საბუნებისმეტყველო მისტიური ადგილები ჩვენს პლანეტაზე - "ეშმაკის სამკუთხედები" 2018, 17 ივნისი, 22:30 დედამიწა იდუმალებით აღსავსეა, ისტორიის მანძილზე ძალიან ბევრი გაუჩინარების ფაქტები ფიქსირდება. "ისინი წავიდნენ და აღარ დაბრუნებულან". დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ იდუმალებით აღსავსე, 4 მისტიკურ ადგილს ჩვენს პლანეტაზე... 1. ბერმუდის სამკუთხედიიდუმალი ადგილების "მამა" ბერმუდის სამკუთხედია. ბერმუდის სამკუთხედი წარმოადგენს დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე საოცარ და საიდუმლოებით მოცულ რაიონს. ანალოგიურ სამკუთხედს წყნარ ოკეანეში „ეშმაკურს“ უწოდებენ. 1918 წელს, USS Cyclops -ის სახელწოდების გემი, თავის 309 ეკიპაჟთან ერთად მოულოდნელად გაუჩინარდა. ყველა ექსპერტს განსხვავებული აზრი გააჩნდა გაუჩინარებასთან დაკავშირებით, თუმცა დაკარგულების შესახებ დამაკმაყოფილებელი პასუხი არ გავრცელებულა. ბერმუდის სამკუთხედი თავის საიდუმლოებას კვლავ ინარჩუნებს. 2. მიჩიგანის სამკუთხედიმიუხედავად იმისა, რომ ბერმუდის სამკუთხედივით პოპულარული არ არის, მაინც გამოირჩევა განსაკუთრებული იდუმალებით. რეისი 2501: 1950 წლის 23 ივნისს, ჩრდილო-დასავლეთის ავიახაზების რეისი 2501, ბორტზე 58 მგზავრით ნიუ-იორკიდან მინიაპოლისისკენ მიფრინავდა, როდესაც უამინდობის გამო კურსის შეცვლა და მიჩიგანის ტბის თავზე გადაფრენამ მოუწია. დაახლოებით შუაღამისას, ბორტმა, მოულოდნელად, ცენტრისგან 3500 მეტრიდან 2500 მეტრზე დაშვების ნებართვა ითხოვა, მიზეზის დაზუსტების გარეშე. ხომალდმა ნებართვა ვერ მიიღო, თუმცა ეს კავშირი რეისი 2501-ის ისტორიაში უკანასკნელი აღმოჩნდა. რამდენიმე დღეში თვითმფრინავი მიჩიგანის ტბაში იპოვეს. ავარიის მიზეზი ვერ დადგინდა, რადგანაც ხომალდი ტექნიკურად სრულიად გამართული იყო. გარდა ამისა, სხვა ზებუნებრივი მოვლენებიც დაფიქსირდა მიჩიგანის სამკუთხედში, თუმცა მეცნიერები ამ ფაქტებსაც საიდუმლოდ ინახავენ! 3. ბენინგტონის სამკუთხედიკიდევ ერთი საიდუმლოებებით მოცული სამკუთხედი, რომელიც ხმელეთზეა. ბენინგტონის სამკუთხედი მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ ვერმონტში (ამერიკის შეერთებული შტატები). 1945 წლის 12 ნოემბერს, 75 წლის მიდი რივერსი მონადირეებს მიუძღვებოდა. უკანა გზაზე მან ჯგუფს ოდნავ გაასწრო, რის შემდეგაც რივერსი აღარავის უნახავს. ერთადერთი, რაც მისგან დარჩა, სანადირო თოფია, რომელიც მონადირეებმა ნისლში იპოვეს. 1950 წლის ოქტომბერში ამ მიდამოებში უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა კიდევ ორი ადამიანი: 8 წლის პოლ ჯეპსენი და ფრიდა ლენგერი. ეს უკანასკნელი იყო ერთადერთი, რომლის ცხედარიც გაუჩინარებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინეს, თუმცა ის იმდენად იყო დაზიანებული, რომ სიკვდილის მიზეზი ვერ დადგინდა. ამ ორი მისტიკური ფაქტის გარდა, 1945 -1950 წლებში კიდევ 3 იდუმალებით აღსავსე გაუჩინარება დადგინდა, თუმცა პასუხები საზოგადოებისგან დამალულ იქნა! 4. ბრინგუოლერის სამკუთხედიიდუმალ “სამკუთხედებს “ შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ბრინგუოლერის სამკუთხედია, რომელიც სამხრეთ მასაჩუსეტსის ტერიტორიის დაახლოებით 200 კვადრატულ მილს იკავებს. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ 1970 წლის შემდეგ ხშირად ხედავენ გიგანტურ, ბანჯგვლიან არსებებს, რომლებიც ახლომახლო დაბორიალებენ. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, ასევე ხშირია გაურკვეველი წარმომავლობის გიგანტური ფრინველები, რომლებიც ძალიან ჰგვანან მილიონობით წლის წინ გადაშენებულ პტირადაქტილს. 1970 წელს ერთ-ერთი ადგილობრივი ამტკიცებდა, რომ ნახა უზარმაზარი, წითელთვალება ძაღლი, რომელმაც მის ორ პონს კისერი გადაუმტვრია. გარდა უცნაური არსებებისა, ბრინგუოლერის სამკუთხედზე ასევე ხშირია ცხოველების უცნაურ ვითარებაში სიკვდილი. ადგილობრივები ასევე ირწმუნებიან, რომ ხშირად ხედავენ UFO-ს (ამოუცნავ მფრინავ ობიექტს) და ანომალიებს სწორედ უცხოპლანეტელებს აბრალებენ. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი {თქვენთვის საინტერესო} 1. მოდით ისტორიას ამ კადრებით შევხედოთ! 25 ფოტო, რომელიც ძალიან აგაღელვებთ...(II ნაწილი) 2. 10 თურქული სერიალი, რომელსაც "ცრემლებიანი" დასასრული ჰქონდა! 3. "მეუღლეს ტურისტულ ავტობუსში ვუღალატე!" - ცნობილი მომღერალის შოკისმომგვრელი აღიარება 4. მოძრაობა კოშმარად არ გექცეთ - როგორ ვუშველოთ წელის ტკივილებს? 5. "არაადამიანურად ექცევიან ბავშვებს - ტუალეტში არ მიჰყავთ, ეუბნებიან რომ შარვალში ჩაიფსან და ჩაისვარონ"- რა ხდება საბავშვო ბაღებში 312 4-ს მოსწონს
|