ფეხბურთი მაცარი და კვალიარელა დაკითხვაზე დაიბარეს 2012, 1 ივლისი, 20:56 ნაპოლის მთავარ მწვრთნელ ვალტერ მაცარისა და იუვენტუსის ფორვარდ ფაბიო კვალიარელას იტალიის პროკურატურა ბოლო პერიოდში გარიგებული მატჩების სკანდალთან დაკავშირებით დაკითხავს . შეგახსენებთ, აღნიშნული საქმის მთავარი ფიგურანტი ნაპოლის ყოფილი მეკარე მატეო ჯანელოა, მაცარისა და კვალიარელას კი მხოლოდ მოწმეების სტატუსი აქვთ . ამის მიუხედავად, გამორიცხული არ არის, ნეაპოლურმა კლუბმა მომავალი სეზონი ქულათა უარყოფითი მაჩვენებლით დაიწყოს . 28 5-ს მოსწონს
|