x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ობობის ევოლუცია
ობობის ევოლუცია


ობობის (არაქნოიდების) ევოლუცია დედამიწაზე მოიცავს მინიმუმ 380 მილიონ წელს. ყველაფერი დაიწყო 445 მილიონი წლის წინ მცხოვრები კიბორჩხალისებრი ცხოველების - ქელიკერატებიდან (chelicerata). საბოლოოდ სწორედ მათგან ჩამოყალიბდნენ დაახლოებით 300 მილიონი წლის წინ. ტაქსონომიურად უკვე აღწერილია 45, 000 გადაშენებული ობობას სახეობა, 3958 გვარი და 114 ოჯახი. მეცნიერები ფიქრობენ, რომ მთლიანი რიცხვი ობობას გადაშენებული სახეობებისა დაახლოებით 120, 000 უნდა იყოს. დღესდღეობით ობობების რაოდენობა დედამიწაზე ძალიან დიდია, იმდენად, რომ ისინი ჭამენ მეტ საკვებს წლიურად, ვიდრე 7 მილიარდი ადამიანი ერთად.


ობობის ევოლუცია


2016 წელს საფრანგეთში აღმოაჩინეს თითქმის 305 მილიონი წლის წინანდელი ობობის ნაშთი რკინის კარბონატში განამარხებული. მას უწოდეს იდმონარაქნე ბრაზიერი (Idmonarachne Brasieri). ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟის - იდმონის მიხედვით, რომელიც იყო მქსოველი და გადაიქცა ობობად ეჭვიანი ქალღმერთის წყევლით. ამ სახეობას ჯერ კიდევ არ ჰქონდა უნარი, რომ მოექსოვა ქსელი, მაგრამ იწყებდა ქსელისთვის საჭირო ნივთიერების გამომუშავებას ორგანიზმში. სრულად ეს უნარი, რომ ქსელი მოექსოვათ, ობობებს განუვითარდათ 250 მილიონი წლის წინ. ეს გენეტიკური კვლევებითაც დადასტურებულია.



305 მილიონი წლის წინანდელი ობობის სახეობა



ავტორი: თორნიკე ფხალაძე



0
93
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0