x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ჟანა ფრისკეს ფარული საყვარელი
imageჟანა ფრისკე რამდენიმე წელიწადი ხვდებოდა მოცეკვავე პეტრე ნიკიტინს. ეს ამბავი კიდევ საიდუმლოდ დარჩებოდა, რომ არა თავად ნიკიტინის აღიარება.


ახალგაზრდა მოცეკვავემ ჟანა ფრისკე 2005 წელს გაიცნო "ბლესტიაშეს" კლიპის "Лето"-ს გადაღების დროს. ნიკიტინი, როგორც მოცეკვავე, ისე მიიწვიეს. სწორედ მაშინ მოეწონათ ერთმანეთი, შემდეგ ახალი წლისთვის პეტრეს მეგობრებთან ერთად უნდოდა ახალი წლის აღნიშვნა, მაგრამ მოულოდნელად მათთან შემოერთება ისურვა ჟანა ფრისკემ. დილით ადრე ჟანამ ნიკიტინს სთხოვა, დაქალთან გაეცილებინა, თუმცა გზაში გადაიფიქრა და ნიკიტინს უთხრა, ჯერ სახლში შევივლიო.

image

"აქ იწყება ყველაზე საინტერესო, ჟანამ გახსნა ჩანთა და სახლის გასაღები ვერ იპოვა. მე მაშინ ბინა მქონდა ნაქირავები "Октябрьском поле"-ში, ჩვეულებრივი ბინა, ჩვეულებრივ სახლში, მეტროს სიახლოვეს. მე ვუთხარი: "იქნებ ჩემთან წავიდეთ?" მგონი პაუზაც კი არ იყო, ისე მიპასუხა: "წავედით" - იხსნებს ნიკიტინი.



ამის შემდეგ დაიწყო მათ შორის რომანი, თუმცა ეს ყველაფერი ფარულად მიმდინარეობდა, ძირითადად, ორი მიზეზის გამო: პირველი ის, რომ სხვადასხვა სოციალური სტატუსი ჰქონდათ(პოპ-ვარსკვლავი და დაქირავებული მეორეხარისხოვანი მოცეკვავე) და მეორეც, ასაკში სხვაობა – ჟანა ნიკიტინზე 10 წლით უფროსი იყო.

ნიკიტინი ამტკიცებს, რომ ჟანას მისგან შვილის გაჩენაც უნდოდა.

"მას შვილის გაჩენა სურდა, შეიძლება ქვეტექსტში გულისხმობდა ჩვენს საერთო შვილს, თუმცა მე ვეკითხებოდი: "შენ ჩემგან გინდა გაგიჩნდეს შვილი, თუ საერთოდ, შვილი გინდა, გყავდეს"?-განაცხადა ნიკიტინმა НТВ-სთან ინტერვიუში.

image

image


imageფოტოებზე:პეტრე ნიკიტინი და ჟანა ფრისკე



მათი ურთიერთობა 5 წელიწადი გაგრძელდა. ჟანამ ამ დროისთვის უკვე უდიდესი პოპულარობა მოიპოვა და ნიკიტინი მიხვდა, რომ ჟანა უკვე მას აღარ ეკუთვნოდა. მაშინ მან მომღერალს ულტიმატუმი წაუყენა:ან მე მირჩევ ან კარიერას.. ჟანამ რა თქმა უნდა, თავბრუდამხვევი კარიერა არჩია.

"მალე გავიგე, რომ ჟანას ახალი მამაკაცი ჰყავდა" - იხსენებს ნიკიტინი.


შეგახსნებთ, ჟანა ფრისკე გარდაიცვალა 2015 წელის 15 ივნისს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. მას 2013 წელს თავში სიმსივნე აღმოუჩინეს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ფეხმძიმედ იყო.



0
868
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
868
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0