მეტლახის საწმენდი საშუალება.... ყველაზე ეფექტური!
მინდა, ჩემს უსაყვარლეს მკითხველს შევთავაზო ყველაზე მარტივი, იაფი და ეფექტური მეტლახის საწმენდი საშუალება, რომელიც თითოეულს გვაქვს სამზარეულოში. მაშ ასე: 1 ჭიქა ძმარს დავუმატოთ სამი სადილის კოვზი სოდა, ჭურჭლის მწვანე ჟელე, ერთი ჭიქა მარილი და 3 ლიტრამდე ცხელი წყალი. ავურიოთ კარგად და იატაკი მოვწმინდოთ. შედეგით გაოცდებით. თქვენი იატაკი ახალივით იქნება. ეს მეთოდი ნამდვილად გამოგადგებათ თქვენი იატაკის მუდმივი ბზინვარებისთვის.