სტომატოლოგია კბილის პასტა - რა უნდა იცოდეთ 2018, 29 ივნისი, 0:12 გარდა იმისა, რომ კარგი კბილის პასტა საუკეთესოდ უნდა ასუფთავებდეს კბილების ნადებს, ათეთრებდეს მათ და დეზინფექციას უტარებდეს, ის აუცილებლად უნდა იყოს უსაფრთხო! როგორც აღმოჩნდა, საქონლის შემადგენლობა, რომლითაც ჩვენ ვსარგებლობთ, არასრულყოფილია. დააკვირდით ჰიგიენის ამ საშუალების მარკირებას! როგორ ავარჩიოთ კბილის პასტა? თუ ყურადღებით დააკვირდებით, რა ფერის კვადრატია შეფუთვაზე, შეძლებთ პასტის შემადგენლობის განსაზღვრას. 1. მწვანე კვადრატი მიგვანიშნებს, რომ პასტა თლიანად შედგება ნატურალური ინგრედიენტებისგან. მსგავსი კვადრატები შეგიძლიათ შენიშნოთ სხვა კოსმეტიკის შეფუთვაზეც. 2.ლურჯი კვადრატი მოწმობს, რომ პასტა შეიცავს როგორც ნატურალურ, ასევე, ქიმიურ კომპონენტებს. 3.წითელი კვადრატი შეფუთვაზე მიუთითებს სახიფათო ქიმიკატების მცირე რაოდენობაზე: ასეთი პასტის ჩაყლაპვა არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება. 4.შავი კვადრატი წარმოადგენს ყველაზე საშიშ ნიშანს. მავნებელი კბილის პასტები პრაქტიკულად მთლიანად შედგება ქიმიკატებისგან. ასეთი მარკირებით მწარმოებლები დიდი ხანია სარგებლობენ. შემოწმება განსკუთრებულად ესაჭიროება ბავშთა კბილის პასტებს, რადგან ბავშვები ხშირად ყლაპავენ მას კბილების გახეხვის დროს.
313 2-ს მოსწონს
|