x
სიყვარული

imageშეიძლება ასე არ უნდა ვიყო მაგრამ არ მიყვარს ხმაურიანი
ცხოვრება, ჩემთვის წყნარად ჯდომა და ფიქრი მირჩევნია, ცხოვრება ისეთი სწრაფია რომ მხოლოდ
სიკვდილის წინ გვეძლევა მოკვდავებს ჩვენს განვლილ გზაზე დაფიქრების შანსს, მანამდე ამას
ვერ ვაცნობიერებთ, მე მაგალითად არასოდეს მიფიქრია სიყვარულზე, არა კი მიფიქრია მაგრამ
არასოდეს მიპასუხია კითხვისთვის “რა არის სიყვარული?“ჩემი აზრით იმ ადამიანს ვისაც
მთელი გრძნობით უყვარს–თავისუფალია, იმიტომაა თავისუფალი რომ მას ფრთები აქვს, ფრთები
იმიტომ აქვს რომ “სიყვარული აღგვამაღლებსო“ ნათქვამია, ძალიან ძნელია როდესაც ვიღაცა
ამ ფრთებს გაჭრის, წესით შეყვარებულმა არასოდეს არ უნდა მიაყენოს ტკივილი შეყვარებულს, ყოველი
ჩვენგანი პასუხისმგებელია გრძნობებზე, რომელსაც განიცდის და ამაში სხვისი დადანაშაულების
უფლება არ აქვს, მართალი ყოფილა გაბრიელ გარსია მარკესი რომ ამბობდა :“ფრთხილად უნდა
იყო როდესაც ხელის გულზე გატარებენ, რადგან თითებს შორის უფსკრულებიაო“ამაზე მაშინ
რთულია ფიქრი როდესაც გრძნობ რომ შესაძლოა ვიღაცისთვის ამ სამყაროში მხოლოდ ადამიანი
ხარ, მაგრამ შენი მეორე ნახევარისთვის მთელი სამყარო, განა მაშინ უადგილო არაა უფსკრულებზე
ფიქრი?ან იქნებენ ესეც მოჩვენებითია, ადამიანი ხომ ადვილად იჯერებს იმას, რაც მისთვის
სასურველია, მხოლოდ სტენდალის სიტყვებით შეიძლება
ამასი დარწმუნება, ის ამბობს:“როცა ქალი პირველად ნებდება, ფიქრობს რომ კაცს მისცა მთელი
სამყარო, მამაკაცს კი ქგონია რომ მიიღო სათამაშო, ქალი ფიქრობს რომ მისცა მარადისობა, მამაკაცს
კი ჰგონია რომ მიიღო წუთი..“მართალია რომ ქალებს მოკლე ჭკუა აქვთ, ამიტომაც ურჩიეს
ვარსქენს შუშანიკთან ლმობიერად მოქცევა“ქალის ბუნება იწრო არს“_ამბობს ვეზირი, მართალია, ქალი
გულგრილია მის მიმართ ვისაც უყვარს, და უყვარს ის ვინც მის მიმართაა გულგრილი, ქალები
მუდამ ყურადღებას ითხოვენ მაგრამ თუ მათ გულის მოგება უნდათ კაცებს დიდი ყურადრება
არ უნდა მიაქციონ, სიყვარული ომს გავს, მისი დაწყება ადვილია, დამთავრება ძნელი, დავიწყება
კი შეუძლებელი, ამ ომში ვერავინ ვერავის ვერ დაკარგავ, რადგან არავინ არავის არ ეკუთვნის, შექსპირის
სიტყვებს ვეყრდნობით ქალები:“ადამიანი ფრესკა არ არის, რომ ერთ სიბრტყეში უყურო, ადამიანს
ისევე როგორც ქანდაკებას, ყველა მხრიდან უნდა შემოუარო და იმ კუთხიდან უმზირო, საიდანაც
ყველაზე ლამაზად იყურება“ აი ესაა ჩვენი სისუტეც, არ ვუყურებთ კაცების ცუდ მხარეს და
სიყვარულით დაბრმავებულები მხოლოდ მათ ლამაზ ხედს ვხედავთ, მამაკაცები კი ჩვენში ხან
ვიღაც ამორძალს და ხანაც უბრალოდ დამლაგებელს, მოსამსახურეს ხედავენ.
მე არასოდეს არ მტკენს გულს სხვისი ბედნიერება, მაგრამ
ისევ სექსპირის სიტყვებს მოვიშველიებ:“რა ძნელი ყოფილა სხვისი ბედნიერებით ტკბობა, როცა
საკუთარი არ გაგაჩნია“ მაგრამ არაუშავს “თუ გიყვარს, თუ ლოცულობ და თუ იტანჯები დიდი
ადამიანი ხარ“ ( შექსპირი )


თემიდან გადახვევა გამომივიდა, ასე რომ ჯობია დავუბრუნდე
იქ საიდანაც დავიწყე, “რა არის სიყვარული?“ ამას შევეცდები ცნობილი გამონათქვამების
გარეშე, გულიდან წამოსული სიტყვებით ვუპასუხო, სიყვარული არის ნეკნის ტკივილი, იმ ნეკნისა
რომელიც სხვისგან ისესხე და ახლა დროა შენი სითბოთი, სიყვარულით, ერთგულებით და გვერდში
დგომით მევალეს დაუბრუნო, როდესაც ირგვლივ ყველაფერი ვარდისფერი კი არ არის, არამდენ
ჭრელი, როდესაც ხვდები ცხოვრების სირთულეებს და მიუხედავად ყველაფრისა თანახმა ხარ მის
გვერდით იყო, როდესაც დილით გაგვიძებულს მისი თვალების დანახვის სანაცვლოდ შეგიძლია
სიცოცხლე დათმო, როდესაც მისი სუნთქვის მოსმენა და შეგრძნება იმისა რომ შენი სიყვარულით
გული აჩქარებით უცემს ცხოვრების წლებს გიხანგრძლივებს, როდესაც თქვენ ერთნი ხართ..აი
ესაა სიყვარული...ახლა არ დავიწყები ახსნას იმისა რომ არსებობს დედაშვილური, დაძმური
და ა.შ სიყვარული...ამაზე კიდევ უამრავი რამის თქმა შეიძლება, ეს კიდევ სხვა თემაა.





N.abiashvili

6
85
3-ს მოსწონს
ავტორი:ნუცი.ნუცი
ნუცი.ნუცი
85
  
2012, 2 ივლისი, 18:02
:*:*:*:*:*:*:* შემოგევლე შენ :*:*:*
2012, 2 ივლისი, 17:56
:*:*:*:* შენ ჩემი ყველაზე ყველაზე თბილი და კარგი ადამიანი :*:* მადლობა მაინც :D:D:D
2012, 2 ივლისი, 17:56
ძალიან საინტერესოა მაინტერესებს თქვენი აზრიც მეგობრებო ამ თემასთან დაკავშირებით :* ყოჩაღ :*
2012, 2 ივლისი, 17:54
:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*+1000000000 ჩემი ნიჭიერიიიიი გენაცვალე შენ :*:*:*:*:*:*
0 1 6