x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
როგორ შევარჩიოთ შინაური ცხოველი ბავშვისთვის?

ადრე თუ გვიან, ნებისმიერი დედა გაიგებს შვილისგან ფრაზას: «დედა, მოდი რა, კატა ან ძაღლი ვიყიდოთ!» (დედა იმიტომ, რომ მამა ყოველთვის თანახმაა). ასეთი თხოვნა ძალიან აბნევს მშობლებს და ჩნდება კითხვები: ღირს თუ არა სახლში ცხოველის მოყვანა? რთული იქნება მისი მოვლა? შეიძლება, რომ შინაური ცხოველი ბავშვისთვისა საფრთხეს შეიცავდეს?


image


ცოტამ თუ იცის, რომ შინაურ ცხოველებს შეუძლიათ დახმარება გაუწიონ მშობლებს ბავშვის აღზრდაში. გარდა ამისა, ის ბავშვისთვის შეიძლება ყველაზე პირველი, საუკეთესო და ერთგული მეგობარი გახდეს, რომელიც ამავდროულად ხელს შეუწყობს მისი ნიჭის და უნარ-ჩვევების განვითარებას. შინაური ცხოველები ყველაზე უკეთესად გრძნობენ ბავშვის სურვილებს და ამის გამო, ბავშვებიც უკეთესად გრძნობენ თავს მათ გარემოში. ისინი ეხმარებიან ბავშვებს სამყაროს შეცნობაში – ის ხომ ბავშვისთვის უცხო სამყაროს ნაწილია. ცხოველთან პირველი ურთიერთობის შემდეგ, ბავშვი მოინდომებს მის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის გაგებას. ყოველდღიურად მასზე დაკვირვებით, ბავშვი ცნობისმოყვარე და დაკვირვებული ხდება, ანუ დაკვირვების უნარ-ჩვევები გამოუმუშავდება. ხოლო, თუ ბავშვს ცხოველის მოვლა დაეკისრება (რა თქმა უნდა, მის სურვილის შემთხვევაში), ის დისციპლინას, დამოუკიდებლობას მიეჩვევა და პასუხისმგებლობის გრძნობა გამოუმუშავდება.imageყველა ცხოველს, ისევე როგორც ადამიანს, აქვს საკუთარი ხასიათი და ჩვევები, რომლის გათვალისწინებაც უნდა მოხდეს ოჯახის ახალი წევრის შერჩევისას.

კატებს შორის, ყველაზე თვინიერი და კარგი ხასიათი, ბრიტანულ და ყურებჩამოყრილ შოტლანდიური ჯიშის წარმომადგენლებს აქვთ. სფინქსებიც მოსიყვარულე კატები არიან, რადგან ბეწვის საფარი არა აქვთ და ყოველთვის უნდათ, რომ ვინმემ აიყვანოს და მოეფეროს, რომ ხელის სითბო იგრძნონ.

არ გამოდგება ბავშვის მეგობრად სიამის კატა და მისი მსგავსი ჯიშები. ასეთ კატებს არ უყვართ, როდესაც სიმყუდროვეს ურღვევენ და შეიძლება აგრესია გამოხატონ ბავშვის მიმართ. არც სპარსული ჯიშის კატები გამოდგებიან ბავშვებთან ურთიერთობისთვის. ისინი ახირებულები და ჯიუტები არიან და საერთოდ არ უყვართ თამაში.

ძაღლებს შორის, ბავშვებთან კარგად აწყობს ურთიერთობას: პუდელი, მინიატიურული ტაქსა, მოპსი, იორკშირ–ტერიერი ან უბრალო ეზოს ძაღლი (ე. წ. უჯიშო). იმ შემთხვევაში, თუ ცნობილია ეზოს ლეკვის მშობლების ვინაობა, ცხოვრების პირველი თვეების პირობები და ვეტერინარის მიერ არის გამოკვლეული და აცრილი, შეგიძლიათ ეზოში დაბადებულ-გაზრდილი ლეკვი სახლში წაიყვანოთ (იგივე ეხებათ დაბალბეწვიან ევროპული ჯიშის კნუტებს, რომლებიც მრავლად არიან ქალაქის ქუჩებში და ეზოებში).

დიდი ზომის ძაღლები განსაკუთრებულად კეთილები არიან, კარგი დამოკიდებულება აქვთ ბავშვებისადმი და ადვილად იწვრთნებიან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის დიდი ძაღლი რეკომენდებული არ არის. ბავშვის დამცველად და ძიძად გამოდგება ნაგაზი, ბოქსიორი, ნიუფაუნდლენდი, სენბერნარი. მაგრამ თამაშით, ისინი ბავშვს არ ეთამაშებიან.

არ გამოდგება ბავშვის მეგობრად ტოი–ტერიერი, მინიატიურული პინჩერი და ჩიხუახუა, რადგან ეს ძაღლები ძალიან ნაზები და ნერვიულები არიან.
ძაღლების და კატების გარდა, არის შინაური ცხოველების ალტერნატიული ვარიანტებიც. მაგ, წყნარი ბავშვებისთვის, – აკვარიუმის თევზები. თუ ბავშვი აქტიურ ცხოველს ითხოვს, ხოლო საცხოვრებელი პირობები ამის საშუალებას არ იძლევა, ამ შემთხვევაში, ყველაზე კარგი გამოსავალი ზაზუნის შეძენაა.

შინაური ცხოველის შერჩევისას, დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ასაკსაც:

3-4 წლის ბავშვი დამოუკიდებლად ვერ მიხედავს ცხოველს და ამიტომ, თქვენ მოგიწევთ მასზე ზრუნვა. ასეთ სიტუაციაში, საუკეთესო გამოსავალია ბავშვისთვის ზღვის გოჭის, თევზების ან კურდღლის ყიდვა. თავიდან ბავშვი შორიდან დაუწყებს ყურებას «ახალ სათამაშოს», ხოლო შემდეგ, როდესაც დაინახავს, თუ როგორ ზრუნავენ მასზე მშობლები, თავადაც ჩაერთვება ამ საქმიანობაში. უნდა გვახსოვდეს, რომ აღნიშნულ ასაკში ბავშვი ვერ აცნობიერებს, რომ შეუძლია ზიანი მიაყენოს ცხოველს. მაგ., შეიძლება აკვარეუმიდან თევზი ამოიყვანოს, უბრალოდ, ცნობისმოყვარეობის გამო, აბანაოს ზაზუნა და ა. შ. ამიტომ, აუხსენით მას, რისი გაკეთება შეუძლია და რა უნდა გააკეთოს!

5-6 წლის ასაკში იგივე ცხოველები უნდა ჰყავდეს ბავშვს, რაც 3-4 წლის ასაკში. თუმცა, მას უკვე შეუძლია, მშობლების მეთვალყურეობით, საჭმელი აჭამოს, წყალი დაუსხას, წყლის ჭურჭელი გაურეცხოს მათ.

7-8 ასაკში ბავშვს შეუძლია ცხოველზე დამოუკიდებლად ზრუნვა. ამიტომ, ზემოთ ხსენებულ ცხოველების გარდა, არჩევანი შეგიძლია ძაღლზე ან კატაზე გააკეთოთ. მთავარია — ბავშვს აუხსნათ, რომ ცხოველებისთვის ყველანაირი საკვების მიცემა არ შეიძლება – ის რაც კარგი და გემრიელია მისთვის, შეიძლება, ცხოველისთვის საზიანო იყოს.

9 წლის ასაკიდან ბავშვი უკვე სრულად აცნობიერებს, რომ ცოცხალი არსება სათამაშო არ არის, და გრძნობს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას, თავისი პატარა მეგობრის გამო.


image


რადგან ცხოველის აყვანაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველაზე მეგობრული ცხოველი, შეიძლება, საფრთხეს წარმოადგენდეს ბავშვისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ალერგიულია, შინაური ცხოველის მიყვანა სახლში არ შეიძლება და თუ ცხოველის მიყვანის შემდეგ, აღმოაჩნდა ბავშვს ალერგიის ნიშნები, მასზე უარი უნდა თქვათ.
ბავშვისთვის ხიფათს წარმოადგენს ინფექციებიც, რომლითაც შეიძლება დაავადებული იყოს ცხოველი. ამიტომ, ვიდრე სახლში მივიყვანთ მას, ვეტერინართან არის საჭირო კონსულტაცია და ყველა აცრის ჩატარება.
ასევე, არ ღირს ბავშვზე დიდი ზომის ცხოველის მიყვანა, რადგან მან შეიძლება გაუცნობიერებლად, ფიზიკური ტრავმა მიაყენოს ბავშვს.

ტრავმის შესაძლებლობა რომ გამოირიცხოს, ასევე არ შეიძლება, 4 წლამდე ასაკის ბავშვისთვის თუთიყუშის მიყვანა, რადგან თამაშის დროს, თუთიყუშმა შეიძლება მას ჩაუნისკარტოს. გარდა ამისა, ფრინველები სახლს ანაგვიანებენ, ხოლო პატარები იატაკზე ხოხავენ და ყველაფერს პირში იდებენ.imageდა ბოლოს, თევზები აკვარიუმში, ძაღლი, კატა, ბაჭია, ზაზუნა თუ თუთიყუში, უბრალოდ შინაური ცხოველი არ არის ბავშვისთვის - ის მისთვის თანამოსაუბრე, მისი მესაიდუმლეა. ის, ვისაც ბავშვი თავის სიხარულს და წყენას უზიარებს.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* ნეტა ყველას შეეძლოს ასეთი სითბოსა და სიყვარულის გაცემა...
* თქვენი კატის 10 მაგიური საიდუმლო

* მეცნიერებმა პატრონებისადმი კატების და ძაღლების სიყვარულის დონეები შეადარეს და ორმაგად გაკვირვებულები დარჩნენ

* 15 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა იყოლიოთ სახლში კატა

* ყველაზე ლამაზი კატის ჯიშები მსოფლიოში

0
171
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0