საქართველო ჩვენი ოცნება აუცილებლად ახდება 2012, 2 ივლისი, 13:07 კვალიცია ქართული ოცნება განაგრძობს ხალხთან შეხვედრებს, მორიგი შეხვედრა გუშინ მცხეთაში ჰქონდათ, სადაც მათმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა თავის გეგმაზე და იმ პრიორიტეტულ საკითხებზე, რომელიც უნდა განახორციელოს. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მოსახლეობას სოფლის გაძლიერებას, მაღალმთიანი რეგიონების დაცლისაგან გადარჩენას და ყველა სოფელში სკოლისა დაბაგა-ბაღის აღდგენას ჰპირდება. ბიძინა ივანიშილის განცხადებით, კოალიციის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი ქართული სოფელი და ამავე კონტექსტში მაღლმთიანი რეგიონები იქნება. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად ამოქმედდება მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონი, შეიქმნება სოფლის აღორძინების ერთმილიარდიანი ფონდი, საიდანაც სოფლის ნებისმიერ მოსახლეს გრძელვადიანი ხელმისაწვდომი და შეღავათიანი პირობებით თანხის გამოტანა შეეძლება - აღნიშნა ივანიშვილმა. ივანიშვილმა ასევე ისაუბრა იმ ხალხე ვინც მის გამო დაკარგა სამსახური, ხალხი რომელმაც ივანიშვილის მოქალაქეობას მოაწერა ხელი და სამსახურიდან გაუშვეს, მისი თქმით მათ აუცილებლად დააბრუნებს სამსახურებში, სულ მალე როდესაც ქართული ოცნება გაიმარჯვებს. ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, გამართულ აქციაზე, მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები წარადგინა. ივანიშვილის განცხადებით, დუშეთში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ირაკლი ტრიპოლსკი, მცხეთაში- დიმიტრი ხუნდაძე, ყაზბეგში- მირიან წიკალაური, თიანეთის მაჟორიტარადკი ზაქარია ქუცნაშვილი დასახელდა. ივანიშვილის თქმით ჩვენი ყველა ქართველის ოცნება აუცილებლად ახდება, ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ შეაჩერებს ჩვენ ოცნებას. 109 4-ს მოსწონს 3-ს არა
|