x
image
რუსო ჩარექიშვილი
რას გულისხმობს -"პროფესიული გადაწვის სინდრომი" და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას?
რაც დრო გადის ჩვენ ირგვლივ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იტანჯება პროფესიული გადაღლილობით, შრომის უნარიამობის დაქვეითებით, დეპრესიით, ცუდი მეხსიერებით, გონება გაფანტულობით, ძილის რეჟიმის დარღვევით და აშ...

რატომ ხდება ასე?

ამის უმთავრესი მიზეზი სტრესია, რაც იწვევს ადამიანის გადაღლას, გამოფიტვას, "გადაწვას".image

ტერმინი "პროფესიული გადაწვა" პირველად გამოიყება და დაამკვიდრა ამერიკელმა ფსიქიატრმა ფრეიდენბერგმა, რომელმაც დაკვირვება აწარმოა გარკვეული პროფესიული ჯგუფის ადამიანებზე (ექიმები, მასწავლებლები, სოც. მუშაკები) და აღმოაჩინა, რომ რაც დრო გადიოდა ისინი სულ უფრო და უფრო ხშირად აცდენდნენ სამსახურს ერთადერთი მიზეზის გამო - მათ უბრალოდ მუშაობა აღარ შეეძლოთ, ძლიერი გადაღლისა და გამოფიტვის გამო, ანუ უფრო მარტივად, რომ ვთქვათ ისინი იყვნენ გადამწვარები.image


რას გულისხმობს პროფესიული გადაწვა?

ეს არის ადამიანის ემოციურად, ფსიქიკურად და ფიზიკურად გადაწვის მდგომარეობა, რომლის უმთავრესი განმაპირობებელი მიზეზია სტრესი. ამ დროს ადამიანებს აწუხებთ მუდმივი გადაღლილობის შეგრძნება, დარღვეული აქვთ ძილის რეჟიმი, არიან უხასიათოდ, არიან შრომისუუნაროები, ახალ მიღებულ ინფორმავიას ვეღარ იმახსოვრებენ დიდიხნით.image

ადამიანებს, რომლებსაც აწუხებთ "პროფესიული გადაწვის სინდრომი" აღარ ყოფნით მებისყოფა ერთი და იგივე საქმე აკეთონ ერთი, ან ნახევარი საათის განმავლობაშიც კი, აგრეთვე არ ყოფნით ნებისყოფა ფილმს უყურონ ბოლომდე.

მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული გადაწვის სინდრომი XXI საუკუნეში მეტად გავრცელებული დაავადებაა, მასთან ბრძოლა არც ისე რთულია.image

როგორ ვებრძოლოდ მოცემულ სინდრომს?

არსებობს მეთოდები, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია თავი დავაღწიოთ პროფესიული გადაწვის სინდრომს.

პირველ რიგში უმნიშვნელივანესია მეტი დრო დავუთმოთ დასვემებას (მოვერიდოთ კომპიუტერს, ტელეფონს...), მოვერიდოთ სტრესულ სიტუაციებს, შევიცვალოთ გარემო მცირე დროით მაინც, მეტი დრო დავუთმოთ ვარჯიშს, მოვაწესრიგოთ კვების და ძილის რეჟიმი image

0
25
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0