საზოგადოებრივი ჩინეთი და მისი დამწერლობა - დედამიწის უდიდესი და დღემდე შემორჩენილი უძველესი ცივილიზაცია 2018, 15 ივნისი, 13:00 ჩინეთის დამწერლობა შეიცავდა 106 ათასამდე იეროგლიფს, ხოლო დღეს გამარტივებულ დამწერლობაზე არიან გადასულები და მასშიც კი 8000 იეროგლიფია. ჩინეთის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ის სრულად არც იცის, მხოლოდ 2000-დან 4000-მდე იეროგლიფს ცნობენ. ეს დამწერლობა ერთ-ერთი უძველესია დედამიწაზე. ჩინური დამწერლობის ისტორია 2018 წლისთვის უკვე 86 საუკუნეს მოიცავს: ჯიაჰუ - ეს არის ნეოლითური ხანის დამწერლობის სისტემა, რომელიც აღმოჩენილია ჰენანის პროვინციაში, ჩინეთში, ვუიანგში, ყვითელი მდინარის აუზში. ის თარიღდება ძვ.წ. 6600 წლით, ანუ შექმნილია 86 საუკუნის წინ. დადივანი - ეს არის ძვ.წ. 5800 წლის წინ შექმნილი ნიშნები ჩინეთში, ქინ'ანის საგრაფოში, განცუს პროვინციაში. ეს ნიშნები დატანილია თიხის ჭურჭელზე, რომელიც სწორედ 78 საუკუნის წინაა დამზადებული. დამაიდი - დამაიდიში, რომელიც არის მთა ნინგსიაში, აღმოჩენილია 3172 დამწერლობითი ნიშანი, რომელიც თარიღდება ძვ.წ. 6000 წლით. ამ ნიშნებთან ერთად გამოახულია სხვადასხვა ღმერთი, უძველესი რელიგიური წარმოდგენების გმირები და სამონადირეო სცენები. ბანპო - ძვ.წ. 5000 წლის დამწერლობის ნიშნები ჩინეთში, რომელიც აღმოაჩინეს 1954 წელს ქსიანის აღმოსავლეთით, შაანქსიში. მასში შედის 22 სიმბოლო და 113 ფრაგმენტი. ჯიანგჭაი - ეს დამწერლობა აღმოაჩინეს ლინტონგის რაიონში და შექმნილია დაახლოებით ძვ.წ. 4000 წელს. დავენკოუ - ეს დამწერლობა ეკუთვნის ჩინეთში მდებარე ერთ-ერთ უძველეს კულტურას დავენკოუს კულტურას, შანდონგში. ეს დამწერლობა თარიღდება ძვ.წ. 2800 - 2500 წლებით. ის 1950 წელს იქნა აღმოჩენილი არქეოლოგების მიერ. ასევე აღსანიშნავია ლონგშანის დამწერლობა, რომელიც თარიღდება ძვ.წ. 2500 - 2000 წლებით. ამ დამწერლობის ნიშნები გამოსახულია სხვადასხვა თიხის ჭურჭელზე, რომელიც არქეოლოგების მიერ ნაპოვნი იყო დინგონგის რაიონში. ავტორი: თორნიკე ფხალაძე 205 2-ს მოსწონს
|