x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ადამიანი-გიგანტები – უძველესი მოსახლეობა ჩვენს პლანეტაზე (ერთი ცის ქვეშ)

წერილობითი წყაროები და არტფაქტები


როგორც უკვე აღვნიშნეთ, სხვადასხვა ხალხების მითებსა და ლეგენდებში ხშირად გვხვდება ინფორმაცია გოლიათების შესახებ, რომლებიც ოდესღაც ჩენს პლანეტაზე ცხოვრობდნენ. ხოლო, პირველი სამეცნიერო ინფორმაცია, ადამიანი-გიგანტების შესახებ, ჰერადოტეს (ძვ. წ. აღრ 490 - 425 წწ.) ეკუთვნის. მისი ცნობით, ქ. ტეგეაში (ეკონომიკური და კულტურული ცენტრი ძველ საბერძნეთში) მჭედელმა ჭის ამოთხრისას ჩონჩხი იპოვა, რომლის სიმაღლე 2, 5 მ-ს აღემატებოდა.

მისივე ინფორმაციით, სპარტაში 3, 5 მ. ჩონჩხი იპოვეს, რომელსაც ადგილობრივები გმირ-გოლიათად თვლიდნენ და როგორც თილისმას, ომებში თან ატარებდნენ.

ებრაელი ისტორიკოსი და მხედართმთავარი იოსებ ფლავიუსი (37 - 100 წწ), იმ ადამიანების ნაამბობს აღწერს, რომლებმაც ადამიანი-გიგანტები საკუთარი თვალით ნახეს: «მათი სხეულები უზარმაზარი იყო, ხოლო სახეები, ისე განსხვავდებოდა ჩვენი სახეებისგან, რომ მათი ხილვა ნამდვილად გასაოცარი იყო. ხოლო მათი ხმა, საუბრისას – ქუხილივით ისმოდა».

აქ მოყვანილი ცნობების გარდა, მსგავსი ინფორმაცია, სხვა ძველი ისტორიკოსების ნაშრომებშიც არის. ხოლო, თუ ჩვენს ეპოქასთან უფრო ახლო პერიოდის წყაროებს გადავხედავთ, ვნახავთ ესპანელი კონკისტადორების მიერ, მაიას ტომის ერთ-ერთ ტაძარში, გიგანტური ჩონჩხის აღმოჩენის ისტორიას. აღმოჩენამ იმდენად გააკვირვა კორტესი (1485 - 1547), რომ ის რომის პაპს გაუგზავნა. თუმცა, პაპს ნამდვილად ვერ გააკვირვებდა მისი საჩუქარი, რადგან იმ დროს ითვლებოდა, რომ დედამიწის პირველი მკვიდრები ბევრად უფრო მაღლები იყვნენ: ადამის სიმაღლე – 4 მ, ხოლო ევასი – 3 მ იყო. ამასთან, ეს მხოლოდ საეკლესიო თქმულება კი არა, იმ დროს, სამეცნიერო ვერსიაც იყო. იგივე აზრს იზიარებდა, თითქმის 250 წლის შემდეგ, შვედი მეცნიერი და ექიმი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი კარლ ლინე (1707-1778 წწ).

გარდა ამისა, ბიბლიის ერთ-ერთ აპოგრიფში ნათქვამია, რომ ნოემ კიდობანში, სხვებთან ერთად, ერთი გოლიათიც აიყვანა, რომელიც ცალკე ჰყავდა ჩაკეტილი და საკვები მასთან თვითონ მიჰქონდა. იმავე ტექსტში, ისიც არის ნათქვამი, რომ წარღვნის დროს, დანარჩენი გოლიათები დაიღუპნენ. ხოლო, მას შემდეგ, რაც ბუნება ჩაწყნარდა, გოლიათი ჩვეულებრივ ქალს დაუახლოვდა და მათ შვილებიც შეეძინათ. როგორც წყარო იტყობინება, ყოველი მომდევნო თაობის შემდეგ, გოლიათის შთამომავლების სიმაღლე სულ უფრო მეტად მცირდებოდა, ვიდრე გადარჩენილი, უკანასკნელი გოლიათის შთამომავალი, საბოლოოდ, ჩვეულებრივი ადამიანის სიმაღლის არ გახდა.

გოლიათებს შორის, ყველაზე ცნობილი გოლიაფი არის, რომელიც ისრაელის მეფემ, დავითმა დაამარცხა. ბიბლიის მიხედვით, გოლიაფის სიმაღლე 2, 77 მ. იყო. მისი სამხედრო აბჯარი დაახლოებით 420 კგ-ს იწონიდა, ხოლო ლახვარი – 50 კგ-ს.


image


დელავერელი (აშშ) ინდიელების ლეგენდის მიხედვით, ძველ დროში, მისისიპის აღმოსავლეთით, ადამიანი-გოლიათები ცხოვრობდნენ, რომლებიც მათ საკუთარ მიწაზე არ ატარებდნენ. ბოლოს, ინდიელებმა ომი გამოუცხადეს გოლიათებს და ის ადგილები დაატოვებინეს.
მსგავსი ლეგენდა აქვთ სიუს (ხალხები, აშშ-ს ჩრდ. შტატებში) ინდიელებსაც, რომლის მიხედვით, მათ მიწებზე თეთრი რასის გიგანტები მივიდნენ, რომლებიც მათ გაანადგურეს.


image


ერთ-ერთ ძველ წიგნში, სახელით – «ისტორია და ანტიკურობა», რომელიც ამჟამად ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახება, ანგარიში არის კამბერლენდში (საგრაფო დიდ ბრიტანეთში) გიგანტური ჩონჩხის აღმოჩენის შესახებ: «გიგანტი მიწაში 4 იარდის (1 იარდი – 0, 9 მ) სიღრმეზეა ჩამარხული და სრულ საობრძოლო ეკიპირებაში არის. გვერდით უდევს ხმალი და საბრძოლო ცული. ჩონჩხის სიგრძე 4, 5 იარდია, ხოლო კბილების – 6, 5 დუიმი (1 დუიმი – 2, 5 სმ)».


ადამიანი–გიგანტების არსებობის დამადასტურებელი უამრავი ფაქტი არსებობს. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი, დღემდე შემონახული ნაგებობებია, რომელთა გრანდიოზული ზომები შეუთავსებელია თანამედროვე ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებთან. ფართო საზოგადოებისთვის ყველაზე მეტად ცნობილი ეგვიპტის პირამიდებია, მაგრამ ყველაზე საოცარი, მაინც – ბაალაბექის ტერასა (ლიბია) არის. ბაალაბექი ბეირუთის ჩრდ-აღმოსავლეთით, მისგან 85 კმ-ს დაშორებით მდებარეობს და ის ოდესღაც, ყველაზე წმინდა ადგილად ითვლებოდა დედამიწაზე. ადრე იქ ტაძრები იყო, ხოლო დღეს დანგრეული და ყველასგან მივიწყებულია.

ამ ქალაქს თითქმის მისტიკური ისტორია უკავშირდება. როდესაც ის ხელახლა «აღმოაჩინეს», არქეოლოგების უმრავლესობა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ბაალაბექი – სხვა არაფერია, თუ არა არამიწიერი ცივილიზაციების ნაგებობა.


image


ტერასა გიგანტური ზომის ქვის ბლოკებისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთთან ისე ზუსტად არის შეთავსებული, რომ ბლოკებს შორის ნემსის შეცურებაც კი შეუძლებელია. ტერასის II იარუსი 8 მ-ზე არის განლაგებული და დღევანდელი ტექნიკის საშუალებით, მსგავსი ნაგებობის აშენება ნამდვილად შეუძლებელია. განსაკუთრებით, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ტერასის სამხ-დას. კედლის საფუძველს 3 უზარმაზარი მეგაბლოკი წარმოადგენს, რომლებსაც დიდი ზომების გამო «ტრილიტონები» უწოდეს.

თითოეული ბლოკის სიგრძე, საშუალოდ, 21 მ-ია, სიმაღლე – 5 მ. სიგანე – 4 მ და დაახლოებით 800 ტ. იწონის! მეცნიერების გამოთვლით, ამ ზომის ბლოკის მხოლოდ ადგილიდან დასაძრავად, მინიმუმ 40 000 ადამიანის ძალისხმევა არის საჭირო. რომ დავუშვათ, რომ ამ რაოდენობის ადამიანის შეკრება, რომელიმე გავლენიან მეფეს მართლაც მოეხერხებინა, ისინი მაინც ვერ შეძლებდნენ ერთდროულად ერთი და იგივე მოქმედების შესრულებას, რადგან ამ რაოდენობის ხალხის მართვა შეუძლებელი იქნებოდა.

ლეგენდის მიხედვით, ბაალაბექი ოდესღაც მეფე ნებროთს ეკუთვნოდა. ხოლო, ამ ადგილზე ნაპოვნი ერთ-ერთ არაბულ მანუსკრიპტში ნათქვამია, რომ მეფე ნებროთმა, სურდა რა, წარღვნის შემდეგ, ბაალაბექის აღდგენა, ამ ადგილზე გიგანტები გამოგზავნა.

ქვემოთ სურათზე სამხრეთის ქვად წოდებული ბლოკია, რომელიც სანახევროდ არის დამუშავებული. ის ქალაქიდან 1 კმ-ის მოშორებით, ძველ ქვის სამტეხლოში აღმოაჩინეს და დაახლოებით, 1000 ტ. მაინც იქნება.


image


მეორე ლეგენდარული ნაგებობა – ღმერთების ქალაქი ტეოტიუაკანი არის, რომელიც მეხიკო ჩრდ-აღმ-ით, 50 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. აცტეკები ამტკიცებენ, რომ ეს ქალაქი გოლიათების მიერ არის აშენებული, რომ იქ ღმერთებად გადაქცეულიყვნენ.

მეცნიერები გიგანტების შესახებ გავრცელებული ლეგენდების კომენტირებაზე თავს იკავებენ. მაგრამ აღიარებენ, რომ ქალაქი უსათუოდ უფრო ძველი და განვითარებული ცივილიზაციის მიერ არის აშენებული, ვიდრე აცტეკები არიან. ხოლო აცტეკები კი თვლიან, რომ ერთ დღეს გოლიათები ქალაქიდან წავიდნენ და ის დაცარიელდა. საგულისხმოა, რომ ტეოტიუაკანის დაგეგმარება, როგორც კვლევებმა დაამტკიცა, მზის სისტემის მოდელს წარმოადგენს. ამასთან, აქ წარმოდგენილია პლუტონი და ურანიც, რომლებიც, პატარა ზომების გამო, მხოლოდ XX საუკუნეში აღმოაჩინეს, უძლიერესი ტელესკოპების შექმნის შემდეგ.

საკვირველია, უძველეს დროში, საიდან უნდა სცოდნოდათ, ამ მართლაც რომ უჩვეულო, ქალაქის მშენებლებს?..



image


მეცნიერთა ერთი ნაწილის ვარაუდით, გოლიათებს ეგვიპტის პირამიდების მშენებლობაშიც უნდა მიეღოთ მონაწილეობა. თუმცა, ამ მოსაზრებას არქეოლოგები და ინჟინრები არც ეთანხმებიან და არც უარყოფენ, რადგან უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, პირამიდების აგების ტექნოლოგია ვერაფრით გაარკვიეს.



გოლიათები და დინოზავრები – ერთი ცის ქვეშ



დედამიწის ზედაპირზე ადამიანი-გიგანტების არსებობის თეორიაში სუსტი რგოლი ის არის, რომ ჩვენს პირობებში 5-6 მ. სიმაღლის კი არა 3 მ. სიმაღლის მქონე ადამიანსაც კი, ხანგრძლივად ცხოვრების არანაირი შანსი არა აქვს. ბუნებამ თითქოს ზღვარი დაგვიწესა – 2, 5 მ. ვინც მას გასცდება, განწირულია (მაგ. ნიდერლანდების სამეფოში 1616 წ. დაიბადა გოგონა ტ. კევერი, რომელიც 9 წლის უკვე 2 მ. სიმაღლის იყო. გარდაიცვალა 17 წლის ასაკში და მისი სიმაღლე იმ მომენტისთვის, 2, 57 მ-ს შეადგენდა. 34 წ. ასაკში გარდაიცვალა რუსეთის იმპერიაში დაბადებული ფ. მახნოვი, რომლის სიმაღლე, გარდაცვალების მომენტში, 2, 85 მ. იყო). როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, გიგანტიზმით დაავადებული ადამიანები, ჩვეულებრივ, 40 წელზე მეტს ვერ ცოცხლობენ, რადგან ძლიერი გრავიტაციის პირობებში, მათ სისხლის მიმოქცევის პრობლემა ექმნებათ, ტვინი ჟანგბადით ცუდად მარაგდება, რაც შემდგომში, ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს.

თუმცა, მათ ოპონენტებს კონტრარგუმენტები გააჩნიათ. ისინი თვლიან, რომ როდესაც ადამიანი-გიგანტები ცხოვრობდნენ, დედამიწაზე მიზიდულობის ძალა ნაკლები იყო, ხოლო ჟანგბადის დონე, ატმოსფეროს შემადგენლობაში, დაახლოებით, 50%-ით მეტი იყო. და ეს უკანასკნელი მონაცემი, რომ რეალობას შეესაბამება, ქარვაში «ჩაკეტილი» ჰაერის ბუშტების კვლევამ დაადასტურა.

გარდა ამისა, ფიზიკოსებმა იმიტირებული გარემო შექმნეს, რომელშიც მიზიდულობის ძალა ბევრად უფრო ნაკლები იყო, ვიდრე რეალურად არის. მათი კვლევის შედეგი კი ასეთია: სუსტი გრავიტაცია, დაბალი ატმოსფერული წნევა და ჰაერში ჟანგბადის მაღალი კონცენტრაცია, ხელს უწყობს ბიოლოგიური სახეობების სიმაღლეში ზრდას. ფიზიკოსების ამ დასკვნას არ აპროტესტებენ ოფიციალური მეცნიერების წარმომადგენლები. 10-15 მ. სიმაღლის დინოზავრის არსებობა ყველასთვის მისაღები ფაქტია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სუსტი გრავიტაციის პირობებში, პრობლემები არც ადამიან-გიგანტებს შეექნებოდათ.

იმის მტკიცებულებად, რომ ადამიანები დინოზავრების ეპოქაში ცხოვრობდნენ, 1969 წელს აღმოჩენილი ნაკვალევი გამოდგება. მდ. პალუქსის კალაპოტში (ტეხასის შტატი, აშშ) აღმოაჩინეს ადამიანის ფეხის კვალი და მის სიახლოვეს, იგივე გეოლოგიური ასაკის, მეორე კვალიც ნახეს, მაგრამ არა ადამიანის, – დინოზავრის! ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ამ ისტორიაში ის არის, რომ ქანის ასაკი, რომელზეც ეს ორი კვალია აღბეჭდილი, 100 მლნ. წელს აღემატებოდა.


image

image

image

imageimage

ერთ ქანზე, დინოზავრის და ადამიანის კვალი აღმოაჩინეს დინოზავრების პლატოზე, თურქმენეთში. პლატო მაღალმთიან რეგიონში მდებარეობს, სოფ. ხოჯაპილიდან 3 კმ-ს დაშორებით.

2000 წ. ნაკვალევის შესასწავლად, თურქმენეთში ლოს-ანჯელესის საბუნებისმეტყველო ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფი ჩავიდა, დენის სვიფტის ხელმძღვანელობით.

ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 26 სმ. სიგრძის ნაკვალევი, რომელიც დინოზავრების ნაკვალევთან ერთად იყო, მართლაც ადამიანს ეკუთვნოდა. ხოლო ქანის ასაკი 150—200 მლნ. წლის დიაპაზონით იყო განსაზღვრული.

imageოფიციალური ვერსიით, დინოზავრების გადაშენების მიზეზი, 65 მილიონი წლის წინ, დღევანდელი მექსიკის ტერიტორიაზე, ჩამოვარდნილი უზარმაზარი მეტეორიტი იყო, რომელმაც ფართომასშტაბიანი ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია დედამიწაზე: მისი ჩამოვარდნის ადგილზე, ტემპერატურამ 5 000 გრადუსამდე აიწია, წარმოიქმნა 200 კილომეტრიანი ფერფლის და მტვრის ღრუბელი, რომელიც ჯერ ზემოთ აიტყორცნა (ატმოსფეროდან გავიდა), შემდეგ ისევ ქვემოთ ჩამოვიდა და მთელ დედამიწას ზემოდან გადაეკრა. ჰაერის ტემპერატურა 1 500 გრადუსამდე ავიდა, ხოლო ხმელეთის ზედაპირი 200 გრადუსამდე გახურდა. ტყეებში ხანძარი გაჩნდა და დედამიწა ცეცხლის ალში გაეხვია. მეტეორიტის ძლიერმა დარტყმამ ცუნამი გამოიწვია და კონტინენტები წყალმა გადარეცხა. ყველა დაიღუპა, ვისი წონაც 10 კგ-ს აღემატებოდა და დამალვა ვერ მოასწრო. ეს იყო ბოლო დღე დინოზავრების არსებობის ისტორიაში.

მაგრამ, რეალურად, მართლა ასე იყო? იქნებ 65 მლნ. წლის წინანდელი მოვლენების შეფასება მეტისმეტად გადაჭარბებულია?



გაგრძელება იქნება...

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageადამიანი-გიგანტები – უძველესი მოსახლეობა ჩვენს პლანეტაზე (ნაწილი I - აკრძალული არქეოლოგია)

უკვე ცნობილია, თუ ვინ ააშენა პირამიდები, ატლანტიდის არსებობის ზუსტი პერიოდი და დაღუპვის მიზეზი

ცივილიზაციების გზის გასაყარზე. ნასკას პლატო ისევ ყურადღების ცენტრშია

4
976
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
976
  
2018, 23 ივნისი, 14:48
ვაიმე, გავწითლდი პირდაპირ :) დიდი მადლობა
2018, 22 ივნისი, 23:33
უ შენ გენაცვალე რა :დდ იმენა ჩაჯდომა გიყვარს და გულიანად ამოწურავ ხოლმე თემას :)) ყოჩაღ ;-)
2018, 22 ივნისი, 17:42
საინტერესო ნამუშევარია...
0 1 4