მსოფლიო რადიომოყვარულებმა აშშ-ში ბირთვული დარტყმის ბრძანების სიგნალი დაიჭირეს 2018, 29 ივნისი, 13:54 ამერიკაში რადიომოყვარულებმა დაიჭირეს სიგნალი, რომელსაც გადასცემდა ამერიკული სამხედრო უწყება საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ბირთვული დარტყმის გამოყენების შესახებ. როგორც ცნობილი გახდა, სიგნალი გავრცელდა 27 ივნისის ღამეს დასავლეთის სანაპიროზე. გზავნილის მისამართი იყო საკონტინენტთაშორისო ბომბდამშენი B-52 Stratofortress-ი. სიგნალი გადაიცა წვრთნების დროს, რომლითაც უნდა აჩვენონ ამერიკელი მხარის ოპონენტებს ბირთვული იარაღის გადასატანად ბომბდამშენების მზადყოფნა. ამგვარი სიგნალები გადაიცემა ფართომასშტაბიანი თავდასხმის დასაწყისში, რომლის დროსაც გამოყენებული იქნება ბირთვული იარაღი. სიგნალის მიღების შემდეგ, სამხედროებმა უნდა დაიწყონ 20 საკრუიზო რაკეტების გაშვება თერმობირთვული იარაღით AGM-86 ALCM- ით. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნორვეგიელებმაც დაიჭირეს სიგნალი რუსეთთან ომის დაწყების შესახებ. 213 შეფასება არ არის
|