თავის მოვლა საზაფხულო მანიკურის ყველაზე ორიგინალური იდეები 2018, 18 ივნისი, 9:17 კარგად მოვლილი თმა, კბილები, ფრჩხილები და კანი - ეს ჩვენი სილამაზის საფუძველია. საკუთარ თავზე ზრუნვა კარგია, თუმცა, ამის მიუხედავადაც შეიძლება დაზიანდეს გარეგნობა თუ ჯანმრთელობა.
ფაქტი, რომ სწრაფი კვების პროდუქტების, ტკბილეულის და "ძეხვეულის" მიღება მავნეა ჯანმრთელობისთვის, სიმართლეა, მაგრამ ზოგჯერ, ზიანი შეიძლება ჩვეულებრივმა პროდუქტებმაც გამოიწვიოს. დიეტოლოგები არ მოგვიწოდებენ ყველაფრის დათმობისკენ, თუმცა, გონივრული ბალანსი საგრძნობლად შეაჩერებს მავნებლობის პროცესს. ცხიმიანი საკვები და ტკბილეული ხელს უწყობს ორგანიზმიდან მთლიანი კალცის შთანთქმას და შედეგად ფრჩხილები ხდება თხელი და ადვილად მსხვრევადი. მარილიანი საკვების მირთმევით შეიძლება შეფერხდეს ცინკის ფორმირება და ფრჩხილის ზრდის და ფორმირების პროცესი იკლებს. ერთკვირიანი ფრჩხილების მოვლის პროცესი შეიძლება მხოლოდ ერთმა პატარა კოლოფმა ჩიპსმა და მარილიანმა თხილმა წყალში ჩაგიყაროთ. შაქრიანი გაზიანი სასმელების ერთ-ერთი უარყოფითი გავლენა ისაა, რომ ისინი ორგანიზმიდან შთანთქავენ ყველა საჭირო და სასარგებლო ელემენტებს. თუ თქვენი ფრჩხილები სუსტი და მსხვრევადია და გაზიანი სასმელების მოყვარული ხართ, მიზეზიც ცნობილია. კარგია, გქონდეთ ჯანმრთელი ფრჩხილები, თუმცა, მას რომ ვიზუალური მოვლა სჭირდება, განსაკუთრებით კი ზაფხულის სეზონზე, ცხადია. ტენდენციებზე დაყრდნობით, სტილისტები გვთავაზობენ 2018 წლის ზაფხულის ყველაზე მოთხოვნად სტილს თქვენი, ინდივიდუალური გემოვნების გათვალისწინებით, სადაც დომინირებს კონსერვატორული და მოდერნისტული დიზაინი; მულტფილმის გმირები დიდი სიუჟეტებით; ბუნების მოყვარულებს კი ყვავილების პრინტებს გთავაზობენ; ზღვის მოყვარულებს ტროპიკულ პრინტებსა და საზღვაო დიზაინს; არის ასევე აბსტრაქტული, ორნამენტირებული, მინიმალისტური და რომანტიკული ვარიაციები. დარწმუნებული ვარ, ჩამოთვლილი ვარიანტებიდან, რომელიმე მათგანს აუცილებლად მოირგებთ ამ ზაფხულს. 41 14-ს მოსწონს
|