x
image
_K_
რა ტიპის ადამიანები შეგვხვდებიან ზღვაზე ამ ზაფხულს - სახალისო ილუსტრაციები
ზაფხული ის დროა, როცა შვებულების აღება და ზღვაზე წასვლა შეგიძლიათ, როცა თბილი წყლით სიამოვნებას იღებთ და პალმების ჩრდილში ისვენებთ.


მაგრამ გახსოვდეთ, სანაპიროზე სხვა ადამიანებიც არიან, რომლებსაც განსხვავებული თვისებები და საკუთარი დღის გეგმა აქვთ.


სტატიაში გთავაზობთ იმ ადამიანების ყველაზე გავრცელებულ ტიპებს, რომლებსაც, დიდი ალბათობით, შეხვდებით წელს ზღვაზე.







14. განძის მაძიებელი


დევიზი: "შეიძლება ჩემი ცხოვრების სიყვარულს შევხვდე აქ"



ატრიბუტები: სექსუალური საცურაო კოსტუმი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ბეჭდები, სამაჯურები და ყველაფერი, რაც ბზინავს.


დამახასიათებელი ნიშნები: ფოტოგენური კუთხეების შესახებ ყველაფერი იცის.

image









13. ინსტაგრამის გოგონა/ბიჭი


დევიზი: ჰეშთეგები #legs #bestday #vacation #like #hot #sea #summer #lovesummer #summer2018 #summerrocks


ატრიბუტები: მობილური ტელეფონი


დამახასიათებელი ნიშნები: შეუძლია მთელი დღე ფოტოების გადაღებაში, მათ დაედითებასა და შესაფერისი ფილტრების შერჩევაში გაატაროს.

image







12. ჩრდილოელი


დევიზი: "მზისგან დამცავი ლოსიონი ხომ არ დაგავიწყდა"?


ატრიბუტები: მზისგან დამცავი ლოსიონი, მზისგან დამცავი სპრეი, ქოლგა, ქუდი, მაისური, პირსახოცი, მზის დამწვრობის ლოსიონი


დამახასიათებელი ნიშნები: რუჯს ქოლგის ქვეშ, ღრუბლიან ამინდში იღებს.

image








11. პლიაჟის "ზაკ ეფრონი"


დევიზი: "ცოტაოდენი ტანის ზეთი მომეცი"


ატრიბუტები: მოკლე საცურაო კოსტუმი, ტანის ზეთი, სათვალე


დამახასიათებელი ნიშნები: წინასწარ ემზადება ზაფხულისთვის, აქვს კარგი ტანი და სიამოვნებით გადაიღებს შენთან ფოტოს, რომ შენი ყოფილი აეჭვიანო.

image








10. მზის მოყვარული


დევიზი: "სხეულის ყველა ნაწილზე უნდა მივიღო რუჯი"


ატრიბუტები: კომფორტული საცურაო კოსტუმი, რომლის დავიწროებაც შესაძლებელია


დამახასიათებელი ნიშნები: შეუძლია, გასწორებული სახით ისეირნოს აქეთ-იქით

image








9. მოქანდაკე


დევიზი: "მოდი, ქვიშის კოშკი ავაშენოთ"


ატრიბუტები: საკუთარი ხელები, პლასტმასის ჭიქა... ამ კატეგორიის უახლეს ვერსიას ბარი და ნიჩაბიც აქვს.


დამახასიათებელი ნიშნები: მართლა შეუძლია სამსართულიანი ქვიშის კოშკის 30 წუთში აშენება.

image








8. თითქმის სულ შიშველი


დევიზი: "მინდა, რომ უბრეტელო კაბები ჩავიცვა"


ატრიბუტები: ხელები და ზღვის ნიჟარები


დამახასიათებელი ნიშნები: შეუძლია, საკუთარი თავით მიიღოს სიამოვნება და ყურადღებას არ აქცევს ხალხს, რომელიც მუდმივად აშტერდება.

image








7. დელფინი


დევიზი: "წყალი ყველაფერია, რაც მჭირდება"


ატრიბუტები: ხელები და ფეხები


დამახასიათებელი ნიშნები: დიდი შხეფების გაკეთების უნარი აქვს.

image








6. მჭამელები


დევიზი: "წყალი მაშიებს"


ატრიბუტები: გაზიანი სასმელი, ჩიფსები, თხილი, კენკრა, ხილი...


დამახასიათებელი ნიშნები: ყოველთვის რაღაცას ჭამს; პლიაჟზე მოვაჭრეებს მუდმივი შემოსავლით უზრუნველჰყოფს.

image








5. მასხარა


დევიზი: "ჰაჰა, სასაცილო იქნება"


ატრიბუტები: მედუზა და სხვა ზღვის ქმნილებები


დამახასიათებელი ნიშნები: ჩუმად ეპარება ხალხს.

image








4. წვეულების მოყვარული


დევიზი: "აქ წვეულებისთვის მოვედი"


ატრიბუტები: ლუდი, ქუდი, უცნაური რუჯი


დამახასიათებელი ნიშნები: ღამით ყველას აღვიძებს და ყოველთვის მზადაა წვეულებისთვის

image








3. ათლეტი


დევიზი: "უფს.. ბოდიში, კიდევ მოგარტყი ბურთი"


ატრიბუტები: ფეხბურთის ბურთი, ხელბურთის ბურთი, ფრისბი


დამახასიათებელი ნიშნები: ყოველთვის ბურთს ისვრის; ხმაურობს და მტვერს აგორებს; გარშემო ყველას აღიზიანებს.

image








2. სერფინგისტი


დევიზი: "მოიცა, ჯერ ეს არ გვიცდია"


ატრიბუტები: ყველანაირი ექსტრემალური წყლის სპორტის ატრიბუტი


დამახასიათებელი ნიშნები: უბრალოდ, "უბერავს".

image








1. ოჯახი


დევიზი: "არა! ამას არ შეეხო! ამას პირში ნუ იდებ! სად არის შენი ქუდი"?


ატრიბუტები: მაღალი ხმა, პატარა ბავშვები.


დამახასიათებელი ნიშნები: ეს კატეგორია ისეთი ხმაურიანია, რომ იმათ ყურადღებასაც კი იქცევენ, ვინც საერთოდ არ არიან პლიაჟზე.

image




ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!



0
822
6-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
822
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0