ფსიქოლოგია "ვინ გითხრა, ქვეყნად ნამდვილი, ურღვევი, სამარადისო სიყვარული არ არსებობსო? იმ ცრუს ბილწი ენა უნდა ამოჰგლიჯო."-მიხეილ ბულგაკოვის ფრაზები "ოსტატი და მარგარიტადან" 2018, 1 ივლისი, 1:23
1.თქვენი ძირითადი შეცდომა ის არის, რომ ადამიანის თვალთა მნიშვნელობას ღირსეულად არ აფასებთ. გაიგეთ, რომ ენას სიმართლის დამალვა შეუძლია, თვალებს კი არასოდეს!
2. ვინ გითხრა, ქვეყნად ნამდვილი, ურღვევი, სამარადისო სიყვარული არ არსებობსო? იმ ცრუს ბილწი ენა უნდა ამოჰგლიჯო. 3. - მაგრამ იცით რა მაფიქრებს? თუ ღმერთი არ არსებობს, მაშ ადამიანის ცხოვრებას ვინ განაგეგებს და, საერთოდ, დედამიწაზე წესრიგს ვინ ამყარებს? - ყველაფერს თვით ადამიანი განაგებს. - უკაცრავად, მაგრამ იმისათვის რომ განაგო, უთუოდ უნდა გქონდეს ზუსტი გეგმა რაიმე, ცოტად თუ ბევრად საკმაო ვადისათვის. როგორ უნდა განაგოს ადამიანმა, როცა მას არათუ შეუძლია, გეგმა შეადგინოს თუნდაც სასაცილოდ მოკლე ვადისთვის, ვთქვათ, ათასი წლისათვის, არამედ ისიც კი არ უწყის, ხვალ რა მოელის? წარმოიდგინეთ, რომ, მაგალითად, თქვენ სხვებსაც და საკუთარ თავსაც განაგებთ. ჰოდა, როცა ასე ვთქვათ, ეშხში შეხვედით, უცებ... ჰე... ჰე... ფილტვების სარკომა დაგემართოთ... და თქვენს გამოგონილს ბოლო მოეღება! - დიახ, ადამიანი მოკვდავია, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ საქმე ის არის, რომ... - დიახ, ადამიანი მოკვდავია, მაგრამ ეს ისეთი დიდი უბედურება არ იქნებოდა. ცუდი ის არის, რომ ადამიანი ზოგჯერ ანაზდეულად მოკვდავია. აი, ოინი! და, საერთოდ იმის თქმაც არ შეუძლია, ამ საღამოს რას გააკეთებს. 4. - თქვენ მწერლები ხართ? - რა თქმა უნდა. - მოწმობები მაჩვენეთ! - ახლა ეს მითხარით: რომ დარწმუნდეთ, დოსტოევსკი მწერალი არის თუ არა, განა ამისათვის მოწმობა უნდა მოსთხოვოთ? მისი რომელიმე რომანი აიღეთ, ნებისმიერი ხუთი გვერდი წაიკითხეთ და ყოველგვარი მოწმობის გარეშე დარწმუნდებით, რომ იგი მწერალია. თანაც, არა მგონია, რომ დოსტოევსკის რაიმე მოწმობა ჰქონოდა... - თქვენ დოსტოევსკი არა ხართ. - ვინ იცის, ვინ იცის. - დოსტოევსკი მოკვდა. - პროტესტს ვაცხადებ, დოსტოევსკი უკვდავია! - მოწმობები წარმომიდგინეთ, მოქალაქენო. - მწერალი მოწმობით კი არ ფასდება, არამედ იმით, რასაც წერს. 5. რად ეღირებოდა ეგ შენი სიკეთე, ბოროტება რომ არ არსებობდეს, და რას დაემსგავსებოდა დედამიწა, ჩრდილი რომ გამქრალიყო? ჩრდილი ხომ საგნებისა და ადამიანებისგან წარმოიშვება. აჰა, ჩემი დაშნის ჩრდილი. მაგრამ არსებობს ხეებისა და ცოცხალ არსებათა ჩრდილიც. შენ, როგორც ჩანს, გსურს დედამიწა გააღარიბო, ხეები და ყოველი არსი წარტაცო, იმ შენი აჩებემის გამო, დატკბე შიშველი ნათლით. ასევე, დაგაინტერესებთ: ფრაზები, რომლებიც ცხოვრებას გვასწავლიან! ფრაზები, რომლებიც ცხოვრებას გასწავლით! (ნაწილი II) "უდიდესი უბედურება მაშინ ეწვევა კაცს, როცა მას დაავიწყდება, რომ კაცთაგანი უფლისწულია ყოველი."-ფარსმან სპარსი "არსებობას გამართლება უნდა, ან, უკიდურეს შემთხვევაში გამტყუნება მაინც."-ჯემალ ქარჩხაძის "პარადოქსული" ფრაზები "არ „დაანაგვიანოთ“ თქვენი მეხსიერება წყენებით, თორემ მშვენიერი მომენტებისთვის ადგილი არ დარჩება."-დოსტოევსკის ცხოვრებისეული ფრაზები 512 5-ს მოსწონს
|