, რომ მის ქორწილში არავითარი ფეხბურთი არ იქნებოდა, ვერ გამოიყენებდნენ სმარტფონებს და ვერ უყურებდნენ ინგლისი-შვედეთის 1/4 ფინალურ მატჩს, ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Mirror ავრცელებს. საპასუხოდ, რამდენიმე დაპატიჟებულმა სტუმარმა ქორწილში მისვლაზე უარი განაცხადა. შეგახსენებთ, შვედეთი-ინგლისის 1/4 ფინალური მატჩი დღეს "სამარა-არენაზე"გაიმართება, ჩვენი დროით თამაში 18 საათზე დაიწყება ბუკმეიკერების პროგნოზით ინგლისს გამარჯვებას 48% უწინასწარმეტყველებს, შვედეთს 22%, ფრე დამთავრდება(ძირითადი დრო)30%-ის აზრით. ნახევარფინალის საგზური მოიპოვა უკვე საფრანგეთმა და ბელგიამ, დღეს გაირკვევა კიდევ ორი ნახევარფინალისტის ვინაობა, 22 საათზე უკანასკნელი 1/4 ფინალური მატჩი დაიწყება რუსეთსა და ხორვატიას შორის. 49 4-ს მოსწონს
|