x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512072
ადამიანი-გიგანტები – უძველესი მოსახლეობა ჩვენს პლანეტაზე (რატომ გაქრნენ გიგანტები)

imageგეოლოგებმა ეჭვქვეშ დააყენეს პოპულარული თეორია, რომლის მიხედვით, დინოზავრები 65 მლნ. წლის წინ, დედამიწაზე დიდი ზომის ასტეროიდის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ, – წერს Time-სი. შეიქმნა მტვრის ღრუბელი, რომელმაც მზე დაფარა და დედამიწაზე აცივდა. შედეგად, დინოზავრები ამოწყდნენ და ადგილი ძუძუმწოვრებს დაუთმეს, გვახსენებს თეორიის დეტალებს, სტატიის ავტორი ჯეფრი კლუგერი (jeffrey kluger).

მეცნიერებმა ახლიდან შეისწავლეს, 1978 წელს, იუკატანის ნახევარკუნძულზე, ქ. ჩიკსულუბის (Chicxulub) მახლობლად აღმოჩენილი 112 მილი (1 მილი - 1, 6 კმ) დიამეტრის მქონე კრატერი და დაადასტურეს აღნიშნული თეორიის ის ნაწილი, რომელიც მეტეორიტის ჩამოვარდნის ასაკს ეხებოდა. მაგრამ, კვლევამ ისიც აჩვენა, რომ ასტეროიდის ჩამოვარდნა და დინოზავრების გადაშენება ერთდროულად არ მომხდარა.

გეოლოგიურ ფენებში, რომლის ასაკი 65 წლით განისაზღვრება, მეცნიერებმა ირიდიუმის მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩინეს. ეს ქიმიური ელემენტი არატიპიურია დედამიწისთვის, მაგრამ დიდი რაოდენობით არის ასტეროიდებში. ირიდიუმის ფენის ქვეშ, მათ ცხოველების ისეთი სახეობების არსებობის პალეონტოლოგიური მტკიცებულება აღმოაჩინეს, რომელთა 65% უკვე გადაშენებულია. მაგრამ, კვლევის გაგრძელების შემდეგ, სხვა ფაქტებიც გამოვლინდა.


image


გერტა კელერმა პრისტონის უნივერსიტეტიდან (ნიუ-ჯერსი, აშშ) და ტერი ადატმა ლოზანის უნივერსიტეტიდან (შვეიცარია) კვლევები ჩაატარეს მექსიკის ტერიტორიის სხვადასხვა ნაკვეთზე. მეცნიერები განსაკუთრებულ ინტერესს იმ ფენებისადმი იჩენდა, რომლებიც ირიდიუმის ფენის ზევით და ქვევით 30 ფუტის (1 ფუტი – 30 სმ) დიაპაზონში იყო. აღმოჩნდა, რომ ქანების დალექვის პერიოდი 0, 8-დან – 1, 2 დიუმი (1 დიუმი - 2, 54 სმ.) იყო, 1000 წელიწადში. რაც იმას ნიშნავს, რომ 30 ფუტი ქანის დასალექად, 300 ათასი წელი იქნებოდა საჭირო.

ანალიზის ჩატარების შემდეგ, მათ დაადგინეს, რომ ირიდიუმის ფენის ქვევით და ზევით, გადაშენებული სახეობების რაოდენობა 52 იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ «ასტეროიდის ჩამოვარდნის შემდეგ, არცერთი სახეობა არ გამქრალა», - ამტკიცებს კელერი.

ის რომ მეტეორიტი მართლა დიდი ზომის იყო, ამაზე არავინ დაობს. მაგრამ, გამოიწვია მან ისეთი შეუქცევადი პროცესები, როგორც ოფიციალური მეცნიერება აქამდე თვლის?

ჩვენ ყველაფერს ჩვენი დღევანდელი პირობების მიხედვით ვაფასებთ. მაგ., რა მოხდება დედამიწაზე, მას 10 კმ. დიამეტრის მეტეორიტი რომ შეეჯახოს? მოხდება ის, რამაც, მეცნიერთა მტკიცებით, დინოზავრების ერთიანად ამოწყვეტა გამოიწვია! მაგრამ, ეს მოხდებოდა ახლა და ჩვენს პირობებში.

თუმცა, შესაძლებელია, 65 მლნ. წლის წინ, იგივე მეტეორიტის დედამიწასთან შეჯახების ძალა, ასეთი ძლიერი არც ყოფილიყო, რადგან მისი წონა არ იქნებოდა ისეთი, როგორიც ახლა იქნებოდა.

სხეულის წონა (p=g . m) მასზე მოქმედ მიზიდულობის ძალაზე არის დამოლიდებული და ის ყოველთვის ერთნაირი ვერ იქნება: რაც უფრო მცირეა მიზიდულობა, მით უფრო ნაკლებია წონა და რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გიგანტური მასის მქონე ცხოველები ჩვენს პირობებში ვერ იარსებებდნენ, ხოლო 65 მლნ. წლის წინ და უფრო ადრე, თავს კარგად გრძნობდნენ, გამოდის რომ, დედამიწის მიზიდულობის ძალა იმ პერიოდში, უფრო ნაკლები იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე ჩამოვარდნილი მეტეორიტი, რაოდენ დიდიც არ უნდა ყოფილიყო, პლანეტარული მასშტაბის ეკოლოგიურ კატასტროფას ვერ გამოიწვევდა. შესაძლებელია მისი დაცემის ადგილზე კიდეც ამოწყდნენ ცოცხალი არსებები, მაგრამ სხვაგან ცხოვრება გრძელდებოდა...

გამოდის რომ, დინოზავრების ამოწყვეტაში, 65 წლის წინ ჩამოვარდნილი მეტეორიტს ბრალი არ მიუძღვის და აქამდე სულ ტყუილად «ადანაშაულებდნენ». დინოზავრების ამოწყვეტის რეალური მიზეზი დედამიწის მიზიდულობის ძალის გაზრდა იყო, რამაც მათი უზარმაზარი ზომის სხეულების დამძიმება გამოიწვია და ეს უეცრად არ მომხდარა. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი იყო და ის, დაახლოებით, 6-7 მლნ. წელი გრძელდებოდა.

რაც შეეხება გრავიტაციას, რაც უფრო დიდია სხეული, მით უფრო დიდია ეს ძალა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დედამიწა ადრე უფრო პატარა და მცირე მასის უნდა ყოფილიყო. შემდეგ გაზრდა დაიწყო და ეს პროცესი დღემდე გრძელდება!

image


დედამიწა იზრდება


მსოფლიო ოკეანეში ჩატარებული კვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ დედამიწა განუწყვეტლივ იზრდება.

გასული საუკუნის შუა წლებამდე ეგონათ, რომ დედამიწა სამი შრისგან შედგებოდა. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ოკეანის ფსკერიდან ნიმუშების ამოღება შეძლეს, გაირკვა, რომ ოკეანის ფსკერის ქვეშ, ქერქის მხოლოდ ორი ფენა იყო. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ოკეანური ქერქის ყველაზე ძველი ნაწილი, კონტინენტების სიახლოვეს, – დაახლოებით, 180-200 მლნ. წლის იყო. ხოლო კონტინენტური ქანების ასაკი – 2 მლრდ. წელს შეადგენდა. ასაკებს შორის სხვაობა იმით არის გამოწვეული, რომ ოკეანური ქერქის განახლება ხდება!

image თავდაპირველად, მეცნიერებმა ოკეანის ფსკერის რუკის შედგენის დროს, აღმოაჩინეს 3, 5 კმ. სიმაღლის ქედი (შუა ატლანტიკის ქედი) ატლანტიკის ოკეანეში, რომლის მთელ სიგრძეზე, დროდადრო, ლავა ამოდიოდა. შემდეგ ნახეს, რომ ასეთი ქედები სხვა ოკეანეებშიც იყო და ისინი ერთიან, ოკეანის ქერქის განმაახლებელ სისტემას ქმნიდნენ. ყოველწლიურად, ამ ქედების ორივე მხარეს, 2-დან – 30 სმ-მდე სიგანის ქერქის განახლება ხდება: ქედის ღერძიდან ამომავალი ლავა, მის ცენტრალურ ნაწილს იკავებს და აქეთიქით მდებარე ქანებს აწვება. ამის შედეგად, ქანების ჰორიზონტალური გადაადგილება ხდება. ძველი ქანები კონტინენტების მიმართულებით იწყებენ მოძრაობას და კონტინენტური ქერქის ქვეშ, თანდათანობით მანტიას უერთდებიან.

image
ოკეანური ქედებიდან ამოსული ლავის მიერ შექმნილი ქერქის სიგანე, მანტიაში ჩასული ქერქის სიგანეს რომ ემთხვეოდეს, დედამიწის ზომა არ გაიზრდებოდა და პლანეტა არ დამძიმდებოდა. შესაბამისად, არც მისი გრავიტაცია გაიზრდებოდა. მაგრამ, ასე არ ხდება. ოკეანის ქერქის განახლება უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ძველი ქანების მანტიაში ჩაშვება და დედამიწის ზომა იზრდება. როგორც მეცნიერები ფიქრობენ, 600 მლნ. წლის წინ, დედამიწის საშუალო რადიუსი, დღევანდელი რადიუსის, მხოლოდ 3/4-ს შეადგენდა.

რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, ნასას (NASA - National Aeronautics and Space Administration) მიერ ჩატარებული გაზომვების საფუძველზე, დაადგინეს, რომ ევროპას და ჩრდ. ამერიკას შორის მანძილი, ყოველწლიურად, დაახლოებით, 1, 5 სმ-ით იზრდება, ჩრდ. ამერიკასა და ჰავაის კუნძულებს შორის მანძილი — 3 - 4 სმ-ით. ხოლო, სამხ. ამერიკას ჰავაის კუნძულები, ყოველწლიურად, 4 - 5 სმ. შორდება. გასულ საუკუნეში ამ პროცესებს ლითოსფეროს ფილების მოძრაობით ხსნიდნენ, მაგრამ ეს რომ მხოლოდ მოძრაობა იყოს, დედამიწის რადიუსი, ყოველწლიურად, 2 - 3 სმ-ით არ გაიზრდებოდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დედამიწის ზრდის ფაქტი, წინააღმდეგობაში მოდის, დედამიწის შინაგან აგებულებასთან დაკავშირებულ, ოფიციალური მეცნიერების თვალსაზრისთან. თუ დედამიწა სამი შრისგან შედგება (ქერქი, მანტია, ბირტვი), მაშინ როგორ იზრდება პლანეტა? იმისთვის, რომ ქერქი გაიზარდოს, რომელიმე შრეს რაღაც ნაწილი უნდა მოაკლდეს და მის ადგილზე სიცარიელე დარჩეს, თხევადი მანტიის პირობებში კი, ეს შეუძლებელია. ამიტომ, მეცნიერთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ დედამიწის ბირთვი არა მყარი, არამედ გაზისებურია, – ისევე რობორც მზე. მარტივად რომ ვთქვათ, დედამიწის შუაგულში ვარსკვლავია «ჩაკეტილი», რომელშიც თერმო-ბირთვული პროცესი მიმდინარეობს: წყალბადიდან ჰელიუმი წარმოიქმნება, ჰელიუმიდან სხვა ქიმიურ ელემენტები წარმოიქმნება (კალციუმი, მაგნიუმი, არგონი, ალუმინი, ქრომი, სპილენძი, ოქრო, პლატინა, რკინა...). ახალი ნივთიერებები დედამიწის ქერქში ვერ ეტევა და ზევით ამოდის, რის გამოც, დედამიწის ქერქი თანდათანობით იზრდება. შესაბამისად, იზრდება მისი რადიუსი, მასა და გრავიტაცია.

imageP. S. თუ ადამიანის და დინოზავრის ფიზიკურ მონაცემებს შევადარებთ, იმის გაგებას შევძლებთ, თუ როგორი იყო დედამიწის გრავიტაცია, მაგ., 100 მლნ. წლის წინ. შევადაროთ ერთმანეთს მამაკაცი, რომლის სიმაღლე 180 სმ-ია და ტირანოზავრი, რომელიც საკმაოდ აქტიური იყო ანუ იმ პირობებში, თავს კარგად გრძნობდა (საათში 25 კმ-ს გარბენა შეეძლო).

imageამ შემთხვევაში, ჩვენ მხოლოდ წონა გვაინტერესებს:

ტირანოზავრი, საშუალოდ, 6 ტ. იწონიდა, ადამიანი – 60 კგ-ს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტირანოზავრი 100-ჯერ უფრო მძიმე იყო. ამიტომ, შეგიძლია დავუშვათ, რომ იმ პერიოდში, პლანეტის მიზიდულობის ძალა 100-ჯერ ნაკლები იყო.

და თუ გავიხსენებთ, რომ პირამიდის ქვების საშუალო წონა 2, 5 ტ. არის. 100-ჯერ ნაკლები გრავიტაციის პირობებში, იგივე ქვის წონა – 25 კგ. იქნება. არც ეს არის მსუბუქი, მაგრამ ასეთი მასალით, პირამიდის აშენება დღესაც შესაძლებელი იქნება.

თუმცა, ეს მხოლოდ ალბათობაა, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე.

image
გაგრძელება იქნება...

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageადამიანი-გიგანტები – უძველესი მოსახლეობა ჩვენს პლანეტაზე (ნაწილი I – აკრძალული არქეოლოგია)

ადამიანი-გიგანტები – უძველესი მოსახლეობა ჩვენს პლანეტაზე (ნაწილი II –ერთი ცის ქვეშ)


7
599
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
599
  
2018, 4 ივლისი, 17:52
მართალია, სწრაფია. ეგეთი სწრაფი თუ იყო, არც ვიცოდი.
ჟირაფს თუ შევადარებთ, მაშინ გრავიტაცია, დღევანდელთაბ შედარებით, 7-ჯერ ნაკლები გამოდის. ალბათ, ეს უფრო რეალური ციფრი იქნება.
2018, 3 ივლისი, 23:29
ჟირაფი საკმაოდ სწრაფია სამაგიეროდ :)
2018, 3 ივლისი, 23:25
დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის
რაც შეეხება შედარებას, სპილოს ვერ შევადარებთ, რადგან ის ისეთი სწრაფი არ არის, როგორც ტირანოზავრი.
2018, 3 ივლისი, 20:10
ლალი უძალიანმაგრესი სტატიაა ბოლო დასკვნა არ მომეწონა მაინც ისე პირამიდებზე. არ მგონია მილიონობით წლის იყოს და არც ის მგონია რომ 100-ჯერ ნაკლები ყოფილიყო გრავიტაცია. ტირანოზავრი უნდა შევადაროთ არა ადამიანს, არამედ ახლანდელი ხმელეთის ყველაზე დიდ ცხოველს, მაგალითად სპილოს ან ჟირაფს :)
2018, 3 ივლისი, 20:08
უფალმა თუ იცის გაგვიმხილოს მერე :) რას გვაწვალებს :)) ხო იყო მოსული და ეთქვა რამე ამის შესახებაც :დ რომ უნდა მიყვარდეს ხალხი ეგ იქამდეც ხო ვიცოდით :)) რაც არ ვიცით ის ეთქვა, მაგრამ არაფერიც არ იცოდა. მაგაშია საქმე :დ
2018, 2 ივლისი, 19:48
სიმართლე მხოლოდ უფალმა იცის... მეცნიერებს ხშირად უწევთ საკუთარი თეორიების უარყოფა,თუმცა ამას ხალისით არ აკეთებენ
0 1 7