სხვა ვინაა თქვენს შორის ყველაზე ჭკვიანი? 2012, 1 ივლისი, 22:55 მოცემულია ისეთი კითხვები რომლებიც დაფიქრების შემდეგ შესაძლოა ძალიან მარტივი გეჩვენოთ.თუმცა საინტერესოა რამდენად შეძლებს თქვენი გონება ამ კითხვებზე პასუხის მალე გაცემას.
1)რისი შეჩერება არ შეუძლია არავითარ ძალას? 2)დილით გრძელია, შუადღისას მოკლე, საღამოს ისევ გრძელდება. რა არის? 3)წარმოიდგინეთ, რომ მოგზაურობთ დედამიწის ეკვატორის გარშემო. აღმართი მეტი შეგხვდებათ, თუ დაღმართი? 4)მე-17 საუკუნეში რომელია ისეთი წელი, თავდაყირა რომ დავაყენოთ, მაინც არ შეიცვლება? 5)ცხოველს კატის თავი და კატის კუდი აქვს. მას იგივე საჭმელი უყვარს, რაც კატას, მაგრამ კატა არ არის. რა არის ეს ცხოველი? 6)ლენინი როდის იცავდა მეფეს? 7)როგორი ბუჩქის ქვეშ იმალება კურდღელი წვიმიან ამინდში? 8).როგორი ქვები არ არის მდინარე მტკვრის ფსკერზე? 9)კბილები აქვს, მაგრამ ჭამა მაინც არ შეუძლია. რა არის? 10)წვიმიან ამინდში ქალების უმრავლესობამ ზევით რომ აიხედოს, რას დაინახავს? 11)ზღვა უფრო მეტ ცხოველებს კვებავს, თუ დედამიწა? 12)რომელი სახლის სახურავი სველდება სულ პირველად წვიმის დროს? 13)როგორი საათი უჩვენებს ზუსტ დროს დღე-ღამეში მხოლოდ ორჯერ? 14)მე-20 საუკუნეში რომელია ისეთი წელი, თავდაყირა რომ დავაყენოთ, მაინც არ შეიცვლება? 15)რა ეხმარება ადამიანს, რომ კედლის მეორე მხარეს აღმოჩნდეს? 16)რა არის ქვეყნად ისეთი, რაც ყველაფერს სჭირდება?. 17)შავი ფერის ქუდი რძით სავსე ბიდონში ჩაუვარდათ. რა მოუვა მას? 18)რისი ნახვა შეიძლება დახუჭული თვალებით? 19)რომელ თვეში ლაპარაკობენ ადამიანები ყველაზე ცოტას? 20)რომელ ჯარისკაცს ეხურა ყველაზე დიდი ქუდი მე-20 საუკუნეში? 21)რა უფრო მძიმეა, ერთი კილოგრამი რკინა, თუ ერთი კილოგრამი ბუმბული? 22)სად უნდა მოვძებნოთ ისეთი ქალაქი, სადაც ხალხი არ ცხოვრობს? პასუხებს კომენტარებშI...პასუხებს გეტყვით მხოლოდ იმის შემდეგ რაც ყველა კითხვის სწორი პასუხი გაჟღერდება ![]() 774 4-ს მოსწონს 3-ს არა |
2-ჩრდილი
3-არცერთი
4-1691
5-კნუტი
6-როდესაც ჭადრაკს თამაშობდა
7-სველი
8-მშრალი
9-ხერხი
10-ქოლგას
11-დედამიწა
12-რომელიც ყველაზე ბოლოს აშენდა
13-გაფუჭებული(გაჩერებული)
14-1961
15-კარი
16-სახელი
17-დასველდება
18-სიზმრის(და არამარტო)
2. ჩრდილი
3. თანაბრი რაოდენობის
4. 1691
5. კნუტი
6. ჭადრაკის თამაშის დროს.
7. სველი
8. მშრალი
9. ხერხი
10. ქოლგას
11. დედამიწა, რადგან ზღვებსაც შეიცავს.
12. რომელიც ყველაზე ბოლოს გადახურეს.
13. გაჩერებული
14. 1961
15. კარები
16. სახელი
17. დასველდება
18. სიზმრის
19. თებერვალში
20. ყველაზე დიდთავას :D
21. ტოლია ორივეს მასა.
22. რუკაზე
ლოგიკურად ვიმსჯელე და მგონი სწორი პასუხები უნდა იყოს... :D
2 ჩრდილი
3 ერთნაირია
4 96
7 სველი ბუჩქის ქვეშ
12 რომელიც ყველაზე მაღალია
15 კარი? :D
16 ჰაერი
19 თებერვალში
20 რომელსაც ყველაზე დიიდ თავი ჰქონდა :D
21 ერთი ჩორტია :D
DDD რომელიმეს გავარტყი? :D