კინო რატომ მალავს ჰოლოვუდის ვარსკვლავი ჯენსენ ეკლსი თავის ქართულ წარმომავლობას? 2018, 20 ივნისი, 13:24 ![]() ალბათ ბევრი იცნობს ტელევიზიისა და კინოს ამერიკელ მსახიობს, ჯენსენ ეკლს. მას არაერთ ფილმსა თუ სერიალში აქვს მონაწილეობა მიღებული. იგი ტეხასის შტატის ქალაქ დალასში დაიბადა. მამაც მსახიობია, თუმცა არავინ იცის, რომ მას დედა ქართველი ჰყავს. ეს ამბავი კი ასე გამჟღავნდა. რამდენიმე წლის წინ ეკლსი ფეისბუქით დაუკავშირდა ქართველი ბიჭუნას დედას, რომელიც მისი თქმით, ძალიან ჰგავდა მას. სწორედ მან თქვა, რომ დედამისი ქართველია, და რატომღაც არ სურს ამ ამბის გახმაურება. ![]() ის საუბრობდა დედაზე, რომელმაც საქართველოს სიყვარული ჩაუნერგა და ხელი შეუწყო მის წარმატებას. თუმცა თავისმა გარეგნულმა მონაცემებმაც ძალიან იმოქმედა მის პოპულარობაზე და პატარა საბასაც იგივე მომავალს უწინასწარმეტყველებდა და ჰპირდებოდა, როცა გაიზრდებოდა, მას ჰოლივუდში წაიყვანდა. ![]() ჯენსენი დამტვრეული ქართულით ლაპარაკობს, რისი მომსწრეც გახლდით ერთ–ერთი საუბრის დროს. როდესაც ის გადაღების მოედანზე იმყოფებოდა, შესვენებაზე სკაიპით დაუკავშირდა ბავშვის დედას და საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა. თუმცა ისიც სთხოვა, რომ ჟურნალისტებისთვის მისი ვიზიტი ცნობილი არ გამხდარიყო. თუმცა დღემდე ვერ მოახერხა ეს, რისიც ძალიან დიდი სურვილიც აქვს. არავინ იცის, რატომ მალავს ჯენსენ ეკლსი თავის ქართულ წარმომავლობას, მაგრამ ერთია, რომ მას ძალიან უყვარს საქართველო და ქართველები და დიდ სითბოს ავლენს მათ მიმართ. იმედს იტოვებს, რომ აუცილებლად გამონახავს დროს, მოინახულებს თავის დედულეთს, ულამაზეს საქართველოს და დაპირებისამებრ, წაიყვანს პატარა საბას ჰოლივუდში. 2013 5-ს მოსწონს
|