სხვა 10 ყველაზე ძვირადღირებული ძაღლის ჯიში მსოფლიოში 2018, 6 ივლისი, 18:06 სტატიაში წარმოგიდგენთ მსოფლიოში 10 ყველაზე ძვირადღირებული ძაღლის ჯიშის სიას.1. სემოიდიძაღლის ძვირადღირებულებას, სხვა ყველაფერთან ერთად, მისი გარეგნობაც განსაზღვრავს და დამეთანხმებით, სემოიდი დიდებულად გამოიყურება. ის საპატიოდ იკავებს სიის პირველ ადგილს, ყველაზე "კომფორტული" შინაური ცხოველია და საშუალოდ 11 000 დოლარი ღირს. 2. ლოუჩენითუ ამ ძაღლის შესახებ არ გაგიგიათ, ალბათ იმიტომ, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირი და, ამასთანავე, ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ძაღლის ჯიშია მსოფლიოში. მას პატარა ლომ-ძაღლსაც ეძახიან. ლოუჩენის ფასი 7 000 დოლარზე ნაკლები არაა. 3. როტვეილერიროტვეილერებს ხშირად ცუდი რეპუტაცია აქვთ, ეს ხშირად მედიისა და მათი არასწორად გაწვრთნის ბრალია. როტვეილერი ძლიერი და ერთგული ძაღლია და როცა საქმე მის ტერიტორიას ეხება, მძვინვარეც ხდება. ამიტომაც რეკომენდირებულია, ადრეული ასაკიდანვე მიაჩვიოთ სოციალიზაციას, რის შემდეგაც როტვეილერი ნამდვილი ოჯახის ძაღლი გახდება. 4. გერმანული ნაგაზიგერმანულ ნაგაზს ადრე ცხვრის ფარის სამწყემსად და სამეთვალყურეოდ გამოიყენებდნენ, მისი გონიერებისა და მრავალი კარგი თვისების გამო კი მალე სხვა სფეროებშიც დაიწყეს ნაგაზის გამოყენება. დღეს გერმანული ნაგაზი ეხმარება პოლიციელებს, მცველებსა და მაშველებს. მისი თანდაყოლილი ინტელექტის გამო გერმანულ ნაგაზს საპატიო ადგილი უჭირავს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ძაღლების სიაში. 5. კანადური ესკიმოკანადური ესკიმოს საწყისი ფასი 5 000 დოლარია, მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ ჩრდილო-ამერიკულ ძაღლად. კანადური ესკიმო ერთ-ერთია იმ მცირე ძაღლთა ჯიშთაგან, რომლებსაც სრულიად სუფთა სისხლი აქვთ. 6. ინგლისური ბულდოგიროგორც აღმოჩნდა, ამ სიაში მოსახვედრად აუცილებელი არაა, ძაღლი რბოლებს იგებდეს ან ბრწყინვალე გარეგნობა ჰქონდეს. ინგლისური ბულდოგი მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია და ადამიანები დოლარებს არ იშურებენ მის შესაძენად. 7. აზავახიაზავახი ერთ-ერთი იშვიათი აფრიკული ძაღლის ჯიშია, რომლის შეძენაც აშშ-ში და კანადაშია შესაძლებელი. გამხდარი და ახოვანი აღნაგობის გამო აზავახს შეუძლია უფრო სწრაფად ირბინოს, ვიდრე მწევარს. 8. ჩაუ-ჩაუშეუძლებელია, ჩაუ-ჩაუ მაშინვე არ იცნოთ თავისი ლომის მსგავსი ბეწვითა და დამახასიათებელი შავი ენით, რაც ამ ჯიშს ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულს ხდის, ისევე როგორც ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურს. ჩაუ-ჩაუ მონოგომია და საკმაოდ სერიოზული ხასიათი აქვს. მის ბალანს მუდმივი მოვლა სჭირდება. 9. ტიბეტური მასტიფიეს ჯიში გამოყვანილია ტიბეტში ანტიკურ ხანაში. ტიბეტური მასტიფი ადრე მეცხვარე და მოდარაჯე ძაღლი იყო. მას დღის განმავლობაში უყვარს ძილი, რომ ძალა მოიკრიბოს ღამის მოვალეობებისთვის. ეს ჯიში, რომელიც ევროპული მასტიფების უმეტესობის წინაპარია, გადაშენებას ბრიტანელმა სელექციონერებმა გადაარჩინეს. 10. ჩინური უთმო თავქოჩორაროგორც კატების შემთხვევაში, უთმო ძაღლებსაც ბევრი მოყვარული ჰყავთ. ეს ფაქტი ხსნის მათ მოხვედრას ყველაზე ძვირადღირებული ძაღლების სიაში. ჩინური უთმო თავქოჩორები თავიანთი მოდური ვარცხნილობით ეგზოტიკური ცხოველების მოყვარულ პატრონებს ელოდებიან. ასევე დაგაინტერესებთ:1. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ძაღლებს ცუდი ადამიანების ცნობა შეუძლიათ 2. 13 ფოტო, რომელიც ამტკიცებს, რომ კატები და ძაღლები სრულიად სხვადასხვა სამყაროდან არიან 3. 9 ფაქტი ცხოველების შესახებ, რომელიც ბიოლოგიის გაკვეთილებზე არ გვისწავლია 1932 2-ს მოსწონს
|