აფერხებს ორგანიზმის დაბერების პროცესს. იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისაგან. შტოშს "გამაახალგაზრდავებელ კენკრას"უწოდებენ. გამოირჩევა ანტიბაქტერიული მოქმედებით. ეფექტურია ორგანოების ანთებითი დაავადებების დროს. ებრძვის გაცივებას, ანგინას, ავიტამინოზს, რევმატიზმს. აქვს დამამშვიდებელი ეფექტი.ფლავონოიდების დიდი რაოდენობა განაპირობებს სისხლძარღვების ელასტიურობას.ორგანიზმის მიერ c ვიტამინის შეთვისებას, განსაკუთრებით ეფექტურია ფეხმძიმე ქალებისთვის. ხელს უშლის ეგრედწოდებულ "ვარსკვლავური კაპილარების"გაჩენას, ეფექტურია ვენების ვარიკოზის დროს. აწესრიგებს ქოლესტერინის ცვლას. აუმჯობესებს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მუშაობას, ძვლოვან სტრუქტურას ამაგრებს ყველა საჭირო მინერალით. აქვს სიცხის დამწევი ეფექტი. ეხმარება კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერებას(შაქრიანი დიაბეტის დროს). ეფექტურია ათეროსკლეროზის დროს.