პროფილაქტიკა შეიძლება თუ არა ზაფხულის ცხელ დღეებში ალკოჰოლიანი სასმელების მიღება? 2018, 4 ივლისი, 1:31 ![]() მაღალი ტემპერატურა გავლენას ახდენს ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების ყველაზე მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან: ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები და წამალდამოკიდებული (ნარკოტიკების მომხმარებლები) პირები. მაღალი ტემპერატურის დროს ეთანოლი უფრო ადვილად შეიწოვება ლორწოვანი გარსის მიერ, ამ დროს ორგანიზმში მაქსიმალურად გაფართოებულია სისხლძარღვები, შესაბამისად, ალკოჰოლი უფრო სწრაფად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. ანუ, როცა სისხლძარღვები გაფართოებულია, უფრო მეტი სამუშაოს შესრულება უწევს გულს, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ადამიანი იღებს სითხეს, ხდება ორგანიზმის გამოშრობა, რადგან ალკოჰოლისა და მაღალი ტემპერატურის გავლენით ოფლდენა გაძლიერებულია. ზაფხულში პოპულარული ალკოჰოლური გამაგრიელებელი სასმელების ზოგ სახეობას შარდმდენი თვისებები გააჩნია. ორგანიზმის ტოტალური გამოშრობის დროს კი ძლიერდება თავის ტკივილი და ინტოქსიკაციის სიმპტომები. ზაფხულობით ალკოჰოლის მიღება განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც აწუხებს ქრონიკული დაავადებები: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და ა.შ. ასეთ დროს რისკი ორმაგდება და ალკოჰოლით ინტოქსიკაციამ ფატალური შედეგიც კი შეიძლება გამოიწვიოს. მაღალი ტემპერატურის პირობებში აუცილებელია შეინარჩუნოთ სხეული გრილად და ტენიანად. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა. საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცვლელობის მქონე პროდუქტებს. 214 შეფასება არ არის
|