x
image
ნათია ჩხობაძე
Mediator image
ლი ხუნ-ჯანი - ცბიერი დიპლომატი
ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტიკოსი და დიპლომატი ლი ხუნ-ჯანი დაიბადა 1823წ., აღიზარდა კონფუციანელობის ტრადიციებზე. თავისი კარიერა დაიწყო პეკინში 1844წ. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა საგარეო პოლიტიკას. მონაწილეობდა დიპლომატურ მოლაპარაკებებში საფრანგეთთან(საფრანგეთ-ჩინეთის ომი)1884-1885წწ, ხელი მოაწერა სიმონოსეკის ხელშეკრულებას იაპონიასთან 1895 წ., საიდუმლო ხელშეკრულებას რუსეთთან 1896წ. ე.წ. საბოლოო ოქმს ევროპულ ქვეყნებთან, ბოკსიორთა(იხეცუანთა)აჯანყების ჩახშობის შემდეგ 1901წ.
1850 წ. ჩინეთში დაიწყო ტაიპინელთა აჯანყება, რომელიც 15 წელს გრძელდებოდა. მისი მონაწილენი გამოდიოდნენ მმართველი ცინების დინასტიის დამხობისათვის. ლი ხუნ–ჯანი არაერთ სამხედრო აქციაში მონაწილეობდა მათ წინააღმდეგ. 1867 წ. იგი გახდა ძიანსუს და ანხოის პროვინციის ნაცვალი. 1868 წ. ნიაძუნების აჯანყება ჩაახშო, რისთვისაც დააჯილდოვეს "მემკვიდრე პრინცის აღმზრდელის" საპატიო წოდებით, აჩუქეს ყვითელი ტანსაცმელი(ეს დიდი ყურადღების ნიშანი იყო), ფარშავანგის ფრთა და მიანიჭეს გრაფის ტიტული.
1870 წ. იგი გახდა ჩინეთის დედაქალაქის პროვინციის, ჯილის გენერალ-გუბერნატორი. შემდეგ, როგორც რწმუნებული, განაგებდა ჩრდილოეთი ნავსადგურების ვაჭრობას და ერთდროულად ჩინეთის საგარეო საქმეების დაწესებულების, ძიუნლიამინის გამგებელი იყო. იგი ფლობდა ყაყაჩოს დიდ პლანტაციებს ჩინური ოპიუმის საწარმოებლად. მას ეკუთვნოდა სამთამადნოს საწარმოები, გემთმშენებლობები, ბანკები, და საერთოდ, ყველაზე მსხვილი კომბინატორი იყო, რომელიც უცხოეთთან იყო დაკავშირებული. მისი ოჯახის წევრებს და ნათესავებს ეკავათ მეტად საპასუხისმგებლო პოსტები სახელმწიფოში.

ლი ხუნ-ჯანის გავლენა ვრცელდებოდა არმიაზე, ფლოტზე და საერთოდ, ჩინეთის მთელ საგარეო პოლიტიკაზე. თავისი დიპლომატიური მოღვაწეობა მან დაიწყო ტიანძინში 1870 წ.უცხოელების წინააღმდეგ მოძრაობების დაწყებისას. იგი ოსტატურად იყენებდა იმ წინააღმდეგობებს, რომელიც არსებობდა ევროპულ სახელმწიფოებს შორის.


მის განკარგულებაში იყო არმიაც და ფლოტიც. იგი ხშირად ამბობდა:ერთი შხამი მეორეს წინააღმდეგ უნდა გამოვიყენოთ. იყო ცბიერი და ფრთხილი პოლიტიკოსი, მაგრამ ამავე დროს, მოითხოვდა პატივისცემას და არც ქრთამის აღებას ერიდებოდა.
1879 წ. ჩინეთში იმოგზაურა შს-ის პრეზიდენტმა გრანტმა, ლი ხუნ -ჯანმა სთხოვა მას დახმარებოდა ჩინეთის ოკინავას სახელით ცნობილი კუნძულების დაბრუნებაში, მაგრამ გრანტმა პროიაპონური პოზიცია დაიკავა. XIX ს-ის 80-იან წლებში ლი ხუნ-ჯანმა ასე დაუხასიათა ამერიკის დესპანს პეკინში საერთაშორისო ვითარება:"ჩინეთს მეგობრები არა ჰყავს. რუსეთი გვემუქრება ჩრდილოეთიდან, გერმანია ცდილობს ტერიტორია წაგვართვას.იაპონიამ დაიკავა ლიუ-ციუს კუნძულები, ინგლისმა ჰონკონგი( სიან განი) და ზრდის ოპიუმის შემოზიდვას ჩინეთში, ხოლო საფრანგეთი ცდილობს დაანაწილოს ჩინეთის ტერიტორია. რაც სეეხება აშშ-ს, ისინი ცდილობენ გააძევონ ჩინელები თავიანთი ტერიტორიიდან. ჩინელები მარტონი არიან დედამიწაზე."
1883 წ. ინდოჩინეთმა საფრანგეთის პროტექტორანტი აღიარა, თუმცა იგი ჩინეთის პროტექტორანტს წარმოადგენდა.
1884 წ. ლი ხუნ-ჯანმა საფრანგეთთან ომის შემდეგ ფრანგ კაპიტანთან ხელი მოაწერა სამშვიდოო კონვენციას ტიანძინში, . ხოლო 1885 წ. 9 ივნისსსაფრანგეთის ელჩთან საბოლოო სამშვიდობო ხელშეკრულებით ჩინეთმა დაკარგა თავისი გავლენა ინდოჩინეთზე.

1895 წ. ჩინეთმა დაკარგა თავისი გავლენა კორეაში მას შემდეგ, რაც დამარცხდა იაპონიასთან ომში და აიძულეს ხელი მოეწერა სიმონოსეკის ზავისათვის. აღსანიშნავია, რომ როდესაც ლი ხუნ-ჯანმა საზავო პირობებზე უარის თქმა გაბედა, იგი იაპონიის შოვინისტური ორგანიზაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა რევოლვერიდან ნასროლი ტყვიით დაჭრა. ამის შემდეგ, 1895 წ. 17 აპრილს სიმონოსეკის ზავს ხელი მოაწერეს. ეს დამარცხება ლი ხუნ -ჯანს დააბრალეს და იგი გადააყენეს ჯილის პროვინციის თანამდებობიდან, მაგრამ უცხოელებთან მოლაპარაკბების წარმოება კვლავ მას დაავალეს.


რუსეთში ლი ხუნ-ჯანს მიიჩნევდნევდნენ ჩინეთის ერთ-ერთ
ყველაზე გავლენიან სახელმწიფო მოხელედ. ჯერ კიდევ 1889 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერტ-ერთმა მოხელემ, გრაფმა ლამზდორფმა, რომელიც 1890 წლიდან რუსეთის საგარეო უწყებას ჩაუდგა სათავეში, რუსეთის დესპანისაგან ტოკიოში დ. შევიჩისაგან შეიტყო, რომ ლი ხუნ-ჯანი იმ დროისთვის რუსეთს მეტისმეტად სუსტად მიიჩნევდა ჩინეთთან მთელი საზღვრის გასწვრივ და ამიტომ ჩენეთს მისი არუნდა ეშინოდესო. ერთდროულად ლი ხუნ-ჯანი აფრთხილებდა რუსეთს- თუ იგი ხელყოფს კორეას, მაშინ ჩინეთი არ მოერიდება ომს რუსეთთან. იაპონია, რომელიც რუსეთს მიიჩნევდა თავის მთავარ მეტოქედ წყნარი ოკეანის აუზში, გადაწყვიტა კორეაში შესვლა. 1894-1895 წწ-ში ჩინეთსა და იაპონიას შორის დაიწყო საომარი მოქმედება, რომელიც ჩინეთის დამარცხებიტ დამნთავრდა. სიმონოსეკის ზავის დადების შემდეგ ჩინეთმა დაკარგა თავისი გავლენა კორეაში, იაპონიამ კი, პირიქით-განიმტკიცა. იმ მიზნიტ, რომ მოეხდინათ მოქმედება იაპონიაზე, რათა მას თავისი საოკუპაციო ჯარები გაეყვანა კორეიდან, ჩინეთის მთავრობამ რუსეთსი ლი ხუნ-ჯანი გააგზავნა. 1896 წ. ლი ხუნ-ჯანი პეტერბურგში ჩავიდა ნიკოლოზ II -ის ტახტზე ასვლასთან დაკავშირებით და იგი აწარმოებდა მოლაპარაკებას რუსეთის ფინანსთა მინისტრთან- გრაფ ვიტესთან. როდესაც დიდ თეტრში მიმდინარე კორონაციასთან დაკავშირებით, რუსეთის ჰიმნი დაუკრეს, მის გარდა ყველა ადგა. როცა ლი ხუნ-ჯანს ჰკითხეს, თუ რატომ არ ადგა, მან უპასუხა: "ჩინეთის ეტიკეტის 10 ათასი წესიდან ერთ-ერთის თანახმად, ეროვნული ჰიმნის შესრულების დროს უნდა იჯდე". 1896 წ. 3 ივნისს რუსეთსა და ჩინეთს შორის დაიდო საიდუმლო ხელშეკრულება. ორივე დაინტერესებული იყო იმით, რომ რუსეთი და მანჯურია რკინიგზიტ დაეკავშირებინათ, რათა იაპონიის მომავალ აგრესიას ერთობლივად აღდგომოდნენ წინ. ამ რკინიგზის მშნებლობა რუსეთ-ჩინეთის ბანკს უნდა დაეფინანსებინა. უნდა აღინიშნოს, რომ ლი ხუნ-ჯანი რუსეთს არ ენდობოდადა ამიტომ, იაპონიაზე ზემოქმედების მიზნით, დახმარებისთვის ინგლისსაც მიმართა, მაგრამ მისგან უარი მიიღო. ამის შემდეგ ლი ხუნ-ჯანმა დახმარებისთვის ისევ რუსეთს მიმართა.რუსეთის შემდეგ ლი -ხუნჯანმა იმოგზაურა გერმანიაში, ჰოლანდიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, ინგლისსა და აშშ-ში. გერმანიაში მეტად კარგად მიიღეს, ადარებდნენ ბისმარკს. ერთმა გერმანელმა მრეწველმა ბარელიეფიც კი დაამზადებინა, რომელიც გამოსახავდა ბისმარკს, ლი ხუნ-ჯანს და გლადსტონს.
90-იანი წლების ბოლოს დაიწყო ჩინეთის ტერიტორიის დანაწილება ევროპის ქვეყნებს სორის. დასავლეთ ევროპის ქვეყნები და რუსეთმა თანდათან არა მარტო ჩინეთში თავისუფალი შემოსვლის უფლება, არამედ ჩინეთის ტერიტორიაზე(ნავსადგურები) კონცესიებიც მიიღეს. მაგალითად, შანდუნის ნახევარკუნძულზე მდებარე პორტ ცინდაოზე გერმანიამ 99 წლის ადით კონცესია მიიღო, რუსეთმა კი-ლიაოდუნის ნახევარკუნძული ქ.დალიანითა და ლიუშინით (პორტ-არტური). პორტ არტურის გამო ლი ხუნ-ჯანს ჯერ კიდევ 1897 წ. დეკემბერში აგრძნობინეს, რომ რუსეთი, ასე თუ ისე, მაინც შეისრულებდა თავის წადილს და ამიტომ არ ურჩევდნენ წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ როდესაც ლი ხუნ-ჯანმა დაიწყო მოლაპარაკების გაჭიანურება, ს.ვიტეს განკარგულებით მას მისცეს ქრთამი ო, 5 მლნ, ხოლო მის თანაშემწეს 0, 25 მლნ რუბლი, ამის შემდეგ ბოგდიხანს ქაღალდი შეაჩეჩეს და იგი ხელის მოწერაზე დაიყოლიეს.

1898 წ.ლი ხუნ-ჯანი საგარეო საქმეთა უწყებიდან დაითხოვეს და მხოლოდ მაშინ მიიწვიეს, როდესაც 1901 წელს იხეტუანთა აჯანყების ჩახშობის შემდეგ ევროპის ქვეყნებთან ახალი მოლაპარაკების წარმოება გახდა საჭირო. 1901 წ. 7 სექტემბერს მან ხელი მოაწერა გახდა საჭირო. 1901 წ. 7 სექტემბერს მან ხელი მოაწერა ოქმს 11 ქვეყნის (გერმანია, ავსტრია, რუსეთი, ბელგია, ესპანეთი, აშს, საფრანგეთი, ინგლისი, იტალია, იაპონია, ჰოლანდია) დესპანებთან.
იგი გარდაიცვალა 1901 წლის 7 ნოემბერს.image



















0
40
3-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
Mediator image
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0